ნაზი ნიავი

ბუნდოვნად ჩანს ყველაფერი, აქ როცა მზივარ სულ მგონია რომ ბრმა ვარ, რაღაც მაქვს თვალებზე გადაკრული და ვერ ვიშორებ, ექიმი მჭირდება.
ვერ ვარკვევ რეალოობაა ეს თუ სიზმარი?! რატომ ხდება ასე? დავიჯერო ისე ძალიან მიყვარს აქაურობა რომ ვერ ვიჯერებ აქ ყოფნას?! არამგონია.. იქნებ პირიქით, გაუაზრებლად მოვხვდი ამ გაუგებრობაში.
ყველაფერი ისე არაა როგორც გარედან ჩანს, ყველა მინუსი უფრო მკაფიო ხდება ნელ-ნელა.
ნამდვილად ცუდი წელი მქონდა, ჯერ საატესტატო გამოცდებზე ნერვიულოვბა, მერე ეროვნულებზე სიკვდილი. აქაც კი ცუდი რაღაცები მემართება, დაწყევლილი ვარ?

ნაზი ნიავი საღამოს, ცხელი, პაპანაქება დღის მერე რა სასიამოვნოა.
დაბანვა მინდა, თბილი წყლით საუკუნეა მგონი არ დამიბანია, სულ ცივით ვიბან, სხვა გზა არაა და…
ბევრ ხილს ვჭამ, უამრავს! ეს კარგია, ვაშლი არ მიჭამია თბილისშია არასდროს, მაგრამ შენი ხელით მოკრეფილი სულ სხვაა, ხოდა გავსკდი მეც ვაშლით .
ამინდები შესაფერისია, იწვის ყველაფერი. თუმცა მდინარეზე ვერ დავდივართ, იქით წვიმს და სულ ადიდებული და ამღვრეულია.
უნარების შედეგებს გულისფანცქალით ველოდები, 24 ში იქნება.
არშემიძლია მაგაზე ფიქრი, მაშინვე მიკანკალებს ყველაფერი.
მაღაზია რათქმაუნდა არსად არ არის, ამიტომ ქალაქში როცა მოხვდები ყველაფერი უნდა წმოიღო რაც არ გჭირდება.
ახლა წესით ურეკში უდნა ვიყო, ნათესავებთან ერთად, მაგრამ რისი ლუზერი ვიქნებოდი რომ არ „გადავეგდე“ სანათესაოს.
ახლა კი წავალ, დავიბან.. ცივი წყლით, კარგია, გარეთ მაინც მზეა..


მოკლედ ამის მეტი ვერ მოვახერხე ვერაფრის დაწერა როცა სოფელში ვიყავი.
საინტერესო არაფერი არ ხდებოდა, კიდევ კარგი ადრე მომიწია წამოსვლა.. მაგრამ ხანდახან როცა აქაურობა მბედზრდება ვნანობ რატო წამოვედი ასე ადრე – მეთქი..
ეროვნულების შედეგებით ძალიან კმაყოფილი ვარ, ერთი დარჩა და აბა ვნახოთ, მაგაში ყველაზე მაღალს ველოდები და უეჭველი ყველაზე დაბალს ავიღებ.
ჩემი “დასვენება” ჯერ არ დამთავრებულა, 13-ში ზღვაზე ვაპირებ წასვლას მეგობრებთან ერთად და იმედია გამოვა ეს ამბავი.
ბლოგი მომენატრა და ბლოგერები. ჩემი მკითხველებიც ❤
დავუვული ეხლა ყველას ბლოგს და წავიითხავ ახალ პოსტებს..
აბა, დროებით..

მზიანი დილა



დედამიწამ გაახილა თვალები, ამდენი მზეც მოსაბეზრებელია უკვე, მომენატრა ზამთრის სუსხი, დილით საბანში გახვეული რომ ვიღვიძებდი და ცხელ ჩაიზე ვოცნებობდი. ყველაზე მეტად ის დილა მიხარია დედაჩემი რო მაღვიძებს შაბათს და მეუბნება ადექი გარეთ თოვსო… მე მხოლოდ სიტყვა ‘თოვლი’ მესმის.. წამოვხტები თავლებდახუჭული და ყველაფერს ვასკდები, როგორციქნა მივაღწევ ფანჯარასთან და მხოლოდ მაშინ ვახელ თვალებს..
ზამთარში თოვლზე უკეთესი მზეა, მზის სხიველი რო გაღვიძებენ, რამდენიმე ჩიტის ჟღურტული, რომლებიც არ შეუშინდნენ ზამთარს..

კარგი ზამთარზე მეყო….არდადეგებზე უნდა ვილაპარაკო…
ჩემი დასვენება ჯერ არ დაწყებულა.. თბილისში გამოკეტილმა როგორ უნდა დავისვენო?! გართობით აქაც ვერთობი მაგრამ სოფელშ გართობა სულ სხვაა…
რამდენიმე დღეში მივდივარ სოფელში და აი მაშინ დაიწყება ჩემი ზაფხული!
ვახო (ჩემი ბიძაშვილი) არის ჩემი ზაფხულის ყველაზე საყვარელი “ნაწილი”, მდინარე, ძროხები, წიწილები, ჯოკერი, ისევ ჯოკერი, დურაკა, ისევ ჯოკერი, თევზაობა, ჭა, ძილი, წიგნი, ძილი, მდინარე, საძოვარი, ცხენი….
ერთი სული მაქვს როდის წავალ, როდის ვიგრძნობ იმას რასაც ყოველ წელს ვგრძნობ, როცა მატარებელში ვზივარ და უკვე ვუახლოვდები ჩემს სოფელს.. გულის ცემა რომ მესმის, ცოტა მეშნია, სიხარული და მოუთმენლობა.. ეს ყვეალფერი ერთად ❤ და ემოციებისგან ლამის გავსკდე.

უინტერნეტობა, ანგარიშიც არმაქვს ხოლმე არასდროს (( მოწყვეტილი ვარ ცივილიზაციას მთლიანად და ეს არის ალბათ ყველაზე მომხიბლელი სოფელში..
სანამ წავალ კიდევ მოგწერ ოლივერ.
დროებით.