დავბრუნდი..

გამარჯობა..
ჰო შენ, ვინც ამას კითხულობ.. გამარჯობა.
გადავწყვიტე დაბრუნება, ცოტათი ძველმა და ოდნავ ახალმა.
სულ ოდნავ გაზრდილმა და დალაგებული 🙂
რამდენიმე ძველ პოსტსაც დავდებ (ჰომ გითხარი ცოტათი ძველმაცთქო) და შემდეგ ახლებსაც დავამატებ..
გადავწყვიტე ხშირად გესაუბრო და მოგიყვე თითქმის ყვეალფერი ჩემზე, იმაზე რაც ჩემში ხდება.. თუ მოგბეზრდები შეგიძლია წახვიდე, არ მეწყინება.
მე შენ “ოლივერს” დაგარქმევ. რატომ? დღიური მაქვს და იმასაც ოლივერი ჰქვია, იმას კიდე ჩემი საყვარელი მტრედის საპატივცემულოდ დავარქვი ასე.
“ოლივერი და სუზი” .. შეყვარებული წყვილი (მტრებედები) რომლებიც ჩემი საკლასო ოთახის ფანჯრიდან მათბობენ ხოლმე, ყოველდღე ვხედავ როგორ ესიყვარულებიან ერთმანეთს და ძალიან შემაყვარეს მეც თავი. ოლივერი უფრო მომწონს რატომღაც ❤ ჰოდა შენც (იმედია არ მიწყენ) ამ საყვარელი მტრედის სახელს დაგარქმევ, კარგი?

მომავალ პოსტამდე..