9 შეკითხვა სიყვარულის შესახებ ..

1
– უკაცრავად. თქვენი სახელი?
– გოჩა.
– გვარი?
– ჩიფიკაშვილი.
– რამდენი წლისა ხარ, გოჩა?
– თექვსმეტის.
– შეყვარებული თუ გყავს?
– შეყვარებული?
– ჰო, რა იყო, რაზე გეცინება?
– რავი აბაა!
– რა ჰქვია?
– ვის?
– შენს შეყვარებულს.
– არ ვიცი.
– როგორ, სახელი არ იცი?
– არა, მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი და ისიც შორიდან.
– როგორ ფიქრობ, რა არის სიყვარული?
– რავი აბაა! მე მგონი მარადიული მონატრებაა. . .

2
– მართა პირველი.
– ოჰო! რა ლამაზი სახელი და გვარი გაქვთ!
– მართლაა!
– ძალიან მომწონს.
– უი, დიდი მადლობა.
– მართა, შეიძლება სიყვარულის შესახებ რამდენიმე კითხვა მოგცეთ, ხომ არ გაბრაზდებით?
– უი, როგორ გეკადრებათ, პირიქით, მე ძალიან მიყვარს ამ თემაზე საუბარი.
– რახან ასეა, მაშინ გულახდილად მითხარით, გიყვართ ვინმე?
– არა, მე გათხოვილი ვარ!

3
– თქვენი სახელი?
– ჩემი?!
– დიახ.
– კოლა, ნიკოლოზი, ისე ნიკიფორეს მეძახიან.
– თქვენ რომელი გირჩევნიათ?
– მეე, ნიკო.
– რა გვარი ბრძანდებით?
– ჩუქურთმიშვილი, ნიკიფორე ჩუქურთმიშვილი.
– ცოლ-შვილი გყავთ?
– პირველი ცოლისგან ერთი ბიჭი, ახლა ჯარშია, წერილს ველოდები, მეორისაგან ქალ-ბიჭნი, უმცროსი მერვეშია, უფროსი მეათეში, გოგო სჯობია სწავლითა, ბიჭი ყალთაბანდობს, არა უშავრა კია. . . ბიჭი ეგეთი სჯობია, გამაიჯეკება ყველა საქმეშია, მეც ეგრე არ ვიყავი, რო? მესამე ცოლი კიდევ უშვილო გამამადგა, მაგრამ რას იზამ, ვერ გააგდებ და ვერაფერი, ისეთი ძმები ჰყავ, რომა კაცი მჭამლები.
– რას იტყვით, რა არის სიყვარული?
– არ გაგიგონიაა, შიში შაიქმს სიყვარულსაო, ასპროცენტიანი ეგრეა; რა ვქნა უშვილო გამამადგა, მაგრამ ისეთი ძმები ჰყვა რო პირდაპირ კაციმჭამლები, მიყორს მა რა ვქნა, თავზეით რო ძალა აღარ არის, რას იზამ?
– შვილების სიყვარულზე რას იტყვით?
– აი, იმათ ენაცვალოთ მამა, აგრეე!
– ხომ ნახულობ?
– არა, ალიმენტ უგზავნი.

Continue reading

Advertisements

ელექტროშოკი

(სათაური ტექსტთან არაფერ შუაშია. ავტორი)

ჩუმად, ნუ ყვირი! გაიღვიძებენ მკვდრები.
მე დილით საწოლიდან კი არა,
ჩეი სხეულიდან ვდგები.

Continue reading

***

მე დავბრუნდები, ზღაპრული ფრთებით, წვიმისფერ ქალაქს დავხედავ ციდან.
მერე რა მოხდა ამ ახირებით, თუ სხვა სივრცეში გაფრენა მინდა…
მოვივლი ბავშვურ ოცნების მხარეს, ავედევნები იისფერ სურვილს,
მე დავბრუნდები, მე მოვალ მალე , როცა გაფრენით მოვიკლავ წყურვილს…
მე დავბრუნდები, მაგრამ ფრენისგან, ფრთები, ო, ფრთები მტკივა ძალიან,
ჩემთან გაფრენა შენც თუ გეღირსა, ვიცი, რომ ესეც ჩემი ბრალია..

-*-*-*-

Фея сказала супругам: “Вы были прекрасной парой в течение 25 лет, и я хочу исполнить одно желание каждого из вас”.
Сказала жена: “Я хочу попутешествовать по всему миру со своим любимым мужем”.
Взмахнула фея палочкой и в руке женщины оказались билеты.
И тут сказал 50-летний муж: “Конечно, это очень романтично, но такая возможность выпадает раз в жизни. Сожалею, моя дорогая жена, но я хочу женщину моложе меня на 30 лет”.
Взмахнула фея своей волшебной палочкой и… превратился муж в
80-летнего деда.

Вывод: мужчины может и сволочи, но феи ведь женщины.
(c)

წიგნი ამბა ბესარიონისა

ო, ეს სურვილი თავის შეცვლისა,
რომელიც მუდამ ფრთებს იმსხვრევს ხოლმე
ფიქრებში და წარმოსახვაში.

ჩვენ ვაშენებთ ფიქრებში კოშკებს
და ცხადში კი ქოხის კარს ვაღებთ.
წარმოსახვაში დავთესავთ ყანას
და მკამდე ტკბილად გამოვიძინებთ.
ჩვენ სიკვდილიც ისტორიის რომელიმე
ფურცელზე გვინდა,
მაგრამ სულს იმ ზეწარზე ვღაფავთ,
რომელიც მცდარად გადაწერა ჩვენმა სხეულმა.

და განა სიცოცხლით ტკბობა არაა ესაც!

ისევ ავირიე, მეგონა ვიცნობდი ჩემს თავს, მაგრამ იმდენი აღმოვაჩინე ჩემში.. რაღაც ახალი და თითქოს კარგად დავიწყებული ძველიც.. ყვეალფერი ცუდი ვიპოვე, მაგრამ მე მაინც მინდა ვიყო ასეთი.

ამ ცხოვრებას
არც მეტი დარაჯობა უნდა, არც მეტი სირბილი,
არც მეტი ჭკუა, არც მეტი გული,
ყველაფერი
წარმოსახვას აჰკიდე და წინ გაიგდე სახედარივით,
თანაც გახსოვდეს:
რაც გინდა რა ხალიჩაზე მიაბიჯებდე,
ერთადერთი ჭეშმარიტი გზა – მტვრიანია.

მაგრამ ყველას მაინც ურჩევნია ხალიჩაზე იაროს.. რაცარუნდა ბევრი ამტკიცოს საწინააღმდეგო, თვითონ მაინც ხომ იცის რომ უნდა.. ძალიან ღრმად, ეს ყველამ იცის…

ერთნი ზეცაში ეძებენ პასუხს, სხვანი
მიწაზე მოიპოვებენ.

პასუხს? ჯერ კითხვები ჩამოვაყალიბო…

ამბობენ, რომ სიკეთე – ნიჭია,
სიყვარული და თავგანწირვა მოყვასისთვის
გმირობა არის,
მაგრამ, როდესაც ცეცხლუკიდებლად,
ჩვენს თვალწინ ფეთქავს და იწვის ნიჭი,
უქებარი, გარიყული, გარიდებული,
ის, ვითომდა ფრთებდაწყობილი არწივი იყოს,
მეტაფორა, ჩვენ რომ ვერ ვიხმართ,
ანდა სიტყვა,
ფეხი რომ არ გაუდგია ლექსიკონს გარეთ,
პატარძალივით…

ყოველდღე ვხედავ ამ ნიჭის სიკვდილს.. მეც ბევრჯერ დავხიე ის.. გადავუარე და შევაფურთხე)) მაგრამ მე ვბრუნდები და ვიბრუნებ მაინც..

ყველა ადამიანში მხოლოდ ერთი ანტიადამიანია?

ყველა ადამიანი ანტიადამიანია!

ჩვენ კი რა დაგვრჩა?
ასვლა და ჩასვლა კიბეებზე,
რომლებიც ისევ გვაბრუნებენ საკუთარ თავთან.

სახლის კიბეების ბოლოს სახურავი, იქ ავიდეთ და გადავხტეთ ❤

კაცმა გაამჟღავნა გულისნადები
და მარტო დარჩა

გინდათ პასუხები და როცა გაიგებთ მათ მერე უკან იხევთ..

ყველაზე ძნელი რა არის იცი?
ყოველ წამს რომ უნდა მორევნა.
ძნელია კიდევ,
ხალხიც გააბრაზო და ღმერთსაც არ აწყინო

არის წამები, როცა მშვიდი და კმაყოფილი ხარ.. არც არავის აბრაზებ და არც წყენ..

სიკვდილი დაწვა სიცოცხლესთან და მე დამბადა.

სიკვდილმა აჯობა გენებით ❤

მხოლოდ მაშინ შეიძლება
ადამიანთან მეგობრობა,
როცა ის აღარ არის.

ყველაზე ერთგეულები გღალატოვებ პირველები.

მილიონები წააგებენ ცხოვრებას.
რადგან:
ცხოვრებას უყვარს მსხვერპლი
და ეს მისი ერთადერთი უმანკო ცოდვაა.

პიტერ ბრეიგელი

თუ ღმერთი არ აშენებს ქალაქს,ამაოდ ირჯებიან მუშაკნი…
თუ ღმერთი არ იცავს ქალაქს ამაოდ ფხიზლობს გუშაგი.
შეფეთქილ საფლავებს ჰგევხართ რომლებიც გარედან მშვენიერნი ჩანან, ხოლო შიგნიდან სავსენი არიან მკვდრების ძვლებითა და ყოველგვარი უწმინდურებით!!!
მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობთ..ბაგით მცემთ თაყვანს,თქვენი გული კი შორს არის ჩემგან.
მოგწონთ მოედნებზე მისალმებანი, რომ გიწოდებენ, რაბი-მოძღვარო…
ცათა სასუფეველს კეტავთ ადამიანთა წინაშე, რადგან არც თქვენ შედიხართ და არც შემავალთ უშვებთ !!!
მკვდრები ხართ და მკვდართა დამმარხავნი!
ბრმები ხართ და ბრმათა წინამძღოლნი!
მართალთა და თქვენთან გამოგზავნილთა მკვლელებო…!
აჰა…გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად…
შენ კი ჩემო ხალხო, გამოდი მისგან.. გაიქეცი ბაბილონიდან !……..