წიგნი ამბა ბესარიონისა

ო, ეს სურვილი თავის შეცვლისა,
რომელიც მუდამ ფრთებს იმსხვრევს ხოლმე
ფიქრებში და წარმოსახვაში.

ჩვენ ვაშენებთ ფიქრებში კოშკებს
და ცხადში კი ქოხის კარს ვაღებთ.
წარმოსახვაში დავთესავთ ყანას
და მკამდე ტკბილად გამოვიძინებთ.
ჩვენ სიკვდილიც ისტორიის რომელიმე
ფურცელზე გვინდა,
მაგრამ სულს იმ ზეწარზე ვღაფავთ,
რომელიც მცდარად გადაწერა ჩვენმა სხეულმა.

და განა სიცოცხლით ტკბობა არაა ესაც!

ისევ ავირიე, მეგონა ვიცნობდი ჩემს თავს, მაგრამ იმდენი აღმოვაჩინე ჩემში.. რაღაც ახალი და თითქოს კარგად დავიწყებული ძველიც.. ყვეალფერი ცუდი ვიპოვე, მაგრამ მე მაინც მინდა ვიყო ასეთი.

ამ ცხოვრებას
არც მეტი დარაჯობა უნდა, არც მეტი სირბილი,
არც მეტი ჭკუა, არც მეტი გული,
ყველაფერი
წარმოსახვას აჰკიდე და წინ გაიგდე სახედარივით,
თანაც გახსოვდეს:
რაც გინდა რა ხალიჩაზე მიაბიჯებდე,
ერთადერთი ჭეშმარიტი გზა – მტვრიანია.

მაგრამ ყველას მაინც ურჩევნია ხალიჩაზე იაროს.. რაცარუნდა ბევრი ამტკიცოს საწინააღმდეგო, თვითონ მაინც ხომ იცის რომ უნდა.. ძალიან ღრმად, ეს ყველამ იცის…

ერთნი ზეცაში ეძებენ პასუხს, სხვანი
მიწაზე მოიპოვებენ.

პასუხს? ჯერ კითხვები ჩამოვაყალიბო…

ამბობენ, რომ სიკეთე – ნიჭია,
სიყვარული და თავგანწირვა მოყვასისთვის
გმირობა არის,
მაგრამ, როდესაც ცეცხლუკიდებლად,
ჩვენს თვალწინ ფეთქავს და იწვის ნიჭი,
უქებარი, გარიყული, გარიდებული,
ის, ვითომდა ფრთებდაწყობილი არწივი იყოს,
მეტაფორა, ჩვენ რომ ვერ ვიხმართ,
ანდა სიტყვა,
ფეხი რომ არ გაუდგია ლექსიკონს გარეთ,
პატარძალივით…

ყოველდღე ვხედავ ამ ნიჭის სიკვდილს.. მეც ბევრჯერ დავხიე ის.. გადავუარე და შევაფურთხე)) მაგრამ მე ვბრუნდები და ვიბრუნებ მაინც..

ყველა ადამიანში მხოლოდ ერთი ანტიადამიანია?

ყველა ადამიანი ანტიადამიანია!

ჩვენ კი რა დაგვრჩა?
ასვლა და ჩასვლა კიბეებზე,
რომლებიც ისევ გვაბრუნებენ საკუთარ თავთან.

სახლის კიბეების ბოლოს სახურავი, იქ ავიდეთ და გადავხტეთ ❤

კაცმა გაამჟღავნა გულისნადები
და მარტო დარჩა

გინდათ პასუხები და როცა გაიგებთ მათ მერე უკან იხევთ..

ყველაზე ძნელი რა არის იცი?
ყოველ წამს რომ უნდა მორევნა.
ძნელია კიდევ,
ხალხიც გააბრაზო და ღმერთსაც არ აწყინო

არის წამები, როცა მშვიდი და კმაყოფილი ხარ.. არც არავის აბრაზებ და არც წყენ..

სიკვდილი დაწვა სიცოცხლესთან და მე დამბადა.

სიკვდილმა აჯობა გენებით ❤

მხოლოდ მაშინ შეიძლება
ადამიანთან მეგობრობა,
როცა ის აღარ არის.

ყველაზე ერთგეულები გღალატოვებ პირველები.

მილიონები წააგებენ ცხოვრებას.
რადგან:
ცხოვრებას უყვარს მსხვერპლი
და ეს მისი ერთადერთი უმანკო ცოდვაა.

Advertisements