არაფრისთვის

200_s

მომინდა ამეღო იარაღი და უბრალოდ მიმედო შუბლზე, მეგრძნო მისი სიცივე და ის თუ როგორი უსუსრი ვარ მის წინ, როგორი უსუსურია ჩემი ცხვორება, განვლილი 19 წელი, რომელიც შეიძლება ერთი მარტივი მოძრაობით დასრულდეს.
ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ასევე მარტივად იცვითება ურთიერთობები, ასევე მარტივად ხდები “პირველიდან” – “ბოლო” ან თუნდაც მეორე… შებყრობილი ვარ გრძნობებით, ადამიანების სიყვარულით და მათი მისაკუთრებით. სიცოცხლისთვის მჭირდება ვიყო ყველასთვის პირველი.
მაგრამ, დრო გადის და მეც ვიცვითები მათთვის, რა თქმა უნდა, ისინიც ჩემთვის, მაგრამ არ აქვს ამას მნიშვნელობა, ისინი ეგუებიან ამას, მე კი ვერ.. ფიქრობ, რომ შენი ბრალია, შენ ვერ შეინარჩუნე ეს ურთერთობა და შენ ვერ გააკეთე საკმარისი, მაგრამ ასე არაა, საკმარის აკეთებდი და უფრო მეტსაც, მაგრამ უბრალოდ ასე ხდება, ერთს მეორე ანაცვლეს და ასე უსასრულოდ, სანამ თითის მარტივი მოძრაობით არ მოვკვდებით.
მობილურს უყურებ და ვფიქრობ, ვის მივწერო, როცა ამდენი ადამიანი გენატრება და ვერ ხვდები რომელი უფრო, თუმცა ბოლოს წერ იმას ვინც იცი რომ აუცილებლად გიპასუხებს.
ხო ხვდებით, დავიჯერო ვერ ხვდებით რომ სხვანაირი ვარ?!
რომ გროვდება ჩემში ეს ყვეალფერი, გროვდება ეს ზიზღი ეს ამაზრზენი სამყარო, ეს ბინძური საქციელები, ყალბი სიყვარული, გროვდება სიცივე და უემოციობა, ტყუილი და ღალატი, წყენა, სიტყვები.. ყვეალფერი და.. უბრალოდ ვბინძურდები. ხომ იცით, რომ არ შემიძლია არ ვიყო წმინდა და ეს სიბინძურე მომკლავს, თითის მარტივი მოძრაობით..
ყველა მიცნობდით რაღაც დოზით, იმდენად რამდენადაც ახლოს გიშვებდით, მაგრამ ყველა იფიქრებთ რომ მე უბრალოდ თინეიჯერი ვარ, რომელმაც ვერ გადაიტანა ბიჭთან დაშორება და თავი მოიკლა.
მხოლოდ ერთი იტყვის რომ, უბრალოდ არ იყო ხალხი ჩემი ღირსი, რომ მე არ უნდა მეცხოვრა ასეთ სიბინძურეში..
ეს ერთი ნინი იქნება.
რომელიც არასდროს მაპატიებს რომ მარტო დავტოვე ამ სანაგვეში და თან არ წავიყვანე..
ვიცი რომ შევზიზღდები ყველა მეგობარს, რადგან ეგოისტურად მხოლოდ თავის თავზე იფიქრებენ, რომ მათზე არ ვიფიქრე.. თუმცა
არ იციან, მე იქ ველოდები, სადღაც უსასრულობაში,
ველოდები როდის მიხვდებიან რომ არაფრისთვის არ გადიან ამ დღეებს, არაფრისთვის მუშაობენ და არაფრისთვის ტირიან, არაფრისთვის გადის დღეები და წლები, არაფრისთვის იზრდებიან მათი შვილები და არაფრისთვის ბერდებიან მხოლოდ ერთ ადამიანთან, რომ საერთოდ არაფრისთვის უცხოვრიათ და ასევე არაფრისთვის კვდებია.. ამ ყვეალფერს მიხვდებიან და მერე ჩვენ იქ ვიქნებით, უსასრულობაში, სისუფთავეში და უადამიანობაში. მხოლოდ ჩვენ, გვექნება საკუთარი საომყარო, საყვარელი ფილმების და სერიალის გმირებით გარემოცული სამყარო, სადაც მე ლენონი ვითალაშებთ ჯოკერს..
არა ვხუმრობ, ეს არაფერი არ არსებობს, მე რომ მოვკვდები ისევ დავიბადები, ისევ წმინდა და ისევ დავიწყებ დაბინძურებას, ისევ მოვიკლავ თავს, შემდეგ ცხვორებაშიც და იმის შემდეგშიც. ყველა სიცოცხლეში ვიქნები წმინდა და ყველას სიცოცხლეში მეცოდინება რომ ვბინძურდები არაფრის გულისთვის, ყველა დღეს ვცხოვრობ არაფრისთვის, ვიხდი უბრალოდ მოვალეობას..

tumblr_n1vho0XKKU1qb5t88o1_r2_500
რა სამწუხაროა, რომ არ მაქვს იაღაღი და არ ვიგრძნობ ჩემი ცხვორების არაფრობას, რომელიც იმდენად უფასურია, თითის ერთი მოძრაობით შეგიძლია დაამთავრო.


2014 წლის 20 თებერვალი, 13:58-ზე

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s