– დრო, გეორგ, რა არის დრო?

“წარმოიდგინე, რომ ამ ზღაპრის კიდეზე დგახარ მილიარდობით წლის წინ, როცა ყოველივე შეიქმნა, და შეგიძლია ამოირჩიო, დაიბადო თუ არა ერთ რომელიღაც მომენტში ამ პლანეტაზე,–მწერდა მამა,– არ იცი როდის დაიბადები,რამდენ ხანს იცოცხლებ,მაგრამ,ნებისმიერ შემთხვევაში,სიცცხლე დიდხანს არ გაგრძელდება. მხოლოდ ის იცი,რომ თუკი გადაწყვეტ ამქვეყნად მოსვლას ერთ რომელიღაც წამს, მაშინ მეორე წამს ყველაფერთან დამშვიდობება და აქედან წასვლაც მოგიწევს”

– იუსტაინ გორდერ “ფორთოხლის გოგონა

წიგნში თავჩარგულმა გავატარე მთელი დღე, ბევრი საიტნერესო და მნიშვნელოვანი ფრაზა გამოვარჩიე სხვა წინადადებებისგან და დავფიქრდი. ყველაფერზე დავფიქრდი რაზეც გეორგი ფიქრობდა ამ წერილის კითხვის დროს.
წარმოვიდგინე რომ მამამისი ამ ყვეალფერს მეც მწერდა, პირადად მე და არა სხვას, მხოლოდ მე და გეორგისთვის იყო ეს წერილი და შეკითხვაც. არცისე ბევრი ფიქრი დამჭირდა გეორგისგან გასხვავებით პასუხის გასაცემად, ავირჩევდი თუ არა სიცოცხლეს, მიუხედავად იმისა რომ ოდესმე წასვლა მომიწევდა.
ეს მხოლოდ იმიტომ რომ, გეორგმა მხოლოდ მაშინ გააცნობიერა ეს, რომ ოდესმე ისიც დატოვებდა ყველაფერს და ყველას ვინც უყვარდა, მე კი, ჯერ კიდევ მაშინ როცა პირველად ვიგრძენი სიყვარული, თუნდაც მეგობრის, მაშინ დამეწყო შიში იმისა რომ ადრე თუ გვიან ყველაფერი დამთავრდებოდა.. დროებით კი არა, სამუდამოდ.

სანამ გეორგის მამის პასუხს წავიკითხავდი და საბოლოოდ გეორგის აზრსაც გავიგებდი, უკვე ვიცოდი ჩემი პასუხი ამ კითხვაზე, რადგან ასე თუ ისე ყველაზე უკეთ ვიცნობ ჩემ თავს და ვიციროგორი გამოუსწორებელი ოპტიმისტი და იმედით სავსე ვარ. როგორ მინდა რომ მჯეროდეს, ყველაფრის კარგად დამთავრების.
მაინც ჩავფიქრდი, ამოვიღე თავი წიგნიდან, ვერ ვხვდებოდი სად ვიმყოფებოდი ფიზიკურად, სასაფლაოებს ავუარე გვერდი თუმცა არ ვიცოდი იქ რა მინდოდა, წესით სახლში უნდა მივდიოდე.. ცას ავხედე, სულ გაშავებულიყო ყველაფერი, ნაცრისფერ–მოცისფრო ფერები ედო გარემოს. მიუხედავად იმისა, რომ მე მზის ყურება მიყვარს, მისი ამოსვლა–ჩასვლის, იმ მომენტში ასეთ გარემოც საკმაოდ ლამაზი მომეჩვენა.

– არ მეცხოვრა? საერთოდ არა? არ მეგრძნო მარტოობა არასდროს? არც იმედგაცრუება და ტკივილი? ეს ხომ წარმოუდგენლად დიდი ბედნიერება იქნებოდა..
არვიცი საიდან, უცებ წიგნს დავხედე, გამახსენა ვისი იყო წიგნი, თიკუნა, მოიცადე რაა?
– ანუ შენ გინდა უარი თქვა თიკაზე? მის კისკისზე, ისეთვე მშვენიერზე როგორიც ალბათ ფორთოხლის გოგონასი იქნებოდა?
მერე კი გამახსენდა ყველაფერი რაზეც უარს ვერ ვიტყოდი ვერასდროს..
ავირჩევდი სიცოცხლეს, ავირჩევდი და შემდეგ შევწირავდი ჩემს სიცოცხლეს ჩემს მეგობრებს, ჩემი გიორგის იდიალურ კბილებს და ღიმილს, ჩემი მეორე გიროგის (ბარვენაშვილის) ზღვასავით ღრმა თვალებს, ჩემი მესამე გიორგის (ლაცუზბაიას) ბოროტულ ხუმრობებს, გაბელიას იუმორს, ომასთან გვიანობამდე, ყოველთვის სასიამოვნო საუბარს, ჩემი ნინის მამაკაცურ სიცილს, მირანდას გადაბმულ ცემინებას, ნათიას გაბუტვებს და გიჟურ იდეებს, ალინა, ქეთა, თემო და კიდევ სხვები.. აჩიკოს სუპერულიბკის გარეშეც კი… ხო მაგრამ ჩემი ირაკლი და მაგის უჟმრუი სახე, რომელიც ასე მესაყვარლება, ნუშისმსგავსი თვალები.. ჩემი თაკო, რომელიც მთელი ის სიცოცხლეა ჩემთვის რომელიც ავირჩიე მილიარდობით წლის წინათ?

ასეთი მწარე სიყვარული უბრალო მოკვდავების მიმართ არ შეიძლება, მე ხომ მათ გამო სიცოცხლეს ვირჩევ, მერე კი ამ სიცოცხლეს ვტოვებ, ისეთი განუსაზღვრელი რაოდენობით მიყვარს თითოეული მათგანი რომ ამ ტკივილსაც ავიტან, ტკივილს რასაც მათი დატოვება მომგრვრის ოდესმე.. მხოლოდ იმიტომ ავიტან რომ ხშირად ვნახო ჩემი გიორგის იდიალური ღიმილი..

რა საოცარი გამოთქმაა “შენს გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია”
თუმცა მე ალბათ გეტყვით, ჩემო მეგობრებო,
“შენ ხარ მიზეზი რატომაც ვირჩევი სიცოცხლეს”

Advertisements

One thought on “– დრო, გეორგ, რა არის დრო?

  1. საოცარი წიგნია, მეც იგივე განვიცადე..
    საერთოდ გორდერის ყველა ნაწარმოებმა, რაც კი წამიკითხავს, უამრავ რამეზე დამაფიქრა. “ბანქოს საიდუმლო”ც ძალიან საინტერესოა, “სოფის სამყაროზე” არაფერს ვამბოობ 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s