როცა ყველას უყვარხარ

ბევრ ისეთ ადამიანს ვიცნობ, რომელიც სულ წუწუნებს არავის არ ვუყვარვარო, მეც ამ ადამიანების რიცხვსი მივეკუთვნები, უფრო სწორად, მივეკუთვნებოდი. განა იმიტომ რომ ახლა ვუყვარვარ ყველას და ადრე არ ვუყვარდი, უბრალოდ ახვლა შევამჩნიე ეს.
მართლაც ასეა, მე ყველას ვუყვარვარ, თუ არ ვუყვარვარ, ვევასები მაინც. არა, მე მოწონებას და გოგო ბიჭურ რაღაცეებს კი არა, მეგობრულ ‘დავასებას’ ვგულისხმობ.
ეს ჩემი იუმორის გრძნობის ბრალია, იმის რომ ყველანაირი ტიპიას ადამიანს შემიძლია გავუგო და შევეწყო, კიდევ იმის რომ პირადად მე არავინ მეხატება დიდად გულზე, მხოლოდ ჩემი და, იმიტომ რომ მე მგავს და მაგასაც არავინ არ ევასება. არც მე. კიდევ ჩემი მეგობრები მევასებიან და ერთი ბიჭიც. მოკლედ მე სიყვარული არ ვიცი, ან მევასებით ან–არა.
დავასებაში იგულისხმება ის რომ, მიყვარს თქვენთან დროის გატარება, არ მაბეზრებთ თავს მალე (ოდესმე მაინც მაბეზრებთ) და რაც მთავარია ვზრუნავ თქქვენზე, არასდროს დამეზარება წყლის მოტანა როცა მთხოვთ.
ყველაფერს აქვს თავისი მინუსი, ყველას რომ უყვარხარ მაგასაც.
აღარ მახსოვს ვისი სიტყვებია, თუ მტერი არ გყავს, ე.ი. რაღაცას არასწორად აკეთებო, ასეა! მტრები არ მყავს. მხოლოდ ერთი, ისიც ყოფილი შეყვარებული. რომელსაც დარწმუნებული ვარ ისევ ვუყვარვარ და ბოღმის გამო ვეზიზღები.
რა მინუსები აქვს როცა ყველას უყვარხარ?
მაგაითად ის რომ ყურადღებას იჩენენ, რაც მოსაბეზრებელია, ბევრი რაოდენობით. ჩემს შემთხვევაში ოდნავ გადამეტებული ყურადღება და ვსო, აღარ მევასები, მაგრამ თუ მთლაც უყურადღებო ხარ, უფრო აღარ მევასები.
კიდევ ეს ‘მომენატრე, როდის უნდა მნახო’ ჩემი მთავარი თავის ტკივილია, უმარავი ადამიანის ნახვა მიწევს დღეში, მე კი უბრალოდ მინდა ვიდო სახლშ და ვუყურო ჩემს საყვარელ სერიალებს.
აი სერიალები ყველაზე მეტად მევასებიან, არც გაწუხებენ, ყვეალფერს ზომიარად აკეთებენ. როცა გინდა ჩართავ,როა გიდნა გამორთავ. გაძლევენ სასიყვარულო ისტორიებსაც, მეგობრებსაც, ოჯახსაც და ა.შ. ეს ყველაფერი რეალურ ცხოვრებაშიც მაქვს, მაგრამ იქ არჩევანი შემიძლია გავაკეთო, რომლი პერსონაჟი უნდა მიყვარდეს.
გამომდინარე იქიდან რომ მე მარტოობა მიყვარს, მერე იბუტებიან ჩემი მეგობრები “მე რატომ არ მანხე და ის რატომ ნახე” ეს იწვევს იმასაც რომ მერე ერთმანეთი ეზიზღებათ ამის გამო და ერთარ რამდენიმე ადამიანს ვერ ვნახავ, ყველა ცალ–ცალკე.
ასეთი მონსტრი არ ვარ, მე მსიამოვნებს მათი ნახვა, მაგრამ ზედმეტი სიამოვნებაც გულის ამრევია ჩემთვის.
საერთოდ დადებილი გრძნობები არ მევასება. რომანტიკა, სიყვარული, ხვევნა–კოცნა და “ვგიჟდები შენზეეე”
ადრე მიყვარდა, საშინლად ბანალური ვიყავი და ახლაც ვარ ოდნავ, მაგრამ შეიცვალა რაღაცები, უფრო სწორად მე შევიცვალე, უფრო სწორად კი ვიპოვე ჩემი თავი და გავიცანი ჩემი სურვილები. სულ ახლახანს აღმოვაჩნე რომ ის რასაც მთელი ცხოვრებაა ვსვამ, მეზიზღება და გაუცნობიერებლად ვსვამ, იმიტომ რომ ყველას უყვარს და უნდა დავლიო, კოკა–კოლა და საერთოდ გაზიანი სასმელები.
მომწონს უცნაური ზედმეტსახელები და მოფერების ფორმა.
მაგალითად რატომ არ ვამბობთ “ჩემი კუჭი ხარ” და ვამბობთ “ჩემი გული ხარ”
“მიყვარხარ გულში” და რატომ არ ვამბობთ “მიყვარხარ ფილტვში” .
რა, ფილტვები, ყანყრატო, კუჭი და თუნდაც კოჭი ნაკლებად მნიშვნელოვანია?

ადამიანები კიდევ კარგი, გააგებინებ, აწყენინებ და დააღწევ თავს მათ ყურადღებას, მაგრამ ცხოველები?
ღმერთო აქ უკვე უძლური ვარ!
სოფელშ ერთი ძაღლი ყავთ, ახალია, წესით უდნა დავეფლითე როგორც ყველა სახლში შემოსულს უშვება, მაგრამ ეს იყო სივაყრული ერთი დანახვით..
არა, კიარ ვხუმრობთ, ჩვენ რომანი გვაქვს.. მალე ალბათ ბავშვი გვეყოლება და დიდხანს, ბედნიერად ვიცხოვრებთ.
გამოექანა ისე როგორც ფილმებშია, შენელებული კადრებით, ენა გადმოგდებული,გული უცემდა, მისი ყურები აქეთ–იქიათ ეხეთქებოდნენ. მორბოდა ჩემსკენ, მე არ შემშნებია რადგან მის თვალებში სიყვარული ამოვიკითხე. შემომახტა, შემომეხვია ფეხზე, ორ ფეხზე დადგა და ხელები დამილოკა.
იმ დღის მერე სულ გვერდით დამსდევს, დამისვარა ჩემი ყველა არსებული შარვალი და ახლა წვიმაში ვიყინები შორტების ამარა, მაგრამ ისეთი რადღებიანია, ზედ მაწვება შიშველ ფეხებზე და მათბობს.
არავის არ ეკარება, მხოლოდ ჩემი ესმის. ამ ზედმეტმა სიყვარულმა მისი თავისუფლების აღკვეთა გამოიწვია, უკან დააბეს.
მივედი, ვინახულე,საჭმელი მივუტანე, წამოსვლისას კი ..
არცერთ კაცს არ უტირია ჩემი წასვლის გამო ასე, კარგი ვიტყუები, უტირია რომელია..
არ ვტრაბახობ, მართლა გეუბნებით. ეს ჰგავდა ადამიანის ტირილს, განწირული კვნესა და მის ხმაში ამოიცნობდით სიტყვებს “არ დამტოვო”
სხვა გზა მქონდა? სინდისი არ მიშვებდა, მივედი და ვეფერებოდი ცოტა ხანი.
მერე რომ დამსვარა და ბოლომდე დამლოკა, წამოვედი.. ეს ხმები ახლაც ჩამესმის, განა იმიტომ რომ მახსენდება, არა ეხლაც ეგრე ტირის, აგერ კარის იქით, რადგან მე კარების მეორე მხარეს ვარ და არ შეუძია შემეხოს.
უიჰ, ზუსტად ახლა მომივიდა სმს, “ჭკუა მეტეკეტაბ შენზე”
მეც მეკეტება არადა ამ ადამიანზე ჭკუა, მაგრად მევასება.

არც თავში მაქვს ავარდნილი და არც ვამაყობ ამით, შევწუხდი, უნდა შევიცვალო, მინდა ვეზიზღებოდე ყველას და მეგობრებს სანთლით დავეძებდე.
კარგი,ვხუმრობ, მეც მოკვდავი ვარ,
გიყვარდეთ, დაე გიყვარდეთ, ძალიანაც მსიამოვნებს თქვენი სიყვარული.
რაც მეტი იქნებით,მით უკეთესი. :>

p.s. ვინც წუწუნებთ რომ “აუ არავის არ ვუყვარვარ” შეირგეთ, ამასაც აქვს ბევრი პლიუსი, თუმცა დამიჯერეთ, ქვენ უბრალოდ წუწუნა ბავშვი ხართ, გაიხედ–გამოიხედეთ, ძალიან ბევრს უყვარხართ. თუ ერთს არ უყვარხართ, ვისაც გინდათ რომ უყვარდეთ, ეს იმას არ ნიშნავს რომ თქვენშია პრობლემა და სხვაც ვერ შეგიყვარებთ, ბევრ სხვას უყვარხარ უმიზეზოდ )

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s