მარტივი, საშუალო, რთული

რატომღაც წამომიარა ახლა ამ აზრმა, რატომ ,არ ვიცი, ნამდვილად! 
რამდენად გასაგებად აგიხსნით ჩემს კითხვას არვიცი,იმედია მიხვდებით.

tumblr_meziundHTR1r9cz6so1_500სავარაუდოდ, ყველას გითამაშიათ რაღაც თამაში, თუნდაც ბავშვობაში დენდი ან სონი და მგონი ყველა თამაშს აქვს ეს ფუმქცია, როცა ჩართავ გეკითხება როგორი სირთულით გინდა ითამაშო: ” მარტივი, საშუალო თუ რთული” 
შემდეგ იმის მიხედვით ვირჩევთ სირთულეს თუ რამდენად გამოცდილი ვართ ამ თამაშში, თუ პრიველად ვთამაშობთ და აზროვნება დალაგებული გვაქვს,მარტივს ავირჩევთ, რამდენიმე თამაშის შემდეგ შეგვიძლია საშუალოზეც გადავიდეთ და ბოლოს როცა ნადმვილი “სპეცები” გავხდებით რთულიც ავიჩიოთ. 

მოკლედ, რა კითხვა გამიჩნდა, ასეთი სირთულის ასარჩევი რაღაც რომ ჰქონდეს ცხოვრებასაც რომელს აირჩევდნენ ადამიანები?! მარტივ ცხოვრებას, საშუალო სირთულის თუ რთულს? 
არვიცი, ყველა ინდივიდი განსვავებულად ფიქრობს და ყველას განსხვავებული არჩევანი ექნებოდა და მიზეზიც ამ არჩევნის გასაკეთებლად. აქაც თამაშივით მოხდებოდა ნეტა? 
ვინც ახალბედაა და ვარდისფერი სათვალეებით ცხოვრობს, მარტივს აირჩევდა? 
ვინც ცოტა გამოფხიზლდა და აზროვნება დაიწყო, მოიხსნა ეს ფერადი სათვალეები და სურს რეალობას შეეჯახოს, საშუალო სირთულის ცხოვრებას აირჩევდა? 
და ვინც ნადმვილი არანორმალურია და მთავარ კაიფს სირთულეების გადალახვაში და ტანჯვაში ხედავს, რთულს? 

არვიცი, იქნებ ყველა რთულს აირჩევდა, იმიტომ რომ ადამიანის ბუნებაა ასე მოწყობილი, თავის თავში დარწმუნებულები არიან, რომ მათთვის რთული არაფერია და ყველაფერს შეძლებენ?! ამას ხმამაღლა არავინ ამბობს, მაგრამ გულის სიღმეში ყველა ადამიანს ასე გონია. 

თქვენ რომელს აირჩევდით? 
პირადად მე,რთულს ავირჩევდი, ჩემი მიზეზი ისაა რომ არასდროს არ მომწონდა სიმშვიდე, ბედნიერება და უმოქმედობა. 
ახლა,მართლაია დავიღალე და ცოტახანი “დავაპაუზე” ჩემი რთული ცხოვრება, მაგრამ ეს ყველაფერი რომ მცოდნოდა, როგორი რაღაცეები შემხვდებოდა წინ და რისი გადატანაც მომიწევდა, არაფერს შევცვლიდი და ისევ ასეთი ცხოვრებით ვიცხოვრებდი,  კიდევ უფრო რთულითაც. 

რა თქმა უნდა რთულ ცხოვრებაშიც ის ხდება რაც რთული თამაშის დროს,
მალე ეწერება ჩვენს მონიტორზე “GAME OVER” 

I-Wanna-Be-The-Guy-Game-Over-Screenshot
თუმცა თამაშში ყველაფერი ბევრად მარტივათაა მხოლოდ ამ ერთადერთი “R” ღილაკის გამო! 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s