Thin Air

tumblr_mo65qeTOlm1r389v8o1_1280

ნეტა თუ შეიძლება ვაქციოთ ეს რეალობა სამოთხედ? ვფიქრობ რომ ყველაფერია შესაძლებელი. 

მაგალითად ჩემთვის სამოთხე ასეთი იქნებოდა: 

ადამიანებს საუბარი რომ არ შეეძლოთ, ყველგან მუსიკა რომ იყოს სიტყვების ნაცვლად. მხოლოდ გამოხატვა რომ შეიძლებოდეს გრძნობების და ყველაფერი მუსიკის თანხლებით, აი, წარმოიდგინეთ.

tumblr_mmo12qWo9g1rwe56eo1_1280

იღვიძებ დილას და მხოლოდ მუსიკა ისმის, ჰაერში განჟღენთილი, მუსიკას რო სუნთქავ, სიგურ როსის ლამაზი ჰანგები რომ გაღვიძებს მაღვიძარას მაგივრად, გილმორის ხმა რომ ჩაგესმის დედაშენის ხმაურის ნაცვლად.. ქუჩაში სიარული, ნახვა, მოფერება,ჩხუბი, ყველაფერი სხვანაირი იქნებოდა. მშვიდი მუსიკა გაალამაზებდა ყველა გრძნობას, სიძულვისლაც კი. აგრესია აღარ იქნებოდა, ყველა ადმიანის სახე დამშვიდებული ექნებოდა,რადგან არ ვიფიქრებდით “აი ახლა რა უნდა ვთქვა?”  
მხოლოდ გამოხედვა იქნებოდა მნიშვნელოვანი, შეხება და არა სიტყვები, რომელიც ხშირად არ ამართლებენ მოლოდინს.

მორიდებული მიხვრა-მოხვრა და თმებზე მოფერებით მიხვედრება “მომწონხარ”
მუცელშე ხელის მოსმა საყვარლად იმის ნაცვლად რომ იყვირო “დეეე მშია რა არის საჭმელი?” 
ღიმილი მადლობის ნაცვლად და ლოყაზე კოცნა მეგობრობის გამოსახატავად. სიტყვების გარეშე როგორი იქნებოდა ნეტა ეს სამყარო, ჰა?! მუსიკა რომ იყოს ყველგან.. ფიქრებიც რომ მუსიკის თანხლებით არის. 
მიყვარხარს ნაცვლად ამას გეტყოდი, ამაზე ლამაზად როგორ უნდა მეთქვა ეს?! როგორ ავხსნა სიტყვებით, უბრალო ბგერებით გრძნობები ? ასე რა ლამაზია ნახე, მოუსმინე, არ ილაპარაკო, უბრალოდ მოუსმინე : 


არა არგესმით რა მაგარი იქნებოდა ასე ცხოვრება! გაჩუმდეს ყველაფერი, 

მხოლოდ შენ შეგიძლია ისაუბრო: 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s