მდუმარებაში მაინც ანათებს რაღაც…

1013704_634327433245849_265337769_n

– ერთ დღეს ორმოცდასამჯერ ვუცქირე მზის ჩასვლას!

და ცოტა ხნის დუმილის შემდეგ დასძინე:

– როცა ადამიანს უმძიმს, მზის ჩასვლის ცქერა უყვარს…

– მაშ იმ დღეს, როცა ორმოცდასამჯერ უცქირე მზის ჩასვლას, ძალიან გიმძიმდა?

პატარა უფლისწულმა ხმა არ გამცა.

.. არის ერთი ადგილი დედამიწაზე სადაც სიმშვიდეს ვპოულობ..
მხოლოდ ერთი ადგილია მთელს სამყაროში, სადაც მინდა ყოფნა, სამუდამოდ.
ახლაც კი შემიძლია ავდგე და წავიდე ამ შუა ღამისას, ქარში, უბრალოდ იქ მივიდე, დავჯდე და ვუყურო მოციმციმე ნათურებს, იმ ადგილს რომელიც სიმახინჯეა დილით, დანგრეული კორპუსები და უბრალოდ უფერული, არაფრისმთქმელი შენობები. ეს ყვეალფერი კი მზის ჩასვლის დროს საოცრებად იქცევა იმ ადგილიდან, საიდანაც ყვეალფერი ჩანს.. მხოლოდ ცა, მზე, მერე ვარსკლავები და სადღაც შორს, მოციმციმე სახლები..
იმ სახლებში ვინ იცის კიდევ რა ხდება. ღამე ხომ სიბოროტეს უწყობს ხელს, მონაწილეა ყველაფერი ცუდის, ამ ცუდს გადავყურებ და უბრალოდ.. სიმშვიდე.
ყველა ჩემთვის ძვირფას ადამიანთან ერთად ვარ იმ ადგილას ნამყოფი, იმ ერთ ხის სკამს კი “ჩვენი ადგილი” ჰქვია.
თუმცა არაა ჩვენი, ვიღაცის საფლავთან მდგომი უბრალო სკამია, ის მიწაც უბრალოდ მიწაა, არავისი, მაგრამ რატომღაც “ჩვენი” ვუწოდეთ ყველამ ერთად.. ჩემი და კიდე სხვების.
გიორგისთან ერთად ავდივარ ხოლმე იქ ხშირად, მზის ჩასვლას ვუყურებთ, ყოველ მისვლაზე ვამბობთ “ჯანდაბა, მართლა რა ლამაზია აქაურობა!”
და მე ვიმეორებ რომ ასეთი ლამაზი ადგილი არსად მინახავს და ვერც ვნახავ..
მერე მხარზე ვადებ თავს,უბრალოდ ჩუმად ვართ და ვუყურებთ მოციმციმე სახლებს, გაწითლებულ ცას..
ვიცი,მაშინ ისიც იგივეს გრძნობს, სითბოს,სიმშვიდეს და თითქოს საერთოდ არაფერს..
არაფერზე არ ვფიქრობ მაგ დროს, მხოლოდ გიორგიზე, მხოლოდ იმაზე რომ მიყვარს, მხოლოდ იმაზე რომ რა ლამაზია ეს ყველაფერი, რომ ღირდა ყველაფერი საერთოდ, ამის სანახავად, აქ ცხოვრება, საერთოდ არსებობა და ყოველ დილას გაღვიძება. ვგრძნობ, როგორვ ვუყვარვარ გიორგისაც როცა ჩემ თმას სუნავს და თმაზე მკბენს.. იქნებ ასე არც არავის ვუყვარვარ სხვას.
ჩემი სიმშვიდე იქნებ შენ ხარ გიორგი..
უბრალოდ,ვისურვებდი იქ ყოფნას სამუდამოდ. ჩემი პატარა პლამეტა რომ ყოფილიყო იქაურობა, გიროგი კი ის ვარდი ან მელა:

 

– თქვენ სწორედ ისეთები ხართ, როგორიც იყო ჩემი მელია, როდესაც მე პირველად შევხვდი მას. იგი არაფრით გამოირჩეოდა ასი ათასი სხვა მელიისაგან. მაგრამ მე იგი დავიმეგობრე და ახლა იგი ერთადერთია ქვეყნად.
ყვავილებმა ეს სიტყვები ძალიან ითაკილეს.
– თქვენ მშვენიერი ხართ, მაგრამ ცარიელნი, – განაგრძო მან. – არავინ გასწირავს თქვენთვის თავს. ჩვეულებრივი გამვლელი, რა თქმა უნდა, იტყვის, რომ ჩემი ვარდი თქვენისთანაა, მაგრამ იგი ყველა ვარდზე ძვირფასია ჩემთვის, რადგან მას ვრწყავდი ყოველ დღე, მას ვახურავდი მინის სარქველს, მას ვაფარებდი თეჯირს, რომ ქარს არ შეეწუხებინა. მისი გულისთვის ვხოცავდი მუხლუხებს (თუმცა ორი თუ სამი მუხლუხი არ მოვკალი და ისინი პეპლებისთვის დავტოვე) და მხოლოდ მას ვუსმენდი, როცა იგი საყვედურებს მეუბნებოდა ან ტრაბახობდა, ზოგჯერ მაშინაც კი ვუსმენდი, როცა დუმდა ხოლმე. იმიტომ, რომ იგი ჩემი ვარდია.

 

იგი ჩემი გიორგია.
ჩემი სიმშვიდეა რაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა სულ და ვერსად ვპოულობდი.
მარტო გიორგი არა, ყველა ჩემი მეგობარი ვისთან ერთადაც იქ ავდიოდი და ამ ხედს ვუყურებდი.

ყველაფრისგან დავიღალე და უბრალოდ ხანდახან შემომაწვება ხოლმე, ვფიქრობ საერთოდ რა გამიკეთებია და ვისთვის,
ნეტა თუ შევცვალე ვინმეს ცხოვრებაში რამე, თუ ასეთი უაზრო და უმნიშვნელოა ჩემი ცხოვრება..
რა ბანალურად ჟღერს, მაგრამ მართლა, ყველა დავფიქრდეთ, რა შევცვალეთ უკეთესობისკენ?!
იმედი მაქვს,რომ მეც შევცვალე რაღაც ჩემი მეგობრების ცხოვრებაში,
მეც ვშველი იმ მომენტში გიორგის, როცა მის მხარზე მიდევს თავი და მოციმციმე ნათურების დათვლას ვცდილობ.
იმედი მაქვს მეც ვარ ვიღაცის სიმშვიდე, ის ვისაც სულ ეძებდა..

და მაინც, რატომ არ კვდება ჩემში ეს იმედი, სიყვარული, თქვენ.

 

“ მართლაც ლამაზი სანახავი იყო უდაბნო. მე ყოველთვის მომწონდა იგი. ზიხარ სილის ბორცვზე, ირგვლივ არაფერი ჩანს. არაფერი ისმის. და მდუმარებაში მაინც ანათებს რაღაც…
– იცი, რატომაა უდაბნო ასეთი ლამაზი? – თქვა პატარა უფლისწულმა, – იმიტომ, რომ სადღაც, მის წიაღში, წყარო იმალება”

 

IMG_3214ee

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s