რეალიზმო,რეალიზმო მაპოვნინე რა იუდა(ხარისხიანი!)

რეალიზმო,რეალიზმო მაპოვნინე რა იუდა(ხარისხიანი!)
ვითომ არ იცი რა აზრი აქვს? გზაც იცი სადამდე მიხვალ, მაგრამ მიდიხარ. მიდიხარ, განა იმიტომ, რომ შენ გინდა,არა!შენს სულში ახლართულ-ჩრდილებში ნათრევ სატანას უნდა იქ….სად? სადა-ც..ეგ ალბათ ვიღაცისთვის გაუგებარია,თორემ მე მესმის რას ხედავ ეკლიან წნელებზე და ისიც ვიცი ქრისტეს ჯვარცმასავით რომ გტკივა და გიხარია საკუთარი სულის ჯვარზე კვრა.გადაფხაჭნი მერე შენს რელიგიას შავად თეთრ თაბახზე და დაარქმევ ალბათ “რაიმეს”, ისეთ “რაიმეს” მარტო სიგარეტის კვამლახლართული რომ გაიგებს და იმ მომენტში შენ იდილიას რომ ვერ არღვევს ვერანაირი გათახსირებული ფანტაზია.ვრჩებით მე და შენ რეალიზმო ისეთი გაუგებარი,ცაში პატიმრად ჩარჩენილი უმიწაწყლოები ,არ გვაქვს სახლი, გრძნობისთვის გვაქვს-ცა,მეტი რად გვინდა……ვიბორიალებთ მე და შენ რეალიზმო რაღაც ხევებში,ჩიხებში,დილეგებში,ძებნას დავუწყებთ ფანტაზიურ ქიმერებს,ვიწამებთ სიცოცხლეს და როდესაც ეგ მოხდება?! ბევრი არაფერი,მიფურთხება მოგვიწევს აწმყოსთვის,მე და შენ “რეალიზმო” ისიც კი არ ვიცით სადამდე მიგვიყვანს ერთმანეთი….
რა ხშირად ისმის ჩემს გარშემო კითხვა “რატომ”,რა თქვენი წმიდნა და სპეტაკი სულების საქმეა რატომ?!ბევრს შეიძლება არაფერს,მაგრამ იმას მივეჩვიე რომ ჩემს გარშემო ყველა უფრთო ანგელოზია,მე ვარ ერთი რქიანი სატანა,ვინ იცის კუდიც მაქვს,გრძნობების გასათელი კარგი ცელიც….
არავის ცხოვრების მენაწილე არ მინდა გავხდე……აღარ მინდა……
კალენდარივით დაწერილი გაქვთ ცხოვრებისეული სიყალბის ტიპაჟი, თბილი და თან მოსიყვარულე ხალხი ….
რეალიზმო რეალიზმო რა ცრურწმენის აღსარებას “ვთხრობ” შენთან …. იუდა მინდა რეალიზმო…
რეალიზმო რეალიზმო შენზე მეცინება,
რით ვერ მისწავლე,არ ვყვები გრძნობებეს,განცდებს-გიცოცხლე….
რეალიზმო რეალიზმო შენში იცი რა მიყვარს? …
აი ეხლა პასუხს რომ ელოდები,როგორ გაგაგულუბრყვილოვე, ხედავ?არ გრცხვენია მაინც?
იმაზე ვ-ი-ც-ი-ნ-ი
რეალიზმო რეალიზმო როგორ გეთამაშები მთელი ცხოვრება და იმის მეტი ვერაფერი გიქნია,რომ შენზე ირონიული გამზარდა შენივე ცინიკურმა ამბიციებმა….
რეალიზმო,რეალიზმო,ცოდო ხარ….
ცოდო ხარ რომ გგონია ოცნებებს ვეპოტინები,მაგიტომ ხარ ცოდო და შენ მაინც უნდა ხვდებოდე რომ მე არ მეცოდები,მე უბრალოდ დ-ა-გ-ც-ი-ნ-ი
ადრეც ვიცინოდი,მაგრამ შენ არ დაგცინოდი, ნუ ხარ რეალიზმო სასაცილო,მაპოვნინე რა იუდა…ოღონდ ხარისხიანი…..

(ც) თამთა ტაველიშვილი

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s