ხთფუ <3

ამ პოტით მინდა რომ თქვენში შურის გრძნობა აღვძრა, გალურჯდეთ ისე შეგშურდეთ ჩემი! დიახ, დამიჯერეთ შეგშურდებათ!
იმიტომ რომ, მხოლოდ მე მყავს და მხოლოდ მას ვყავარ ასეთი მეგობარი!
დიახ, მაგისიც უნდა გშურდეთ!

სერიალ “მეგობრებს” ვინც უყურებთ ალბათ სულ ოცნებობდით, მეც მინდა ასეთი სამეგობრო წრეო, ხოდა გშურდეთ! მე უკეთესი მაქვს ვიდრე მანდაა!
ჩვენ ერთად ვცხოვრობთ, ერთად ვჭამთ, დავდივართ, ვსუნთქავთ და არ გვბეზრდება ერთმანეთი.
ყველაფერი კი დაიწყო ასე:

fdfdsd

დიახ, ასე შევხვდი ჩემი ცხოვრების აზრს, მეგზურს, მეორე ნახევარს და ყველაფერს საერთოდ!
გაგიკვრიდებათ, ჩვენ მიუხედავად იმისა რომ გოგო-ბიჭი ვართ, 5 წელია მხოლოდ ვმეგობრობთ, და-ძმასავით გადაფსკვნილები!
თავიდან არცისე ხშირად გვნახულობდა, სკოლის დამთავრების მერე რა თქმა უნდა, მაგრამ როცა უვკე გავიზარდეთ და ერთამანეთს გავუგეთ იმ დღიდან ყველაფერი ვიცით ერთმანეთზე, ისეთი რაღაცებიც რაც ჩვენს თავზე ჩვენთვითონაც არ ვიცით ხოლმე და მაინც უზომოდ გვიყვარს ერთმანეთი.
აი ისეთი მეგობარია, საკუთარი ჭიქა რომ აქვს ჩემს სახლში,
ისეთი მეგობარი დედაჩემს რომ არ ესალმება “თითქოს არც წავსულვარს” პრინციპით.
აი ისეთია რომ მეტყვის მშიაო და მე ვეტყვი ნუ გადამიჭამე ყველაფერითქო.
აი ისეთი, რომ დამირეკავს ავტობუსში ბილეთს ვერ ვიღებ და გაჩერებასთან დამხვდი ფულითო.
აი ისეთი მეგობარი, დეპრესიაში რომ ვარ და მჟავე კიტრი მოაქვს ჩემთვის.
ისეთი მეგობარი ერთი დღე რომ ვერ ვნახავ და ვკვდები,
ან თუნდაც რამდენიმე საათი გავა და მენატრება.

გყავთ ასეთი მეგობრები? არა!
ეს ასე გგონიათ, რომ თქვენც შვებით ასეთ რაღაცეებს მეგობრებთან, მაგრამ რომ შემოგვხედავთ სულ 5 წუთი, მიხვდებით რომ ასეთი მეგობრობა სხვაგან არ არსებობს არსად!
აი ისეთი, რომ ვეტყვი, შენი შეყვარებული თუ საცოლე არაფერია, მე უფრო გივყარვარ და მე ყოველთვის ვიქნები შენს ცხოვრებაში, ეგენი კიდე, ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ, ისიც რომ დამეთანხმება შენ პირველი ხარო!
ან ისეთი, მე რომ აუცილებლად დავშორდები ბიჭს თუ მასთან მეგობრობას დამიშლის, ვერასდროს გავყვები ცოლად ისეთს ვისაც სიგიჟემდე არ ეყვარება ჩემი მეგობრები!
მოკლედ გაუჩერებლად შემიძლია მასზე ლაპარაკი! მართლა ოღონდ.
ცუდად რომ ვიყო, მაფიქრდება უცებ, ჯანდაბას ყველაფერი! მე ასეთი მაგარი მეგობარი მყავს, სუპერმეგობარი, ფილმიდან გადმომხტარს ვეძახი ხოლმე, სხვა ყველაფერი სისულელეა!
ხო გშურთ? მეც მშურს საკუთარი თავის და ხანდახან ვერ ვიჯერებ რომ ასეთი კარგი ადამიანი მყავს გვერდით და სულ მეყოლება.
რაც არუნდა მოხდეს, სულ რო დედამიწა გადაატრიალოს, ყველა ახლობელი ამომიხოცოს და გამამწაროს, მაინც მის გვერდით ვიქნები, ნუ მერე ვაწამებ რა თქმა უნდა და სათითაოდ დავაცლი ფრჩხილებს, მაგრამ გვერდით ხომ ვიქნები ❤

მოკლედ, გიორგი, შენ ჩემი ერთი, ერთადერთი და განუმეორებელი ხარ!
ცხოვრების აზრი და ხალისი.
გილოცავ დაბადების დღეს,
კიდევ კარგი იჩალიჩეს შენებმა და დაიბადე თორე ჩაგაძაღლებდი !! : )

პ.ს. გპირდები, კიდევ 5 წელი რომ გავა, ამ დღეს ყველაზე მაგარ ადგილას ავღნიშნავთ! მე, შენ და ჩვენი სუპერ სამეგობრო!
პ.პ.ს. "ხთფუს" მარტო ჩემი უახლოესი მეგობრები გაიგებენ!

webcam_image

Advertisements

2 thoughts on “ხთფუ <3

  1. მე მყავს ასეთი ადამიანი გვერდით: მეგობარიც არის, ძმაც, დაც, დაქალიც, მამაც, დედაც, შეყვარებულიც 😀 ხშირად ხდება, როცა მსგავსი მეგობრობა უფრო დიდ რამეში გადაიზრდება ხოლმე:))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s