მოგზაურობა ფოტოსურათებით

tumblr_m22jwcLmib1qd44iao1_500

არსებობს ფოტოები, რომლის დანახვაზეც შეიძლება რაღაც გაგახსენდეს, მოგენატროს, მოგინდეს. არის ფოტოები რომლის დანახვაზეც გახსენდება ვინმე, რამე. და კიდევ არის ფოტოები რომლის დანახვაზეც გინდება იქ ყოფნა, თვითნ ამ ფოტოში. ეს ფოტო კი რამდენიმე კატეგორიას მოიცავს ერთდროულად.
გამახსენდა რაღაც სასიამოვნო, მაგრამ სულაც არ მომდომებია იმ დღის განმეორება, მომინდა ამ სურათში ყოფნა და კიდევ რაღაც მომინდა.
მომინდა რომ აქ გაგვევლო ერთად, მე და შენ, ხელიხელ ჩაკიდებულებს, ჩუმად და უსიტვყოდ, უბრალოდ გაგვევლო. ამ ბილიკით მივსულიყავით ზღვის პირას, ჩამოვმსხდარიყავით ნაპირზე, შენ თავი დაგედო ჩემს მხარზე და გეთქვა რა სიმშვიდეაო. მერე ხელი მომეკიდა ხელზე და მეპასუხა, ჰო,საოცარი სილამაზეა. რამდენიმე საათი ასე გაუნძრევლად და ჩუმად ვმსხდარიყავით, მერე მოგვბეზრდებოდა ეს სიჩუმე და დავიწყებდით ლაპარაკს, ჯერ იმაზე თუ რა ლამაზია სკარლეტი და იმაზე ვიჩხუბებდით რა დაგვერქმია ჩვენი ფისოსთვის. ისევ ამოვივლიდით ამ ბილიკს, უკვე ჩაბნელებული იქნებოდა ყველაფერი, რა თქმა უნდა სავსე მთვარე გადმოგვყურებს ციდან. შეგვცივდება მერე, მოგეხუტები და ასე მოხუტებულს მიგაცილებ სახლამდე.
მერე, სახლის ისტორიას სხვა ფოტოზე გავაგრძელებ.

რატომღაც მგონია, რომ სახლი სადაც შენ იცხოვრებ, აუცილებლად გავსებული ქინება წიგნების თაროებით და ოთახში სულ ძველი წიგნის სურნელი იტრიალებს. მე კი ყავა მიყვარს, ამიტომ შეერევა ერთმანეთს ყავის და წიგნის სურნელი.
სახლამდე მიგაცილებთქო ისე გითხარი თითქოს შორს ვცხოვრობდეთ ერთმანეთისგან, ჩემს გვერდით ოთახში გძინავს არადა.
ჰო, თუ წარმოდგენაა წარმოდგენა იყოს, ერთად ვცხოვრობთ.
და გვექნება ისეთი იდიალური დილა როგორიც ფილმებშია, საწოლში მორთმეული ცხელი შოკოლადით და ახალ გაღვიძებულზე ცხელი ბლინებით. მაცივარში ყოველთვის გვექნება ნატურალური წყვენი და ნაყინი. დაჯე ფილმსაც კი შეშურდებოდა ისეთ იდიალური ცხოვრება გვექნებოდა ერთად. ფილმებშ ხომ ჩემნაირი მზრუნველი და ეგოისტი მეგობრები არ ჰყავთ!

და ასე უსასრულოდ შემიძლია სურათების თვალიერება და წარმოდგენა, ხან სად ვართ ხან სად.. ხან ეიფელის კოშკზე ვსხედვართ, ხან ბიგ ბენთან ვიღებთ ფოტოებს და ხანაც რომში ვჭამთ იცას.
შემიძლია მთელი დღე ბოდიალი შენთან ერთად, თუნდაც წარმოდგენებში..

Advertisements

4 thoughts on “მოგზაურობა ფოტოსურათებით

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s