ისევ შენ

შეილება ორ ადამიანს ერთი უყვარდეს? აი ისეთი სიყვარულით, ერთადერთი როა.
ეს ადამიანი ორივეს ცხოვრების აზრად იქცეს, იდეალად, აი ისეთად როგორიც ფილმებშია.
შეიძლება ვინმე, ვინც შენთვის შეიქმნა სხვისიც იყოს?
შეიძელბა, იმიტომ რომ ეს შენ ხარ ასეთ.
და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრის აზრი გახდი,
მაგრამ არცერთი ვყოფილვართ შენი “ფილმის გმირი” და ყველა მიგვაყოვე.
შეგვიძლია პატარა სექტა შევქმნათ “შენზე ნაწყენების”
შენ ამბობდი, რომ ერთ რამეზე ფიზიკურად ვერ იდარდებ მთელი ცხოვრება,
დრო გავა და ყველაფერი შენელდება, გრძნობაც და ტკივილიც, მაგრამ მაშინ რაუნდა ვქნათ, როცა დრო ჩერდება?! ადგილიდან არ იძვრის და ჩვენ ერთ ადგილს ვტკეპნით.
რამდენჯერ მაგრძნობინე უკვე ჩემი სისუსტე შენს მიმართ, როცა საქმე შენ გეხება სხვა ვხდები, პატარა ბავშვი რომელსაც სათამაშო წაართვეს.


გჯერათ ოცნებების? ფრთხილად იყავით, არ აგიხდეთ არასწორად ნანატრი ოცნება.
მე შენ კი არ უნდა მენატრე ჩემს ცხოვრებაში,არამედ მე – შენსაში.
თავს ვიმშვიდებ იმით, რომ კარგი ვქენი, რომ იმდენად მიყვარდი გაგიშვი. თუმცა რა სიამოვნებით ჩაგკეტავდი ჩემთან ერთად ოთახში და დაგაძალებდი ჩემს სიყვარულს.
უბრალოდ ზედმეტად შემიყვარდი, შემაწუხებლად, ვიცი, მესმის შენი რატომაც წახვედი. მარტო ჩემგან კი არა, ყველასგან.
რატო გინდოდა ყოველთვის ის ვისაც შენ არ უნდოდი, მართლა მესმის, მაგრამ ვერ გპატიობ.
ვერ გპატიობ რომ საერთოდ შემოიჭერი ჩემს ცხოვრებაში, შენ რომ არ გეზრუნა ამაზე მე არასდროს გაგხდი “აზრად”.
ამას ვერ გპატიობ მიტოვებას კი არა.

არ მესმის, რატომ კრავ ყველას ხელს ვისაც უყვარხარ, ვისაც უნდა რომ ბედნიერი იყო, რატომ გეშინია სიახლოვის, რომ ვიღაც ასეთივე მნიშვნელოვანი გახდება შენთვის.
ა,ჰო, იმიტომ რომ მერე დამოკიდებული ხდები მასზე და როცა ის წავა სიცარიელეს ტოვებს შენში, თან მიაქვს ყვეალფერი.
მართალი ხარ, ასე ხდება.

უსასრულოდ შემიძლია შენზე ლაპარაკი,წერა,ფიქრი..
დრო კიდე გაჩერებულია იმ დღის მერე,
მართლა არვიცი რამოხდა მაშინ, უბრალოდ
ყველაფერი წაიღე და დავცარიელდი, ამ სიცარიელის შევსებას კი სხვების სიყვარულით ვცდილობ, სხვების მეგობრობით, ყურადღებით.
მაგრამ სულ ერთი რაღაც მიტრიალებს თავში.
შენ აღარ ხარ, და “ის” შენ არ ხარ.
ამიტომ გავხდი მეც ასეთი, ცარიელი, არავის გრძნობები აღარ მაიტნერესებს და მეც ხელს ვკრავ იმას ვისაც შეუძლია ბედენირება მომიტანოს.
და მიყვარს,მინდა, ის ვისთვისაც არასდროს გავხდები მნიშვნელოვანი.

მაპატიე,რომ ვეღარ შეგინარჩუნე, მაპატიე რომ წასვლა მოგინდა ჩემგან.

როგორ მეზიზღება ჩემი თავი, როცა შენზე ვფიქრობ და მენატრები.
ალბათ შენც..

Advertisements

5 thoughts on “ისევ შენ

  1. ბლოგზე კი არ დაწერო, იმას მისწერე. აი, დაუკოპირე ეს.
    ადამიანები იცვლებიან. იქნებ, ყველაფერი ისე აღარაა, როგორც ადრე. მართალია, მე აბსოლუტურად არაფერი ვიცი შენზე, ან იმაზე, ვისზეც წერ, მაგრამ გირჩევ, რომ მას უთხრა ეს ყველაფერი. ადამიანებისთვის ყოველთვის უმოქმედობა და ტკივილზე წუწუნი უფრო კომფორტულია, ვიდრე ყველაფრის გამოსწორების ცდა. ჩემი აზრით, ვინც გიყვარს, იმაზე არასდროს უნდა ჩაიქნიო ხელი, მიუხედავად ტკივილისა. გამიხარდება, თუ ერთ დღეს, შენს ბლოგზე ამ ადამიანის შენს ცხოვრებაში დაბრუნებაზე დაწერ. წარმატებებს გისურვებ,

    • საქმეც ამგაშია, აქ იმიტომ ვწერ რომ იქნებ ნახოს შემთხვევით, როგორმე.
      ისე არვიცი სადაა, როგორაა, ალბათ არც ის ვიცი ვინაა.
      მადლობა, იმედი მაქვს ))

      • ა, მე ვიფიქრე, რომ იცნობდი და ფეისბუქის ან ტელეფონით კონტაქტის საშუალება გქონდა.
        ასე რთულია, ცოტა არ იყოს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s