მე ნაძირალა ვარ

tumblr_mem4s4vYPY1rljfj4o1_500_large

მე ნაძირალა ვარ მე სალახანა ვარ მე არამზადა ვარ
მე თვალთმაქცი ვარ მე ცბიერი ვარ მე გულჩათხრობილი ვარ მე საძაგელი ვარ
მე ახირებული ვარ მე ბუტია ვარ მე აუტანელი ვარ მე ქედმაღალი ვარ
მე მუდამ უკმაყოფილო ვარ მე პირქუში ვარ მე ავი ვარ მე გაბრაზებული ვარ მე აგრესიული ვარ
მე ეჭვიანი ვარ მე მეწვრილმანე ვარ მე ძუნწი ვარ მე ურცხვი ვარ მე უხამსი ვარ
მე ჩაკეტილი ვარ მე უკარება ვარ მე არაკომუნიკაბელური ვარ მე ფიცხი ვარ მე საზიზღარი ვარ
მე უცნაური ვარ მე თავშეუკავებელი ვარ მე ენაბლუ ვარ მე ძველმოდური ვარ
მე ბიწიერი ვარ მე გაფუჭებული ვარ მე გარყვნილი ვარ მე ცინიკური ვარ მე ავხორცი ვარ
მე ეგოისტი ვარ მე ანგარებიანი ვარ მე თვითმოყვარე ვარ მე ამპარტავანი ვარ მე ხარბი ვარ მე საშინელი ვარ
მე გულქვა ვარ მე უგულო ვარ მე სასტიკი ვარ მე უნამუსო ვარ მე უტიფარი ვარ
მე ნერვული ვარ მე ფეთქებადი ვარ მე უსამართლო ვარ მე შურიანი ვარ
მე დაკარგული ვარ მე დაღუპული ვარ მე უიმედო ვარ

შეუძლებელია ჩემთან ყოფნა ერთ კომპანიაში
ერთ ოთახში
ერთ ლოგინში
ერთ აბაზანაში
ერთ ტუალეტში
შეუძლებელია ჩემთან რამეზე საუბარი
შეუძლებელია ჩემი გადარწმუნება
შეუძლებელია ჩემთვის შეკითხვის დასმა
შეუძლებელია რამე დამიმტკიცო
შეუძლებელია ჩემი გამოსწორება
შეუძლებელია ჩემი ხელახლა აღზრდა
შეუძლებელია ჩემი გადაკეთება
შეუძლებელია ჩემი გადაჩვევა
ჩემთვის სიტყვის თქმაც კი შეუძლებელია
ჩემთან კამათს აზრი არა აქვს
ჩემს დარწმუნებას აზრი არა აქვს
არც კარგი მესმის
არც ცუდი მესმის
მე მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობ
მე მტაცებელი ცხოველი ვარ
მე ნაძირალა ვარ
მე ნაგავი ვარ

და სწორედ ამიტომ
მე მოვითხოვ რომ თქვენ გიყვარდეთ
მე მოვითხოვ რომ თქვენ ყველას გიყვარდეთ
მე მოვითხოვ რომ თქვენ უკლებლივ ყველას გიყვარდეთ
რომ თქვენ ყველას გიყვარდეთ სიცოცხლეზე მეტად
რომ თქვენ მხოლოდ მე გიყვარდეთ
რომ თქვენ თაყვანს მცემდეთ
რომ თქვენ მაღმერთებდეთ
რომ თქვენ ხელით მატარებდეთ
რომ თქვენი მომაკვდინებელი სიყვარულის მარწუხებში ამომხდეს სული.


– ვალერი ნუგატოვი (თარგმანი – გ.ხასაია გ.წურწუმია)

Advertisements

2 thoughts on “მე ნაძირალა ვარ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s