სიცარიელე

8012638623_ceaf1e62de_z_large

უბრალოდ მიჯაჭვული ვარ სხვაზე.
სულ მინდა ვინმესთან ვიყო, თითქმის უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს ვისთან, მთავარია მარტო არ ვიყო და მთავარია ვინმეზე ვიფიქრო.
დამოკიდებულება მომწონს ვინმესადმი.
მიჩვევა, ჩხუბები, დრამები და ვალდებულებები.
მივეჩვიე, ძალიან პატარა ვიყავი როცა შეყვარება დავიწყე, ხან ვისი და ხან კიდე ვისი.
ჩემი სიყვარულის ყველა ისტორია ცუდად დავთავრდა, უფროსწორად მარტოობით.
ერთადერთხელ ვკარე ხელი სხვას, აი მანდ დავუშვი ყველაზე დიდი შეცდომა.
ერთადერთი იყო ვისაც ვუყვარდი, ზრუნავდა ჩემზე და ანაღვლებდა რაც ვგრძნობდი..
მაგრამ არ შემიძლია მასთან დაბრუნება, ზუსტად ამ მაგრამს გამო.
ზედემტი მომივიდა უკვე, იმდენი შეცდომა დავუშვი, იმდენჯერ გავრისკე და გადავდგი დაუფიქრებელი ნაბიჯი, თან ისეთები, რომ ვეღარ გამოასწორებ, რომ ვერ გაპატიებენ.
უბრალოდ ვეღარ დავბრუნდები უკან.
საბოლოოდ დავრწმუნდი რომ მარტო უნდა ვიყო, უნდა დავინდო ადამიანი ვისაც შეიძლება შევუყვარდე, იმიტომ რომ საშიშა ჩემთან ურთერთობა.
ავადმყოფი ვარ, გაუწონასწორებელი ფსიქოპატი!
არაფერს არ აღვიქვამ სერიოზულად, მეცინება რთულ სიტუაციებში და არ ვგრძნობ იმას რასაც წესით უნდა ვგრძნობდე.
ვინც უნდა მიყვარდეს მძულს და ვინც უნდა მძულდეს მიყვარს.
საერთოდ რა არის სიყვარული?
ჩემთვის სიყვარული გაუთავებელი დრამებია და პრობლემები.
არა რა, ძალიან ზედმეტი მომივიდა!
მეგონა სწორად ვიქცეოდი, მეგონა ასე მჭირდებოდა, მაგრამ თურმე არა.
რაც მართლა მჭირდებოდა იმას გავექეცი, ავდექი და ყველა ახსნა-განმარტების გარეშე გავიქეცი.
ახლა ვებღაუჭები წარსულს, არმინდა მისი ბოლომდე დაკარგვა, ვერ ვიმეტებ გასაშვებად, ვიცი რომ როცა გონზე მოვეგები მერე ძალიან ვინანებ, თუმცა ყველა გზა უფსკრულისკენ იქნება გაყვანილი.
ნეტა ყველაფრის თავიდან დაწყება შემეძლოს.
ეს ყველას უნდა პრინციპში..
ჩემ თავს ვარწმუნებდი რო ნურაფერს ნანობ, რაც გინდოდა ის გააკეთე, მერე რა რომ არასწორად მოიქეცი.
მაგრამ უნდა ვაღიარო, ბევრ რამეს ვნანობ. განსაკუთრებით იმას რომ რაღაც მსგავსი მომინდა და გავაკეთე.
ხანდახან სურვილები გვერძე უნდა გადადო და ის გააკეთო რაც სწორია!
არც გულს უნდა მოუსმინო, ტვინით უნდა იმოქმედო! ყოველთვის!
ოჰ, როგორი არეული ვარ ნეტა იცოდეთ.

სულელი, სულელი ვარ.

tumblr_luzb9kC7Ne1qapfzyo1_r1_500_large

შემიძლია ვიყო ძალიან ჭკვიანი, ვაზროვნებდე ისე რომ რავიცი.. მაგრამ არა, არ ვაკეთებ ამას.
უბრალოდ ერთხელ გავჩერდი, ერთხელ დავნებდი და მერე ვსო, ყველაფერმა აზრი დაკარგა.
ვიცი ეს როდის მოხდა, როცა პირველად გამიცრუა ერთმა ადამიანმა ყველა იმედი, მიმატოვა და მაშინ ვიგრძენი რაიყო მარტოობა, სიცარიელე.
ვერავინ ვერ შეავსო მისი ადგილი, არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ ის..
ჰაერი იყო მაშინ. მეუბნებოდა იმას რისი გაგონებაც მინდოდა.
რაც ის წავიდა, იმის მერე გავიგუდე და ცოცხალ-მკვდარი დავდივარ.
აი ამას ვეღარ შეცვლი.
ბევრჯერ მეგონა რომ მისი შემცვლელი ვიპოვე, მაგრამ..

რა მინდა? ნეტა გამაგებინა რა მინდა..
ყველაფერი მაქვს კარგად ყოფნისთვის, შემიძლია ყველაზე ბედნიერი ვიყო.
მაგრამ უარს ვამბობ ამაზე, რატომ რატომ რატოომ!
შენც ამის გაგება გინდა ალბათ.
ჰო.. მეც..

შემოლაწუნება მინდა ერთი და ვსო.
ადვილი სამართავი ვარ, ჩემგან არაჩვეულებრივი თოჯინა დადგებოდა, რომელსაც ეტყოდი, მიდი მოკალი, მე ეს მჭირდება და წავიდოდი და მოვკლავდი.

სიცოცხლე ამოცლილი თოჯინა გავხდი.
ამიტომ მარტო უნდა ვიყო!

tumblr_mbcgwi2AK71ri2mibo1_500_large

Advertisements

5 thoughts on “სიცარიელე

  1. “ვერავინ ვერ შეავსო მისი ადგილი, არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ ის..
    ჰაერი იყო მაშინ. მეუბნებოდა იმას რისი გაგონებაც მინდოდა.
    რაც ის წავიდა, იმის მერე გავიგუდე და ცოცხალ-მკვდარი დავდივარ.”

    ვინ, ნათი? პირველი სიყვარული?

      • მეგობრული სიყვარული, ადამიანური გაგება და ურთიერთობა ბევრად ძლიერია გოგო-ბიჭურ ლტოლვაზე ^^
        აი ის მეგობარი იყო, ბარათაშვილი რო წერდა.. სულიერი

  2. რადგან შენ თვითონ გააკეთე “გოგო-ბიჭურ” ლტოლვაზე აქცენტი, ვასკვნი, რომ ბიჭი იყო ეგ შენი მეგობარი.
    ისე, თუ ნამდვილი იყო, რატომ წავიდა? ან, რატომ გაუშვი?
    ისე, ზედმეტ კითხვებს ვსვამ, მგონი. თუ გინდა, არ მიპასუხო.

    • არ გამიშვია მაგრამ ვერ დავაბამდი. არა, გოგო იყო : )
      რატომ? ჰმმ ეგ რომ გავიგო ალბათ მოვისვენებ და გავაგრძელებ არსებობას მშვიდად.. მაგრამ..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s