დამოუკიდებლობავ, გეტკინა?



ყველა ახალგაზრდასა თუ არცისე ახალგაზრდის გულამდე და სულამდე (თუ აქვს) მივიდა ეს შემზარავი აბავი ახლოს, ყველას გაუჩნდა პროტესტის გრძნობა და ძლივს დაისვა კითხვა ” ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ? ”
რა ქვეყანაში? ქვეყანაში სადაც პატიმარს, რომელიც ისედაც იხდის თავის სასჯელს, ცხოვრებას და თავისუფლებას კი არა ადამიანობას და ღირსებას აკარგვინებენ. სიკვდილი? რასამბობთ, სიკვდილი ხომ სიამოვნებაა, რატომ გეშინიათ მისი? მთავარი სირთულე ცხოვრებაა, განსაკუთრებით ამ ქვეყანაში.
მიხარია რომ ცოტა გამოცოცხლდა ერი, ასეთი საქართველო და საზოგადოება უფრო მომწონს, ჩამოყალიბებული, სამართლიანობისთვის მებრძოლი, უშიშარი. ასეთები წარმომედგინენ ქართველები, მაგრამ ჯერ ვერსად ვიპოვე ასეთი ადამიანი. თუმცა დღეს გაირკვა რომ ჩვენც გვაქვს მეამბოხე სულები, ძალიან მეამაყება რომ ამდენი ახალგაზრდა იდგა იქ, ქუჩაში და იცავდა პატიმრების, ქვეყნის და თავის უფლებებს. მათ გვერდით დგომა მართლა სასიამოვნოა, ისეთი შემართება, მუხტი.. დადგა ჩვენი დროც, ახლა უკვე ჩვენ ვართ ჩვენი თავის უფლები, თავისუფლები.
მერე რა რომ ჩემი ახლობელი არ ყოფილა იმ ციხეში? მერე რა თუ ეს ვიდეოები დადგმულია და ძველი? მერე რა? ამის გარეშე რა, კარგ ქვეყანაში ვცხოვრობთ? ეს ვიდეოები ბიძგი იყო, რომ ვსო უკვე ბოლო წვეთია და წავედი, გამოვცოცხლდე. უკვე ჭაობს დავემსგავსეთ და თერგის ღრიალი ბადრაგების ხმამ შეცვალა. იმედი მაქვს ყველაფერი გამოსწორდება, მე არ მინდა ასეთი ყვეყანაში ცხოვრება, არ მინდა ვუყურო სხვის დამიცირებას, ან მე დამამცირონ. მე არ მაინტერესებს სააკაშვილი იქება ხელისუფლებაში თუ ივანიშვილი, მთავარია იყოს ადამიანური სამართალი.



p.s. ეუფ, რა ვიბაზრეე ))

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s