ყველას აქვს წასასვლელი..



ტროტუარზე ვდგავარ, მარჯვნივ გავიხედე, მერე მარცხნივ, ოდნავ შეხურებული ვარ, ყველა სადღაც მიდის, უკვე ბნელა, მეტი რო ვეღად დაბნელდება ისე. ზოგი სახლში მიდის, ზოგი მაღაზიაში, მე კი.. მე კი ვდგავარ ტრუტუარზე და ვუღიმი ჩამლელ მანქანებს.
ყველას აქვს წასასვლელი, ალბათ მეც, მაგრამ სად? ჯობს სახლში წავიდე.
ვიღაცამ გამიარა გვერდით, შემომხედა ცივი მზერით და თითქოს მიხვდა რომ სხვანაირი ვიყავი.
ცაზე სასვსე მთვარე ბრდღვიალებდა, ვუყურებდი და შენზე ვფიქრობდი, იქნებ ახლა შენც უყურებ ამ მთვარეს? იქნებ ოდესმე შენც იდექი ამ ქვაფენილზე, იქნებ სულ ვერ შეამჩნიე მთვარე..
ერთი საღამო გამახსენდა, რათქმაუნდა შენთან დაკავშირებული, მთვარე ამაზე უფრო ნათელი იყო, ერთად ვუყურებდით, თუმცა მთვარისთვის სად გვეცალა, ის ავღნიშნეთ რომ გზას გვინათებდა. მაშინაც დარბოდნენ ადამიანები აქეთ-იქით, ხელს ვერ მოგკიდებდი თბილად, მიხვდებოდნენ რომ ჩვენ გვიყვარს ერთამენთი, ჩვენ კი ამის გვეშინოდა.. იქნებ სულაც აღიარების და არა რეაქციის.
ეს მაშინ იყო, როცა გაგიცანი, მაშინ მარტო შენ გიყვარდი, მაგრამ.. ახლა მარტო მე მიყვარხარ.
მოდი დავივიწყოთ მთვარე, რაზე ვიფიქრო, სახლამდე კიდევ შორი გზაა.. ისტორები გავიხსენო?
შენ არმინდა რომ მათში იყო, ბავშვობაზე ვიფიქრებ.
მახსოვს სკოლის პირველი დღე, იქამდე ყურადღებას მიჩვეული ვიყავი, კარგად ვმღეროდი, მაგრამ ჩემი ახალი კლასელები ცუდად შემხვდნენ, არ მოსწონდათ ჩემნაირი გაბღენძილი ბავშვები. სასაცილოა, შენამდეც მიყვარდა ერთი, ბავშვურად მაგრამ მაინც ძალიან, სულ ვაწვალებდი, როგორც იციან ბიჭებმა ისე..
ისევ შენამდე მოვედი, ასე მგონია ყველაფერი ბავშვობიდან დაიწყო ჩვენს შორის, ან უბრალოდ მე მელანდები ყველა მოგონებაში.

უკვე ნაცნობი ქუჩები მომხვდა თვალში, მთვარე დამყვება, ეს გრძნობა ბავშვობიდან გამომყვა, რო მთვარე მე მომზდევს.
მოდი გავიქცეთ ერთად და გამოგვეკიდება მთვარე, დამიჯერე ერთად თუ ვიქნებით, ვერ დაგვეწევა, ვერც მთვარე და ვერ… არა არა! შენზე აღარ უნდა ვიფიქრო, ხო ხედავ მაგიჟებ. წადი ჩემიდან.
თვალებს მაგრად დავხუჭავ, ისე რო მეტკინოს, თეთრმა წერტილებმა დაიწყონ სირბილი ჩემს თვალის გუგებზე, როცა გავახელ, აღარ დამხვდე..

ყველა სადღაც მიდის, ყველას აქვს წასასვლელი.. მე საით წავიდე? სახლი.. ბზრიალის დროს ყველა ქრება, იცოდი? თუ ძალიან სწრაფად იბზრიალებ ყველა ადამიანი ერთამენთში იზილება და შავი გაწელილი ზოლი იქმნება, ეს ზოლი უფრო საინტერესოა ადამიანებზე. ახლა აღარავინაა ქუჩაში, მუქი ზოლმები ჩემს გარშემო, არავინაა, საერთოდ არავინ. ხელი რო მომკიდოს და მარტო აღარ ვიბზრიალო.
სიცარიელე, მაინც ვგრძნობ რომ ყველას აქვს წასასვლელი სადღაც.
ბზრიალის მერე გაჩერება, გულის რევის შეგრძნება, როცა შენც იზილები ყველაფერში და აღარ იცი სად წახვიდე, ეს გრძნობა იმას გავდა, პირველად რომ შემიყვარდი, დაგინახე და უცებ დავბზრიალდი, მე ბევრჯერ მყავდი ნანახი, ბევრჯერ მქონდა ნათქვამი “მიყვარხარ” მაგრამ არასდროს მიგვრძნია შენი დანახვა, ეს სიტყვები.. მი ყვარ ხარ.. როგორი გაცვეთილია მაგრამ მაინც რამდენი შეუძლია.
ამ ასოებზე ისევ შენ მახსენდები.
– შენი თვალები
-შენი ფაფუკი თმა
-შენი კისერი
-ტუჩები, დიდი, ნაზი..
-თითები, გრძელი
-შეხება,ხელზე
-ჩახუთება თბილი
-თითები, ლამაზი
– შეხება, სხეულზე

დღეში რამდენჯერ მახსენდება ეს ყველაფერი, ალბათ ხვდები.. ყველაზე რთული ისაა,ნეტა შენ თუ გახსენდები რომელიმე ბგერაზე, ხმაზე, სახელზე.. ალბათ მხოლოდ მთვარეზე, სიცივეზე..
ციოდა იმ ღამეს, როცა პირველად შეგიგრძენი მთელი სხეულით.

სახლამდე მივედი თითქმის, ვინიცის იქნებ იქ მელოდები. გახსოვს ინდოერთში რო ვიყავი? შენ გულდაწყვეტილმა მითხარი, მეც მინდოდა შენთან ერთადო, მე კი დაგამშვიდე, იყავი-მეთქი, გაგეღიმა და მიხვდი რომ მიყვარდი.
ჩემი სადარბაზო, კიბეები, ჩემი ოთახის კარი, სიბნელე.. მთვარეს მოვასწარი სახლში მისვლა.
ეს საღამო ისევ მოვა, ისევ წავლენ ადამიანები სადღაც, მე კი ვივლი სიცარიელეში.

მე არც ის შემიძლია მოვიდე და შენს ფანჯარასთან ვიყავირო, გამოდი, მჭირდები, მერე მიხვდებიან რო ჩვენ ბიჭები ვართ და ერთმანეთი გვიყვარს.
ან იქებ.. მე მიყვარს ერთი ბიჭი, სახელად “ყველაფერში შენ ხარ”..

Advertisements

9 thoughts on “ყველას აქვს წასასვლელი..

  1. მტკივნეულ თემაზეა..
    საინტერესო და გულში ჩამწვდომი…
    ძალიან მომეწონა, ყოჩაღ,
    ერთი კითხვა მაქვს, მუსიკა უხდებოდა, და რომელი საიტიდან დააკოპირე URL?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s