თოლია სახელად ჯონათან ლივინგსტონი

ვუძღვნი ჭშმარიტ თოლია ჯონათანს, რომელიც ყველა ადამიანში ცხოვრობს

ირიჟრაჟა, ამომავალი მზის სხივები ოქროსფრად აციმციმდა წყნარი ზღვის პაწაწინა ტამღებზე. – სწორედ ასე იწყება ჯონათანის ისტორიაც.
ბავშვობაში, სკოლაში წავიკითხე პირველად, იმ დღის მერე ჯონათანი თავისუფლების სიმბოლოა ჩემთვის.
რა შაუაშია ახლა თოლია?
მეც თავისუფალი ვარ ჩიტივით..
მორჩა გამოცდების ციებ-ცხელება, გადავიარე ყველაფერი და უკვე დრო მოვიდა დასვენების.
რამდენიმე დღეში ჩემს მშობლიურ სოფელში მივდივარ.
ჰოდა აი, გამახსენდა ამ დილით, როცა ირიჟრაჟა, ამომავალი მზის სხივები ოქროსფრად აციმციმდა წყნარი ზღვის პაწაწინა ტამღებზე, გამახსენდა რომ მალე იქ გავიღვიძებდი, ჩემს ოთახში, სადაც მზის სხივები ყველაზე ადრე ეცემა.
სიხარულმა ამავსო, მაინც რა არის იქ?
იქ ბევრი კარგია და ბევრი ცუდიც, მაგრამ მე სულ კარგს ვხედავ ხოლმე..
ტრადიციულად, ბებოს უგემრიელესი ხაჭაპური, შენი ხელით დაკრეფილი პომიდორი, მდინარე, ჯოკერი, ღამე სეირნობა და ა.შ.
რატომაც არა? მინდა ასეთი დასვენება. დასვენება ქალაქისგან, ხმაურისგან და ინტერნეტისგან..
ჯესი მაინც მიმყავს, ბეევრი ფილმი ჩავწერე და იქ ვუყურებ ხოლმე, სასუსნავებსაც ვაგროვებ, იქ მაღაზიებიც კი არ არის..
ბლოგს დროებით ვტოვებ მაგრამ რომ ჩამოვალ ბევრ პოსტს წამოვაყოლებ, დავწერ ხოლმე ჯესიში და მერე დავდებ აქ.

ბილეთები უკვე ვიყიდეთ, 14 ში მივდივართ, დილით..
და ვიქნებით იქ თავისუფლები, ახალგაზრდები და უდარდელები ჯონათანივით..
მივდივართ: მე, დედაჩემი. ჩემი და და დისშვილი.
ბარგი უკვე ჩავალაგე, ჩავდე ბევრი შორტი, მაისური, რამდენიმე მოსაცმელი და 2 შარვალი..
წიგნები, ნაუშნიკები და აიპოდი, სანტავიკი


ამ პოსტს რამდენიმე დღეა ვამატებ წინადადებებს.. მორჩა, დადგა ეს დღეც, როცა უნდა გავფრინდე მშობლიური სახლიდან..
დილით რომ გავიღვიძე ის ხმები მესმოდა რაც იქ მესმის ხოლმე, მეზობლის ქათმის (ომგ) კაკანი და თან ჩიტების ჟღურტული..
იქ ამინდს ასე ვიგებ, თუ ჩიტები მაღვიძებენ ე.ი – მზეა.
თუ არადა წვიმს ან მოღრუბლულია.. იქ მზე როცაა მიხარია. წვიმა არმიყვარს, მთელი დღე სახლშ უნდა იჯდე ანუ.
დიდიხანი ვუსმენდი ჩიტების ხმას და მეგონა, ახლა თვალებს გავახელ და იქ აღმოვჩნდები..
მაგრამ სადაა ეგრე?
ჯერ 6 საათიანი გზა უნდა გავიარო, დაღამდეს და მერე კი ამისრულება ეს ნატვრა.
მოკლედ მე მივდივარ და გტოვებ ოლივერ 1 თვით, ან იქნებ უფრო დიდი ხნითაც.. თუ მოვახერხე იქ ინტერნეტ კაფეში შესვლა აუცილებლად შემოგივლი და მოგუყვები იქაურ ამბებს.
აბა, დროებით ჩემო მკითხველებო.
ახალი ისტორიებით დავბრუნდები.


ჯონათან, ჩვენ კი იქ შევმხვდებით, მზის სხივები საიდანაც იწყება..

Advertisements

3 thoughts on “თოლია სახელად ჯონათან ლივინგსტონი

  1. ჩიტების ჭიკჭიკი აღარ მიხსენოთ!
    ერთი თვე, ყოველ დღე – 6 საათზე მტრედების გულისგამაწვრილებელი, არამიწიერი ხმები მესმოდა! (ვინ დაარქვა მაგათ აუტანელ ხმებს ღუღუნი, მაინტერესებს)!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s