მოდი, აღარ გვინდა ოცნებები..

მოდი ვიოცნებოთ..

ვიოცნებოთ ლამაზ სახლებზე და ლამაზ ოჯახებზე..
ვიოცნებოთ კარგ მშობლებზე და იდიალურ მეგობრებზე..
მოდი ვიოცნებოთ თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცებზე და სასახლეებზე..
მოვი ვიოცნებოთ ბევრ ფულზე და ლამაზ კაბებზე..
მოდი ვიოცნებოთ!
კარგ სამსახურზე, ლამაზ კაბინეტზე,
სახელგანთქმულობაზე.
მოდი ვიყოთ როკვარსკვლავები, ვიოცნებოთ ბიტლზებზე, ქვინზე, როლინგსტოუნზე..
ვიოცნებოთ ქვეყნებზე, სახლები ლონდონში, ვაშინგქონში და პარიზში..
ბევრ შოკოლადზე და ყავაზე.
ყოველდღე მაკდონალდზე..
ვიოცნებოთ საკუთარ თვითმფრინავზე და მაგარ ნაშებზე.
იქნებ კარგი კაბრიოლეტი? მართალია, ლაბორჯინზე ჯობს.
ვიოცნებოთ მაგარ მობილურებზე და აიპადებზე.
ვიოცნებოთ ვინმეს კონცერტზე ყოფნაზე, არა, მის ცოლობაზე, რომელიმე მომღერლის ცოლობაზე..
ჩაბარებაზე, გამოცდების მოხსნაზე, გრანტებზე..
ვიოცნებოთ იამაიკაზე, ზღვისპირა სახლებზე.
ვიოცნებოთ პრეზიდენტობაზე.
ვიოცნებოთ გაბრწყინებულ საქართველოზე და განვითარებულ საზოგადოებაზე.
მოდი ერთად ვიოცნებოთ ყველას ჯანმრთელობაზე, დაოჯახებაზე.
აფხაზეთის დაბრუნებაზე.
გარდაცვლილების გაცოცხლებაზე. დროის უკან დაბრუნებაზე..
წამის გაჩერების უნარზე, ან პირიქით -გადახვევის.
ვიოცნებოთ სკოლაში ყველაზე პოპულარულ გოგოდ ყოფნაზე.
ვიოცნებოთ..

იქნებ ჯობს ავიღოთ წიგნები ხელში და ვიქიფროთ რეალობაზე? და ავიხდინოთ ოცნებები )) სახლებიც, მანქანებიც, ფულიც და კაბინეტებიც ჩვენით შევქმნათ და არ გვინდა ეს ციდან ჩამოცვენილი სურვილები. იქნებ იქამდე დროის მანქანაც გამოიგონოს ვინმემ, ვინც უკვე დიდიხანია რეალურად აზროვნებს.

მოდი, აღარ გვინდა ოცნებები..

Advertisements

5 thoughts on “მოდი, აღარ გვინდა ოცნებები..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s