ორი ნაბიჯით დამაგვიანდა

სახლიდან გამოვდიოდი, ციფრული უნდა დამებრუნებინა მეგობრისთვის. (ანისთვის)
უნარებიდან ახალი მოსული ვიყავი, გამოვიცვალე და უკვე გარეთ გავდიოდი, მაგრამ ნათიამ დამირეკა ყურსასმენები დამრჩაო და წამომიღეო, შევბრუნდი, მერე გავედი, ხურდა დამივარდა, დავიხარე, ავიღე.. (სანამ მე ხურდას ვიღებდი ავტობუსმა გამასწრო.)
ავტობუსის გაჩერებასთან მივედი, ვიფიქრე მაიცნ არ მოვა კარგ ხანი და ფეხით მეორე გაჩერებამდე მივალ-მეთქი..
უკვე მისული ვიყავი როცა ავტობუსი დამეწია, სამის ნახევარი ხდებოდა, მერე ჩამოვედი ავტობუსიდან, რამდენიმე მანქანა გავატარე და გზაზე გადავედი, (ამდროს ავტობუსი მოვიდა) ნათიას ყურსასმენები მივეცი, ავტობუსის კარებიც ჩაიკეტა და გამასწრო სამმა ნომერმა, მეორეს უნდა დავლოდებოდი,სხვა არაფერი მიდოდა ანის სახლამდე.
ჯერ 7 წუთი ეწერა, მერე ემატებოდა დრო, ავტობუსი არ მოვიდა, ერთი 20 წუთი ველოდე. მერე მივწერე ანის და მეტროთი წამოდიო, იმასაც შეექმნა პრობლემები, ამიტომ იქაც ველოდე.. 4 დაწყებული იყო, 5 ზე ქართული მქონდა.. მოვიდა ანი, მივეცი ფოტოაპარატი, ვიჭორავეთ ცოტა და წამოვედი სახლში. დავალება ვერ დავწერე, ქართულის მასწავლებელი მეჩხუბა და გამომაგდო.

რა მოხდებოდა,აქედან ერთი რამე მაინც რო არ მომხდარიყო..

ნათიას ყურსასმენები რომ არ დარჩემოდა,
მერომ ხურდა არ დამვარდნოდა,
იმ გაჩერებაზე რომ დავრჩენილიყავი,
მიმესწრო ავტობუსისთვის,
ანი ვიღაცას არ გაეჩერებინა და დროზე მოსულიყო,
სახლში მალე დავბრუნებულიყავი,
დავალება დამეწერა,
არც ქართულიდან გამომაგდებდნენ..

ახლა?

რახან სულ რამდენიმე ნაბიჯით დავიგვიანე..
ქართულიდან თუ გამომაგდეს, გამოცდებზე ჩავიჭრები,
თუ ჩავიჭრები ვერ მივიღებ განათლებას,
გაუნათლებელი თუ ვიქნები ვერ ვიმუშავებ,
თუ ვერ ვიმუშავებ არ მექნება ფული,
ფული თუ არ მექნება ვერ ვიყიდი სახლს და ვერ ვიქნები დამოუხიდებელი,
თუვერ ვიცხოვრებ მარტო მომიწევს მშობლებთან ერთად დაბერება,
რახან განათლება არ მაქვს ვერც გავთხოვდები,
თუ ვერ გავთხოვდები არ მეყოლებოდა შვილები,
თუ შვილები არმეყოლება ვერ გავხდებოდი დედა,
დედა თუვერ გავხდებოდი ვერ მივიყვანდი ბავშვებს ბაღში,მერე სკოლაში..
ვერ გადავუხდი დაბადების დღეებს და ვერ ვატარებდი ზოპარკში..

ჰაჰ, კიდევ კარგი, მაინც მოვასწარი სახლში დაბრუნება, დავალების დაწერა და არც ქართულიდან გამოვუგდივარ მასწავლებელს ))
თორე მექნებოდა თავი მოსაკლავად.
აი ახლა დავაფასე ის ორი სწრაფად გადადმული ნაბიჯი.

Advertisements

6 thoughts on “ორი ნაბიჯით დამაგვიანდა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s