დო-დან … დო-მდე

ყველაფერი დაიწყო ასე: (დო)

მეზობლის ძაღლმა უკბინა, ხელები მოაგლიჯა ლამის, ეფერებოდა და ძაღლმა იფიქრა თავს მესხმისო, მოკლედ ვეღარ უკრავდა.
შეხვეული დადიოდა სკოლაში, გადადებული ჰქონდათ მშობლებს გიტარა და ჩელო.
ჩუმად დგებოდა ღამე და დაკვრას ცდილობდა შეკრული ხელებით, მერე ხელიდან უვარდებოდა, ხმაურზე მშობლებს ეღვიძებოდათ და ისევ იგივე მუქარა “საერთოდ გადავყრით ამ ნაგავს, დროზე დაიძინე, ხვალ ვეღარ ნახავ ამ სათამაშოებს!”
სხვა გზა არ იყო, წვებოდა და ელოდებოდა გათენებას რომ ხელი შეეშალა მშობლებისთვის.
მთელი საღამო იმაზე ფიქრობდა რა იქნებოდა, როცა მოიხსნიდა ბინტებს და ისევ შეძლებდა დაკვრას.
არა, დაკვრის გარდა სხვა ჰობიც ჰქონდა, მაგალითად, ძველ ნივთებს აგროვებდა, ყველას წელს და ქვეყანას აწერდა საიდანაც იყო.
ძველ ნივთებს ხან ქუჩაში პოულობდა, ხან ნათესავები ჩუქნიდნენ და ხან მეგობრები. ზოგიც თავისი ჯიბის ფულით იყიდა, მაგალითად ძველი ფირფიტები და რამდენიმე ფოტოსურათი. ყველაფერს კატეგორიებად ყოფბა, ქუჩაში ნაპოვნს “ბუნების საჩუქარი” ერქვა, მეგობრების და ნათესავების ნაჩუქარს აერთიანებდა და ერთ ყუთში აწყობდა, სახელად “ვალად აღებული”, ხოლო თავისი ფულით ნაყიდს “დამსახურებული” ერქვა, ეს ყუთი ყველაზე მეტად უყვარდა. ჩამწკვირებული ჰქონდა თაროებზე ყუთები, ზოგიც გამოსაჩენად ედო, რომელიც ოთახს უხდებოდა და არ ენანებოდა სხვებს რომ ენახათ.
მაგრამ დაკვრა ყველაფერზე მეტად უყვარდა, იქ ავლენდა ყველაფერს რასაც ხედავდა და გრძნობდა.

მარტივიდან რთულზე გადასვლა: (რე)

ბინტების მოხსნის შემდეგ ისევ აწრიპინებდა ჩელოს, ხანდახან გიტარას და რამდენჯერმე პიანინოზეც დაუკრა. მშობლები ისევ უყვიროდნენ, მეზობლებიც წუხდებოდნენ. ერთ დღეს, ერთ სიმღერას რამდენჯერმე არასდროს უკრავდა, ყოველთვის ახალ რაღაცას სწავლობდა, თუ არ გამოსდიოდა მეორე დღეს უბრუნდებოდა. ერთფეროვნება არ მოსწონდა.
მეგობრები არ ჰყავდა, მხოლოდ ერთი გოგონა, ნენსი, იმასაც უყვარდა მუსიკა და ხშირად ლაპარაკობდნენ ამ თემაზე.
ნენსი ბავშვობის მეგობარი რომ არ იყოფილიყო, შეუყვარდებოდა.

რაღაც ახალი: (მი)

ერთ ჩვეულებრივ საღამოს რაღაც უცნაური მოხდა, ნენსიმ დაურეკა და ხელოვნების სხვა სფეროთი დაინტერესდა. კინოს სეანსები აინტერესებდა. მიხვდა რომ უნდა დაეპატიჟებინა ნენსი, ასეც მოიქცა, ლამაზად ჩაიცვა და სახლში გაუარა მეგობარს. კინოში კარგი დრო გაატარეს, მელოდრამას უყურეს და ფილმში მხოლოდ მუსიკა მოეწონათ. სახლში დაბრუნება არცერთს არ უნდოდა, ამიტომ გასეირნება გადაწყვიტეს. ორივეს უკვირდა, მუსიკაზე იმ საღამოს არცერთს არ ამოუღია ხმა. ერთმანეთზე ლაპარაკობდნენ, ნენსის ლამას თმაზე და დამაბნეველ გამოხედვაზე. საღამო ნადმვილად კარგი გამოვიდა და აშკარად არა-მეგობრული.

პირველი ნაბიჯები: (Fა)

სკოლისკენ მიმავალმა რაღაც განცხადება შენიშნა, ამ ფურცლის ნაგლეჯმა მისი ყურადღება იმიტომ მიიბყრო, რომ განცხადებაზე ნოტები ეხატა. დაკვირვებით გადაიკითხა, სასიამოვნოდ გაიღიმა და ნომერი მოხია.
სკოლიდან ვერ დარეკავდა, ბოლო გაკვეთილიდან წამოვიდა, ვეღარ ითმენდა.
სახლშიც ვერ დარეკავდა, ამიტომ მშვიდი ადგილი მოძებნა სანაპიროსთან ახლოს და იქიდან გადაწყვიტა დარეკვა.
სასიამოვნო ხმა მოესმა, ქალი იყო. აუხსნა რის გამოც რეკავდა, შემდეგ იმ ქალმა უფრო დაწვრილებით აუხსნა ყველაფერი, მას ისევ სიამოვნებისგან ჩაეღიმა და გაუთიშა.
რაღაც კონკურსი ტარდებოდა, მუსიკასთან დაკავშირებით. ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს სიმღერაში და დაკვრაში, გამარჯვებული კი დიდ სცენაზე შეძლებდა გასვლას, ლონდონში.

შეუსვენებლად (სო)

სახლში მივიდა და მოემზადა, რომ მშობლებისთვის ეთქვა ახალი ამბავი, კონკურსში ჩაეწერა, მიიღეს, გამოსვლა რამდენიმე კვირაში იყო.
რათქმაუნდა მშობლები აუკრძალავდნენ, მაგრამ დანებებას არ აპირებდა.
პირველად დედას უთხრა, მისი კივილის ხმა უფრო რთულად ასატანი იყო, მამის ბუტბუტი ბოლოსკენ შემოინახა.
მისი მოლოდინი გამართლდა, დედამისმა უარი უთხრა, არ გაბედო იქ წასვლა თორემ სახლში ვერც დაბრუნდებიო.
ვერ გაეგო, რატომ სძულდა მის ოჯახს ასე მუსიკა. ეს მხოლოდ იმით შეიძლებოდა აგვეხსნა, რომ ბავშვობაში დედამისსაც უყვარდა სიმღერა, მაგრამ მომღერალთა ჯგუფიდან გამოაგდეს, მერე ყველა დასცინოდა უნიჭო ხარ და ყროყინებო, ალბათ ეს წყენა ჩაჰყვა გულში.
მამას? მამას ძალიან უყვარდა დედა, ალბათ მხარს უბამდა.
შეუსვენებლივ ლაპარაკობდა იმაზე რომ მისთვის ეს კონკურსი ყველაფერი იყო, უდიდესი შანსი ხალხში გამოჩენისა და წარმატების მიღწევისა.
გაიმარჯვა ამ ბრძოლაში, დაითანხმა მშობლები.

მოწინააღმდეგე (ლა)

საკმაოდ ძლიერი კონკურენტები ჰყავდა, დიდი შანსი იყო წაგების, ამიტომ გაუჩერებლივ უკრავდა სხვადასხვა ინსტრუმენტებზე.
კონკურსში ნებისმიერი ინსტრუმენტით შეეძლო გამოსვლა.
ჯერ არ ჰქონდა შერჩეული, მაგრამ, სავარაუდოდ, ბეთხოვენი იქნებოდა.
ნერვიულობისგან თავი სტკივდებოდა, თითებს იტკაცუნებდა და მოუთმენლად ელოდა თავის გამოსვლას.
სისხლი უჩქროლდებოდა როცა თავის თავს სცენაზე წარმოიდგენა, სულ ფიქრობდა რომ რაღაც შეეშლებოდა.
ნენსიც ეხლარებოდა, უსმენა, რჩევებს აძლევდა და ა.შ. როგორც ნამდვილი მეგობრები იქცევიან ისე, მაგრამ მათ შორის აშკარად რაღაც ახალი დაიბადა, მეგობრობაზე მეტი.. ნენსის გამოხედვაც შეიცვალა, მისი თმა უფრო მოწესრიგებული გახდა.
სამი დღე იყო დარჩემილი კონკურსამდე.

დამთავრებამდე (სი)

გამოსვლამდე ორი საათი იყო დარჩენილი, სხვებს უსმენდა, ბოლოდან მესამე გამოდიოდა, მშობლებიც ესწრებოდნენ მის გამოსვლას, შეწუხებული სახეებით ისხდნენ წინა რიგებში, ნენსი მათ წინ იჯდა, გაბრწყინებული სახით უსმენა მონაწილეებს, რამდენიმეზე შეიშმუშნა, ანუ არ მოეწონა.
კულისებიდან უყურებდა ხალხს, მოწინააღმდეგეებს, მათ როგორც მტრებს ისე აღიქვამდა, გამარჯვება სწყუროდა.
როცა რამდენიმეს მოუსმინა ძალიან შეეშინდა, მისი წარმატება სერიოზული საფრთხის ქვეთ დადგა, შეიძლებოდა ვერ გაემარჯვა.
უკრავდა ერთი და იგივე მელოდიას ათასჯერ, უკვე აღარც უფიქრდებოდა ისე ჰქონდა გაზუთხული.
ცოტა დრო რჩებოდა გამოსვლამდე.
გულის ცემა კი უფრო ხშირი ხდებოდა.

შეგიძლია ამოისუნთქო (დო)

წელში გამართული იდგა და ელოდებოდა თავის რიგს, რამდენმე წამში მის სახელს გამოაცხადებდნენ, გავიდოდა და წაიქცეოდა იქვე სცენაზე, ყველას დასაცინი გახდებოდა, ვერაფერს შეძლებდა.
არა, ცდება, ყველაფერი გამოუვიდა.
მყარი ნაბიჩებით გავიდა სცენაზე, ნენსი ტაშს ისე უკრავდა ლამის ხელები მოიძრო, მშობლებიც იღიმოდნენ, რაღაცნაირად კარგად იგრძნეს თავი.
მშვიდად დაჯდა პიანინოსთან, ღრმად ჩაისუნთქა და დაკვრა დაიწყო, ხალხი და კონკურსი სულ გადაავიწყდა როცა ნაცნობი ბგერების ხმა გაიგო.
ნელ-ნელა ამშვიდებდა მუსიკა, უფრო მეტის მოსმენა სურდა, აზარტში შევიდა, ყველაფერი დაივიწყა და უბრალოდ.. უბრალოდ დაუკრა..
მშობლები აღტაცებულები უსნემდმემ, არასდროს მოუსმენიათ მისი დაკრული ბოლომდე. დარბაზში ყვიროდნენ, ეს ჩვენი შვილია ასე კარგად რომ უკრავსო. დედას შურის გრძნობამ გადაურბინა სხეულში, თვითონ რომ ვერ შეძლო ასე, მრაგრამ როცა შვილის კმაყოფილი სახე დაინახა, მხოლოდ სიყვარულმა გაიფეთქა გულში.
ის კი უკრავდა.. დოდან დომდე, დო რე მი ფა სო ლა სი… დო..
ასეთი სიამოვნება ჯერ არასდროს მიუღია, ხალხისთვის პრიველად უკრავდა, ეს უბრალოდ მუსიკა არ იყო, თავის თავს აჩვენებდა ყველას და არ ეშინოდა ამ სინამდვილის. არც მშობლების რეაქციის, არც კლასელების და არავის, ყველაზე ძლიერი იყო, მას მუსიკა ჰქონდა, შიგნით სადღაც… გრძნობდა ყველა ბგერას, დოს, რეს … ყველა ნოტი ახალი ნეტარება იყო, ხმა, მომენტები,ყველაფერი აიზილა ერთმანეთში და მარტო მუსიკა დარჩა.. ხალხის ხმაური, ტაში.. არც გაუგია არაფერი, დაკვრის დამთავრების მერეც მხოლოდ მუსიკა ჩაესმოდა, მაყურებლის ხმებით აწყობილი მუსიკა. ისევ სასიამოვნოდ გაიღიმა, კმაყოფილი იყო, იცოდა რომ ვერ მოიგებდა მაგრამ ეს უკვე აღარ იყო მისთვის მნიშვნელოვანი. მან თავისი ისტორია უკვე დაუკრა..
ის მომენტი ლონდონზე უკეთესი იყო, ნენსიზე, საზოგადოების აზრზე, მშობლებზე, ძველ ნივთებზე.. მომენტი როცა ყველაფერი ხელში ეჭირა, მომავალი, წარსული.. როცა მის სხეულში არაფერი იყო მუსიკის გარდა, მშვიდი, წყნარი, ნაცნობი მუსიკის გარდა..

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s