And all I see is darkness

საინტერესოა, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება აქ რომ არ ვცხოვრობდე?!
არ ვიცნობდე ჩემს მეგობრებს და შეყვარებულს, არც მშობლები და არც დები..
იქნებოდა რამე უკეთესად? გააჩნია სად დავიბადებოდი..
სიმდიდრე დიდიად არ მიზიდავს, მაგრამ შეძლებული ოჯახის შვილი დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი..
რატომღაც რომელიმე ცნობილი ადამიანი შვილობაც კარგი მეჩვენება.
თუმცა, არაფერიც არ შეიცვლებოდა, მე ისეთი ვარ როგორიც ვარ, აქ, სხვაგან..


ბევრი წვრილმანი მაინტერესებს, მაგალითად, როდის აღმოვჩნდი ამხელა ნაგავში? როდის დაიწყო ყველაფერი? 
პასუხი სადღაც ღრმად არის ჩამარხული, ეგეც ბლომად ნაგავში..
ვერც მოვასწარი თვალების გახელა და აი უკვე მენგრევა ყველაფერი გარშემო ის რაც არ ამიშენებია.
სამწუხაროა, როცა იცი რომ ამაზე უარესადაც შეიძლება იყო, დიდი შანსია რომ უფრო ცუდი რაღაც მოხდეს.. ის უფრო ტეხავს, როცა ხვდები რომ ვსო! მაგას მართლა ვეღარ გაუძლებ და არიცი რა ქნა.

სუიციდი?

სუიციდი კარგია, სიმშვიდეა, დანებება და უბრალოდ დასვენება.. სუიციდი უფრო დიდი სიძლიერეა ვიდრე ზოგ-ზოგების სიცოცხლე.
სამწუხაროდ არც ისეთი ძლიერი ვარ რომ თავი მოვიკლა, მაგრამ საკმარისად ძლიერი, რომ გავუძლო ამ ყველაფერს..

მეც მაქვს ჩავარდნის მომენტები, როცა ვამბობ რო ვსო ეს ბოლოა! უკვე ვეღარ ვუძრებ, თავს მოვიკლავ და ა.შ. ამ მომენტში სიმართლეს ვამბობ, ყველაფერი რასაც ვამბობ მართლა გულიდან ამოდის ხოლმე, მაგრამ იმდენად მაქვს ეს ნიღაბი მოხდენილი, უკვე ძნელია მის გარეშე არსებობა.. სიკვდილიც კი..

ამიტომ ვწყნარდები, ისევ ვიკეთებ რომელიმე ნიღაბს და ძლიერი გოგო ვხდები, ოდნავ დეპრესიული და რაღაცნაირი.. უცნაური..


უკვე მეც დამავიწყდა, როგორი ვარ სინამდვილეში? მომენტებში ვგრძნობ, რაღაც ზედმეტად არაჩემებურს რომ ვაკეთებ, ვგრძნობ და მეზიზღება ჩემი შექმნილი სახე.. სხვათაშორის ის ბევრს ეზიზღება, რამე უფრო კარგი უნდა შემერჩია..

იქნებ ასეთი ვარ? არვიცი, უკვე ყველაფერი ერთმანეთში აიზილა საღებავივით.. 

რამე ახალი ნიღაბი უნდა შევქმნა, ყველას რომ შევუყვარდე და მარტო არ დავრჩე. ის რაც ჩემს შიგნითაა არავის არ უნდა დავანახო, ამას ვასწავლიდი ჩემს თავს ყოველთვის.. ხანდახან ავფეთქდები და გადმოვშლი ყველაფერს, თუმცა, ჰაჰა… რა სამწუხაროა, ეგ გადმოშლილი გრძნობებიც ყალბია და ძალიან შორსაა ჩემი სინამდვილისგან.

 So don’t you leave me here
So don’t you leave me here
So don’t you leave me here

 სიამოვნებით ამოვძვრებოდი ჩემი სხეულიდან და დავიწყებდი ახალ სიცოცხლეს. შევქმნიდი სხვა ტიპაჟს და ხასიათს, ბევრად ბედნეირი ვიქნებოდი, მოჩვენებითაც და ისეც.. შველა რომ ვთხოვო ვინმეს? რადგან… რადგან უკვე მართლა აღარ ვიცი ვინ ვარ. 

And all I see is darkness
An angel in a dark dress
Don’t you leave me here

 …

ყველა ტკივილს თავის თავზე ჩემი ნიღაბი იღებს, სინამდვილე კი კუთხეშია მიჭუჭყნული და კარები აქვს მოკეტილი.. ასე ის ხელშეუხებელია და უგრძნობი… როცა ეს კარები გაიღება და ის ვიღაც, ჩემი სინმადვილე, იგრზნობს ამ ყველაფერს მერე უკვე..

 

It’s getting darker now…

 

 

 

 

 

Advertisements

One thought on “And all I see is darkness

  1. რა კარგი იყო არა ისეთი კარგი იყო სიტყვებით ვერ იტყვი… სუიციდი უფრო დიდი სიძლიერეა ვიდრე ზოგ-ზოგების სიცოცხლე. გეთანხმები…. და 100000 % ვიცი რასაც გრძნობ იმიტომ რომ როცა ვეღარ არჩევ ნიღაბს და ნამდვილ სახეს შუაში იკარგები 😦 რავი …

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s