სადღაც შორს, მაგრამ ჩემს გვერდით..

ზოგი მხატვარია.
ზოგი მოცეკვავე.
ზოგიც ცურავს.
ზოგი მეეზოვეა.
ზოგი მღერის
ზოგი უბრალოდ უსაქმური და უნიჭოა.
ზოგიც გიჟია.
ზოგი პირიქით -ჭკვიანი.
ზოგი ლამაზია, ზოგიც მახინჯი, ან სულაც უბრალო..
ზოგს წითელი უხდება, ზოგს მწვანე.
ზოგს ერთი უყვარს, ზოგს რამდენიმე.
ზოგი ნატურალია, ზოგიც ბისექსუალი.
ზოგს ეშინია, ზოგს ექსტრემი უყვარს.
ვიღაც იბადება, ვიღაც კვდება..

და მაინც, არის ჩვენს შორის რაღაც კავშირი.. გზები, ქალაქები, ქვეყნები, სიყვარული, სექსი, მეგობრობა, ფული, დამოკიდებულება ვინმეს/რამის მიმართ, გაღვიძება, დაძინება. ახლა შენ, ვიღაც მანდ, პარიზში, ან შვეიცარიაში, ან თუმდაც ინგლისში, მე და შენ ახლა ისე ვგავართ ერთმანეთს. თუმცა ინგლისელო შენ შენი როკ ჯგუფი გაქვს, იტალიელო ახლა შენ ღვინოს სვამ და მასში სიგარეტის ფერფლი გივარდება, გვერდით ლამაზი ქალი გიწევს რომლის სახელიც არ გახსოვს..
ან იქნბ შენ? ჰო, შენ და მე ახალ ისე ვგავართ.. ფანჯრის რაფაზე რომ ზიხარ, ვითომ წიგნს კითხულობ, არადა ვიღაც ბიჭზე ფიქრობ, რომელმაც გუსინ სკოლაში თვალი ჩაგიკრა.
აი გიპოვე, შენ გეძებდი.. ახლა წყალში გდიხარ, ხელებს იქნევ და შველას ითხოვ, რა სულელი ხარ, რაღას ხტებოდი?! არა, ბოლო მარტინი არუნდა დაგელია, მაინც ვერ მოაწონე თავი იმ ახალგაზრდა ქერათმიან ქალბატონს. ბილიარდის თამაში ეფექტური იყო, ჯობდა გემღერა. რატომ გადახტი ნეტა, იქნებ სულაც ფეხი დაგიცდა? არა, ასე რომ ყოფილიყო უფრო მაგრად მოიქნევდი ხელებს და იბრძოლებდი გადასარჩენად, ჰაერისთვის ხელებს მოიმტვრევდი.
ახლა გვერდი გაგიარა ვიღაცამ ველოსიპედით, ეგეც მგავს, თავისუფლად მიქრის ამ შუა ღამისას ქუჩაში, დაგინახა როგორ ფორთხავდი წყალში, მაგრამ დაეზარა გაჩერება და დასველება, ამიტომ გულცივად ჩაგიარა და იფიქრა “მაინც აღარაფერი ეშველება, კარგახანია უკვე მანდ არის.” საინტერესოა საიდან იცის რამდენიხანია მანდ ხარ, დიახ, დიახ, არ ცდები, გიყურებდა მაშინ როცა ველოსიპედზე ჯდებოდა, როგორ ვარდებოდი წყალში. მაგრამ? მაგრამ კატაობა და ნიავთან კამათი არჩია შენს გადარჩენას, არ შეცდი, სულერთი ხარ ყველასთვის, უნდა გადამხტარიყავი.
მაშინ რატომ იბრძვი? მესმის შენი, შენ ხო ჩემში ხარ ახლა. ამდენი გამოიარე და ახლა ვერ დანებდები..

ყველა ადამიანი ერთმანეთისგან განსხვავდება.
ზოგი თვრება,
ზოგი კვდება,
ზოგი იბრძვის,
ზოგისთვის სულერთია,
ზოგი აბავს,
ზოგი თამაშობს..

მაგრამ ეს ყველაფერი ახლა ჩემშიცაა, მე და შენ ვგავართ, ჩვენ ერთს განვიცდით ყოველ დღე. გვტკივა, გიხარია, ვიბრძვით, ვნებდებით, მერე ისევ ვიქნვთ ხელებს.. ვცდილობთ ყურადღების მიქცევას მაგრამ ვერაფერს ვაღწევთ. ვხედავთ როგორ იხრჩობიან ნაგავში-წყალში, მაგრამ გვერდს ვუვლით და საკუთარი სიამოვნება უფრო გვანაღლებს, ზუსტად ამიტომ ვრჩებით ჩვენც ნაგავში, იგივე მიზნებით არ გვეხმარებიან, ჩვენც ავუარეთ ერთხელ გვერდი ვიღაცას..
ახლა მე და შენ, სადღაც მანდ, ბრაზილიელო, უფრო ვგავართ ვიდრე მე და ჩემი და, ვიდრე დედაჩემი და მამაჩემი. ახლა შენ უფრო გესმის ჩემი ვიდრე ჩემს მეგობარს. შენ ასე შორს ხარ, შენ სტუდენტი ხარ და თან მულატი, შენ ყველაზე კარგად სწავლობ და წარმატებებს აღწევ. არაფერი გაკლია თითქოს, მე შენგან ძალიან შორს ვარ, ჩვენ ოკეანე გვაშორებს, მაგრამ ამ მანძილის იქითაც აღწევს შენი მარტოობის შეგრძნება.

მიხარია როცა ვხვდები რომ ბევრი ადამიანია ახლა ჩემსავით/ჩემნაირი და მე არასდროს არ ვარ მარტო. ახლა შენ ჩემზე ფიქრობ, ვიღაც, რა მნიშვნელობა აქვს ვინხარ, შენ მე არ მტოვებ მარტო. სიმარტოვე დიდი ტკივილი და უბედურება კი არა, მოუპოვებელი სიამოვნებაა. ასე რომ, როცა ოთახში მარტო ხარ, ყველასგან მიტოვებული, შენ მაინც არ ხარ მარტო, ვიღაც არის ძალიან შორს, შენს გვერდით..

მუსიკა ყველაზე ლამაზი მსგავსებაა, ყველაზე ნაცნობი სიტყვები და გრძნობები. მუსიკა ყველაზე თბილი მეგობარია, რომელიც მაშინ მოდის როცა გჭირდება. მუსიკა, ფილმები, ნახატები და, ზოგადად, ხელოვნება, გმატებს იმ ემოციებს, განცდებს, რომელიც გაკლია.

შენ არ ხარ მარტო.
ქუჩაში გდიხარ, გშია, გცივა, სახლი არ გაქვს, არავინ არ გყავს, მაგრამ გაიღიმე, შენ მაინც არ ხარ მარტო.

Advertisements

3 thoughts on “სადღაც შორს, მაგრამ ჩემს გვერდით..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s