შენზე ფიქრის დროს გამეყინა ჩაი!

დილიდანვე მკლავდა სურვილი, პიტნის ჩაი მინდოდა. მაგრამ დასალევად დრო არ მქონდა, მერე ვიფიქრე ბარემ ყველა მეცადინეობას მოვიშორებ და საღამოს რო მივალ სახლში მერე წამოვწვები, რამე კარგ ფილმს ჩავრთავ და დავლევ მეთქი.
სახლში მოვედი, ჩაი გავაკეთე, ბვერი პიტნა გავუკეთე და მოვიტანე კომპიუტერთან.
მერე რაღაც ფოტო ვიპოვე კომპიუტერში და შენ გამახსენდი.
მერე სურათების პაპკაში შევედი და ჩვენი საერთო სურათები დავათვალიერე..
ვიხსენებდი რომელი სად იყო გადაღებული.

– ნინისთან ვიყავით, ჩემს საყვარელ რაფაზე ვსხედვართ. სპეციალურად არ მიჭირავს ის სათამაშო, სადაც მე ვზივარ იქ იდო და ადგილი ვერ ვნახე რომ გადამედო..

– კინოში, ფილის სახელი და რიცხვი არ მახსოვს სამწუხაროდ 😦

– მაკდონალდში ვიყავით, მე ნათია და აჩიკო. აქ ვეგეტარიანელი ვიყავი, მაგრამ ისე მშიოდა ვერ გავუძელი ცდუნებას და დავიკიდე ჩემი პრინციპები. ჰმმ, ყველაზე გემრიელი პრინციპების დარღვევა იყო მანდვილად.

– “სამი მუშკეტერი” 14.10.11. მე, ნინი, გიორგი, გიორგი, აჩიკო..

– 8.03.12 ფილმზე “მრბოლელი მოჩვენება 2”

– “ჯონ კარტერი:სამყაროთა შორის” 26.03.12

– ცუდად ვიყავი იმ დილას, წინა ღამეს გამაბრაზე და თან გაციებულიც ვიყავი მგონი. მერე მამაჩემი შემოვიდა და მითხრა აი ეს კარებთან იდოო ❤

ვათვალიერებდი ამ ყველაფერს და თან მეღიმებოდა, თითქოს თავიდან აღმოვჩნდი ამ ყველა ადგილას შენთან ერთად.
ყველა ეს კარგი დღე შენი დამსახურებაა, ჩემი ყველა ბედნიერი დღე ამ 2 წლის განმავლობაში შენი დამსახურებაა.
რა მქონდა იქამდე? არაფერი!
ვინ მყავდა? არავინ!
მივხვდი რამდენი რამე მომეცი, რამდენი ღიმილი და სიხარული მაჩუქე. შენ მართლა ძალიან კარგი ხარ და მე შენთან ძალიან ბედნიერი ვარ.
ხანდახან მართლა იდიოტივით იქცევი მაგრამ მე მაინც ვერ მაჯობებ მაგაში ;დ
მარტო იმიტომ უნდა მიყვარდე რომ ისეთი გიყვარვარ როგორიც ვარ.
შენ – ❤
შენ – ❤

ჩემი სუპერულიბკიანი ბიჭი!

და ვერც მივხვდი ისე გაცივდა ჩემი პიტნის ჩაი შენზე ფიქრში..

Advertisements

9 thoughts on “შენზე ფიქრის დროს გამეყინა ჩაი!

  1. ახლოს ახლოს ახლოს ახლოს!!!!! ჯანდაბაჯანდაბაჯანდაბაჯანდაბა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s