შენ ისეთი ფერადი ხარ როგორიც არ ყოფილა ცისარტყელა არასდროს!

ვფიქრობ და ვფიქრობ.. როგორ მივულოცო, რამე განსაკუთებული მინდოდა, მაგრამ რათქმაუნდა ვერ მოვიფიქრე..
ვინმე რიგითი მეგობარი რომ იყო, რამე სისულელეს გავაკეთებდი, ან უბრალოდ მოგწერდი გილცოავთქო, მაგრამ შენ… შენ სხვა ხარ!

მივხვდი რომ ეს ჩემი კი არა “ჩემში” ბლოგია, რადგან აქ ის სამყაროა რომელიც ჩემში ძალიან ღრმადაა..
შენც ასე ხარ ჩემში, ღრმად ჩამჯდარი ჩემს სულში და გონებაში.

ადრე მე “გზრდიდი”, სულ პაწუკა იყავი როცა გაგიცანი, ჩემთან და ნინისთან ერთად დადიოდი სულ და შენ იყავი ჩვენი პატარა თემუკა.
ახლა პირიქითაა, გაიზარდე და თავისუფლად შემიძია ვიამაყო ჩემი თავით! ასეთი კარგი რომ გახდი იქნებ ჩემი წვლილიც არის.
შენით სიამაყე, ჰაჰ, სიამაყე მსუბუქი ნათქვამია.
ჰოდა ახლა პირიქითაა, ჩემი მამაც ხარ, ძმაც და საუკეთესო მეგობარიც.
როცა ცუდად ვარ მივლი, მაჭმევ, მათბობ, მახალისებ..
შენი დანახვაც კი გამონათებასავითაა.

ოჰ, დღეს რა ბედნიერი დღე მაქვს! დღეს ხომ დაიბადე..
არ იქნებოდა ეს ყველაფერი რომ არა დღევანდელი დღე!
არც გაგიცნობდი, არც გამახალისებდი, არც მასწავლიდი, არც დამარიგებდი, არც გამამხნევებდი.
ამიტომ მადლობელი ვარ რომ ხარ!

ახლა როგორ მინდა ჩაგეხუტო, ჩემი ფუმფულა აბრიგინებული პუმა ხარ ❤
მაგრად მაგრად მოგიჭირო და გაგწყლიტო, მერე შენი გაჭყლეტილი სხეული შევისისხლხორცო და გავერთაინდეთ.
ჩემში იყო შენც და ასე მუდამ..

შენ ზუ ხარ.. მალე შენც გაიმართები.
შენ ისეთი ძიერი ხარ როგორიც რკინა არ ყოფილა არასდროს.
შენ ისეთი თბილი ხარ როგორიც მზე არ ყოფილა არასდროს.
შენ ისეთი საყვარელი ხარ როგორიც ფუმფულა სათამაშო არ ყოფილა არასდროს.
შენ ისეთი კეთილი ხარ როგორიც არ ყოფილა მეხანძრე არასდროს.
შენ ისეთი ფერადი ხარ როგორიც არ ყოფილა ცისარტყელა არასდროს.
შენ ისეთი ტკბილი ხარ როგორიც არ ყოფილა შოკოლადი არასდროს.
შენ ისეთი ხარ, როგორიც არ ყოფილა არავინ არასდროს!

უბრალოდ გაიღიმე, ყველაფერი გაივლის, ნაცრისფერი დღეები გაფერადდება, ფიქრები გაგინათდება და გათბები..
გაივლის ჩემო, ყველაფერი. მე შენთან ვარ და სულ ჩემთან იყავი გთხოვ!

ვულოცავ ჩემ თავს შენს დაბადებას და არა შენ შენს დაბადებას!

Advertisements

3 thoughts on “შენ ისეთი ფერადი ხარ როგორიც არ ყოფილა ცისარტყელა არასდროს!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s