… გახსოვს?

გახსოვს?
დღე და რიცხვი არც მე მახსოვს..
მაგრამ გახსოვს? მე ყველაფერი მახსოვს..
შენ კოფეინი ხარ დილით მორთმეული, დილის აფეთქება იყავი სულ.
ქარიანი დღე იყო, როგორ გვეზიზღება ორივეს ქარი.
სულ მეუბნები თვალები მიწითლდება და მიწყლიანდება, არ დაკვირვებიხარ? ისედაც წყლიანი გაქვს.
მერე რატომღაც საშინელმა მზემ გამოანათა.
მერე იქ ავედით, ჩემს საყვარელ ადგილას.
შენ მაშინ შორს ცხოვრებდი, სულ რამდენიმე დღე და ისევ წახვიდოდი 3-4 თვით.
გაგახსენდა? ჰო იქ..
გორაზე ავედით, იმ დღეს ჩემი მეგობრები გაგაცანი. შენ ისევ ჩუმად იდექი და მე ისევ გეჩხუბე მაგაზე.
ახლა ვხდები რო ყველა ჩხუბი სულელური იყო.
ძლივს ავედით, მერე პატარა პლედივით გავშალე და იმაზე დავსხედით, უფრო სწორად შენ დაჯექი და მე ბალახზე ვკოტრიალობდი..
მერე ვუყურებდით ჩუმად ჩემს უბანს და საერთოდ თბილის.
საშინელი ხედი იყო ვაღიაროთ, მაგრამ..
ბავშვობიდან მიყვარდა ეგ ადგილი, ეგ ხედი.
ჩემს მეგობართან ერთად ავდიოდი ხოლმე მანდ, ძალიან ძველ მეგობართან..
პიკნიკებს ვაწყობდით ხოლმე, ან ღამე ვიპარებოდით სახლებიდან და ჩაბნელებულ თბილის ვუყურებდით.
იქ სულ სიმშვიდე იყო, არავითარი ცუდი ბიძიები, უბრალოდ მე და ის.. სიჩუმე და თან საუბარი.
ამჯერად ბევრად მშვიდად ვიყავი, ბევრად უფრო ბედენირი ვიდრე მაშინ.
ის ადგილი ადრე მარტოობას მივსებდა,
ახლა კი შენს გარდა მარტოობას ვერავინ მივსებს.
გამოგაცალე პლედი და შენც ჩემთან ერთად გორაობდი.
არა არა ვცდები ორივე პლედზე გავგორდით..
ვიწექით და ვცდილობით ცისთვის შეგვეხედა, მაგრამ მზე ისე მწარედ გვიჭყუტუნებდა ვერ მოვერიეთ.
მეორე დღეს კი ორივეს ცხვირები გავეზაგრა, გახსოვს?
არ გახსოვს..
ან გახსოვს..
სულ ტყუილად.
ეს წარსულში დარჩა.
ახლა აღარც გორაა და აღარც მზე..

ქარი ისევ ქრის და ალბათ ისევ გიწითდელა თვალები..
მუდამ ქარიანი, წყლიანი თვალები..
ახლა დადიხარ ალბათ ქუჩებში რომელიც იმ გორიდან ჩანდა.
ან იქნებ სხვა გზებზე გადაუხვიე და უვკე იქიდანაც ვერ დაგინახავ?

კიდევ ავალ გორაზე ერთხელ და ისევ შემივსებს ყველაზე საშინელი ხედი სიმარტოვეს.

Advertisements

6 thoughts on “… გახსოვს?

  1. “დღე და რიცხვი არც მე მახსოვს..”
    დღე და რიცხვიც კი მახსოვს მე ://

    ძალიან კარგი იყო ❤

  2. კარგია ,პირველი ნაწილი უფრო კარგი ❤
    მეც მაქვს ჩანაწერი სათაურით ,,გახსოვს?"
    ****************************************
    ,,შენ კოფეინი ხარ დილით მორთმეული, დილის აფეთქება იყავი სულ."
    ერთ–ერთ ჩანაწერში ეს ფრაზაც გამოყენებული მაქვს,ოღონდ ცოტა სხვანაირად….
    მომენატრა ის დრო,როცა ასე თბილად შემეძლო წერა……

    • მადლობა ❤
      ხანდახან მეც მიჭირს თბილად წერა, სულ აგრესიაა გარშემო და მეც ცუდად ვარ დამუხტული..
      მაგრამ როცა თბილ ხასიათზე ვარ შანს არ ვმაზავ რომ დავწერო რამე ისეთჳ..
      ისედაც ყველგან აგრესიაა და არ მინდა ჩემი ბლოგის მკითხველებმა აქაც რამე ეგეთი წაიკითხომ..
      ამიტომ ვცდილობ გავაღიმო და გავახალისო ჩემი მკითხველები : )

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s