ძალიან რეალურად

ამ ბოლო დროს ძალიან რეალურ სიზმრებს ვხედავ, მართლა მიჭრის განვასხვაო რეალობა სიზმრისგან..
და რო ვიღვიძებ ვფიქრობ, ნეტა ეს მართლა მოხდა თუ..?

მოკლედ მოვყვები ერთ-ერთს რომელიც აშკარად სიზმარი იყო..

***

მივდიოდი სადღაც, ადგილი ძალიან მეცნო თავიდან, მერე ზუსტად გავიხსენე ადგილი და ის დროც როცა ეს ადგილი ასეთი იყო..
ჩემი სახლის უკან, გზაზე გასასვლელი, მარცხნივ ჩასასვლელი, სადაც სულ ყვავილები იყო, ჩასასვლელის იქით კი ჩემი სკოლა..
ახლა ეს ადგილი გაპარტახებულია, არც ბალახია და არც ყვავილები..
ჩემს სიზმარში სხვანაირად იყო, დამესიზმრა ზულსტად ეს ადგილი, ოღონდ 8 წლის წინანდელი.. ყვაველები და მხიარული ბავშვები, მაგრამ მე ისევ დიდი ვიყავი..
არავინ არიყო, მარტყო ნელი ქალის შრიალი.. მერე ყურსასმენები გავიკეთ და მუსიკა ჩავრთე, ზუსტად მახსოვს რას ვუსმენდი..
აი ამას:

მუსიკა არც მესმოდა, ჩემმა ფიქრებმა გადაფარეს მისი ხმა.. რაზე ვფიქრობდი ეგეც მახსოვს..
“ნეტა როგორი შეგრძნებაა როცა მანქანა გარტყამს და კვდები. დარტყმის დროს გტკივა ნეტა რამე? ”

გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი და.. დამაყრუებელი ხმაური, თითქოს რაღაც აფეთხდა, ვულკანმა ამოხეთქა ან რამე მაგდაგვარი..
ვერაფერი დავინახე, ყველაფერი გაშავდა, ან გათეთრდა.. მარტო ხმა კი არა რაღაც მართლა აფეთქდა ჩემს სხეულში.. თითოეული ძვლის უშნო გამოძრავება ვიგრძენი.. ყველა ორგანო ამიფეთქდა და ძირს დავეცი..
სიმღერის ხმა შეწყდა, ჩემი ფიქრებიც..
მართლა გავითიშე, ძილშიც, გამოვედი სიზმრიდან და უბრალოდ მეძინა, ღმა ძილით.
მერე ვირძენი გონს მოსვლა, უკვე სიმღერის ხმა მეცნო, აშკარად სხვა სიმღერა იყოა ჩართული..
თვალებს ვერ ვახელდი, ფიქრიც კი მტკივნეულად მომეჩვენა, გაბჟუებული ვეგდე, თითქოს ჩემი სხვეული აღარ მეკუთნოდა..
მერე გავიქირე: ” იქნებ რამე მართლა აფეთქდა? ახლა უნდა ავდგე და ვნახო სხვები როგორ არიან”
რამდენიმე წამს გაუნძრევლად ვიწექი და ძალებს ვიკრეფდი, მართლა ვიგრძენი როგორ დამიბრუნდა ჩემი სხეული, როგორ გავიგე სიმღერის ტექსტი, თვალები გავახილე, მაშინ თავი ყველაზე ძლიერი მეგონა, ცა დავინახე, ცისფერი, მაგრამ ცას მუქი კვამლი ეფარებოდა.
მერე წამოვდექი, ფრთხილად გავიხედე და მანქანა დავინახე..
ცეცხლი ქონდა წაკიდებული, ცოტაც და აფეთდებოდა..
ავდექი და ნელა მივფორთხდი..
უცნაურია, მანქანაში ჩემი მშობლები ისხდნენ..
კარები უცებ გამოვაღე და მამაჩემს ნელა შევხსენი ღვედი, მერე ვაღვიძებდი, მაგრამ ვერ გამოვაფხიზლე.. თავი სულ სისხლიანი ჰქონდა.
მოვკიდე ხელი და როგორღაც გადმოვაგდე მანქანიდან, დავაწვინე მიწაზე, ხელებში მოვკიდე ხელი და მანქანიდან მოშორებით გავათრიე..
მერე დედაჩემიც გამოვიყვანე, მაგრამ ცეცხლი ძალიან ახლოს იყო მოსული და ვერ ვასწრებდი.. ისევ ვიგრძენი ძალების მოზღვავება და სიფრთხილის გარეშე გავათრიე დედაჩემი ..
რამდენიმე წამში მანქანაც აფეთქდა, როგორც ჩანს საკმარის მანძილზე არ გავსულვართ რომ ცეცხს ვერ მოეღწია..
შენელებული კადრებით ვუყურებდი როგორ აფეთქდა მანქანა, მერე ნაწილები როგორ გამოფრინდნენ ჩვენსკენ, გაუნძრევლად ვიდექი გაფართოებული თვალებით და ვუყურებდი, გული წრაფად მიფეთქავდა, სისხლი ძარღვებში გამეყინა და თავიდან ფეხებამდე შიშმა დაისადგურა ჩემში.
ემოციებით შევსებული, უემოციოდ ვიდექი.
ფანჯრის მინები მოფრინავდნენ ჩემსკენ, გაწევა არც მიცდია, აზრადაც არ მომსვლია..
არაფერზე არ ვქიფორბდი, მარტო ერთზე..
გვერდით გავიხედე და ის ლამაზი ყავილები ისევ იქ იყო.. ნელი ქალი აშრიალებდა მათ..
ბავშები დარბოდნენ მინდორზე და ყვავილებს უგულოდ კრეფდნენ..
დამავიწყდა მანქანაც, მფრინავი მინებიც და მხოლოდ იმ ყვავილებით ვტკბებოდი..
მერე წინ გამეხედა, საშინელი სიცხე ვიგრძენი, როგორ მწვავდა ცეცხლი… რამდენიმე მეტრით გადამისროლა ჰაერის წნევამ და ზუსტად ის ვიგრძენი რაც რამდენიმე წუთის წინ, როცა უგონოდ ვეგდე მიწაზე და ძალების მოკრეფას ვცდილობდი..
თუმცა ახლა აღარც ძალა მქონდა და აღარც მიზანი.
უბრალოდ გავიხედე ისევ ბავშვებოსკენ, ისინი ისევ თამაშობდნენ და ერთმანეთს გვრგვინებს უწვნიდნენ..
ვერცერთმა ვერ შეამჩნია ეს აფეთქება..
აი ისევ აფეთქდა ჩემში რაღაც, ემოციები, ორგანოები, ტვინი..
ცას ავხედე, მერე თვალები დავხუჭე..
მივხვდი რომ ვკდებოდი.. და გავეცი ჩემს კითხვას პასუხი..
– ნეტა როგორი შეგრძნებაა როცა მანქანა გარტყამს და კვდები. დარტყმის დროს გტკივა ნეტა რამე?
არაფერი არ მტკიოდა ,პირიქით, სასიამოვნოდ მიცემდა გული, შენელებულად, ნელ-ნელა ვეშვებოდი რაღაც ძალიან ღრმაში..
ეს შეგრძნება არაფერს არ გავს…

Advertisements

6 thoughts on “ძალიან რეალურად

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s