შეშლილი სამყარო

– რას გრძნობ? დღეს შენი დაბადების დღეა..
– ვერაფერს.


გამოვიდა უცნაური ოთახიდან, ისევ გაყინული სახით, უნდა რომ მიუკარებელი ადამიანის სახე ჰქონდეს.
ოთახში რომ იდგა დიდი ტყავის სავარძელი, იმის სუნი ასდის.
კედელთან ახლოს მიდიოდა და დროდადრო ეყრდნობოდა კედელს. არავინ უყურებდა, დანარჩენებიც კედელს მიუყვებოდნენ..
აქ რაც არუნდა გექნა არაფერი იყო გასაკვირი, ირგვლის სრული ანარქია სუფევდა..
წინ ვიღაც ქალი გამოუხტა, შვილს ეძებდა, რომელიც ძაღლმა მოიტაცა, საკუთარმა ძარლმა..
შეშინებული გვედით გახტა და თავის ოთახს მიაშურა..
იქ ყველაზე მოწყენილი ადამიანი დახვდა, რომელიც ყოველ დღე თავის მოკლას ცდილობდა.
ახლაც იჯდა და იმაზე მსჯელობდა რითი ეცადა დღეს თავის მოკვლა.
ყვეალფერი ცადა უკვე, ერთხელ ტანსაცმელი ერთმანეთს გადააბა და თავი ჩამოიხრჩო. ერთხელ ფრჩხილებით ვენები გადაიჭრა. წამლისთვის განკუთვნილი წყალი დააგროვა, ნიჟარა გაჭედა და წყლით გაავსო, თავის დახრჩობა სცადა რამდენიმე დღის წინ..
დღეს ალბათ რამე განსხვავებულს მოიქიფრებს, საიტნერესოა რას..
ის კი თავის საწოლზე ჩამოჯდა, სულ აინტერესებდა რატომ იყო თავის სახლში ყველაფერი თეთრი, მის მეზობელებს კი მოწყენილი სახეები რატომ ჰქონდათ..
სამწუხაროდ თეთრი არ უყვარდა და ისიც უკვირდა სულ თეთრი ტანსაცმელი რატომ ეცვა..

– დაბადების დღეს გილოცავ! – შემოვარდა ოთახში ერთ-ერთი მეზობელი
– მადლობა, გამიხარდა რომ გახსოვდა.
– იმას ვუთხარი – თავი თვითმკლელისკენ გაიშვირა – უი შენც გილოცავ.
– დღეს მაგის დაბადების დღე არ არის..

როგორც იქნა დაღამდა და თეთრი მუქმა ფერებმა შეცვალეს, ფერები, მუქი, შავი, ყველაფერი თეთრის გარდა სიმშვიდეს გვრიდა..
გარეთ ვიღაც ხმაურობდა, ფანჯრებს რკინის ბადეები იცავდნენ, ალბათ ქარისგან..
კედელზე ერთ მუქ წერტილს დააშტერდა და იმაში ჩაიძირა.. ბევრი კითხვა აწუხებდა და ახსენდებოდა იმ დროის მონაკვეთები რომელშიც თითქოს არც უცხოვრია..
ახლა მხოლოდ იმაზე შეეძლო ფიქრი რა დაეხატა ხვალ ხატვის გაკვეთილზე..
ხეების დახატვა გადაწყვიტა, ან იქნებ ტორტი? არა ტორტი გუშინ დახატა..
ხეებიც დახატა, გრძელი და ფოთლიანი, მაგრამ ახლა უფრო შეყვითლებულის დახატვას აპირდება..
და ნახატზე არავითარი თეთრი ფერი!

– მაინც რა არის დაბადების დღე? ამ დღეს დავიბადე ოდესღაც მაგრამ ეს ოდესღაც ხომ გავიდა? ყოველ წელს რატომ უნდა გავიხსენო.. მე ხომ ერთხელ დავიბადე და არ ვიბადები ყოველ წელს..

მანქანა, უკან დატოვებული სახლი, ქუჩა რომელზეც დარბოდა და უხაროდა… სადღაც ძალიან შორს დედამისიც მოჩანს..
მანქანა სწრაფად მიდოდა, უკანა მინებს უყურებდა. გაქრა სახლი, ქუჩა, მშობლები და ბავშვობაც.. მანქანა უკვე ქალაქს გაცდა და რაღაც უცნაურ ადგილს მიადგა..
რა იყო მანქანამდე? რა იყო იმ ქუჩამდე? სახლამდე? აღარ ახსოვდა.. მხოლოდ სახელები, სახლი, ქუჩა, დედა, მამა..
მნიშვნელობა აღარ იცოდა..

გათენება მოსწონდა, სუსხის დროს გრძნობდა რაღაცას, ცუდი შეგრძნებებიც შეგრძნებებია, გრძნობდა რომ ცოცხალი იყო..
გარეთ თოვდა, კვირას გარეთ გადიოდნენ..

თოვლში ჩაწყა და ანგელოზები გააკეთა, სახეზე ათოვდა, მარტო ცას ხედავდა საითაც არუნდა გაეხედა და ასე ეგონა თვითონ იყო თოვლის ანგელოზი..

ხატვის გაკვეთილზე ხე დახატა.. მეგობრები არ ყავდა, მარტო იჯდა და მარტო დადიოდა დერეფნებში..
გრძელი, თეთრი დერეფნები..

– დღეს როგორ გრძნობ თავს?
– მივხვდი, მივხვდი სადაც ვარ..
– სად ხარ?
– აკვარიუმში ვარ, გარშემო თეთრი ქაღალდი მაქვს შემოხვეული.. ოქროს თევზი ვარ..
– მართალია, როგორ მიხვდი?
– დღეს ნახატზე წყალი გადამესხა და არ დასველდა, იმიტომ რომ ისედაც წყალში ვართ..
– ყოჩაღ, მარტო შენ მიხვდი..

ბედნიერი და კმაყოფილი სახით გამოვიდა უცნაური ოთახიდან, რომელის კარებზე “ფსიქიატრი” ეწერა…
ფსიქიატრი.. ალბათ თევზის ერთ-ერთი სახეობაა…
და სად გაქრა ის ქუჩა? ვინ იყვნენ ის ადამიანები? ვისი სახლი იყო ის? .. ჯერ ისვე ვერ გაეგო..
დაცურავდა თავის აკვარეუმში, მშვიდად და უმიზნოდ..
ოთახში შესულს მეზობელი დახვდა..
ძირს ეგდო და აღარ სუნთქვადა..
როგორც ჩანს დღეს რამე ეფექტური სცადა, რომელმაც გაამართლა..

იქნებ მეც გიჟი ვარ? ასეთი ცხოვრება რომ მინდა…
იქნებ…

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s