მეც მრცხვენია !

მე მრცხვენია

მრცხვენია რომ ცუდად ვსწავლობ.
მრცხვენია რომ არ ვკითხულობ ბევრს.
მრცხვენია რომ ჩემი მეგობრები ჩემზე ჭკვიანები და განათლებლები არიან.
მრცხვენია რომ მშობლებს ვართმევ გზის ფულს.
მრცხვენია რომ სულ ვწუწუნებ.
მრცხვენია რომ ასეთი ეჭვიანი და ისტერიჩა ვარ.
მრცხვენია რომ არ ვარ ისეთი როგორიც სულ მინდოდა რომ ვყოფილიყავი.
მრცხვენია რომ სკოლაში არავინ არ მიცნობს
მრცხვენია რომ ვინც მიცნობს ჩემი ეშინია.
მრცხვენია რომ სკოლის ბუფეტში ნაყიდი ‘პრაშკი’ მირჩევნია ხინკალს..
მრცხვენია რომ ჩემს პრინციპები დავივიწყე და ახალ წელს ვჭამე ხორცი.
მრცხვენია რომ მბეზრდებიან ადამიანების ზედმეტი ყურადღება
მრცხვენია რომ ვერ ჩავაბარებ გამოცდებს
მრცხვენია რომ საერთოდ ვერ ვგრძნობ აბიტურიენტობას
მრცხვენია რომ არ მინდა უნივერსიტეტში ჩაბარება
მრცხვენია რომ მყავს ასეთი მშობლები
მრცხვენია რომ დიპლომი მქონდეს მარტო იმიტომ რომ ჩემს მეზობელს აქვს და მე რითი ვარ ნაკლები?!

მრცხვენია რომ ქართველი ვარ!
მრცხვენია რომ უფრო ხმამაღლა და ყველასთან ვერ გამოვთქვამ ჩემ აზრს!
მრცხვენია რომ მეზიზღება ჩემი სახლი და ყველაფერი ჩემს გარშემო.
მრცხვენია რომ მეც ბევრჯერ სხვის დასანახათ დამილევია სუფრაზე ჩვენი ქვეყნის სისადღეგრძელო
მრცხვენია რომ ვცხოვრობ ქვეყანაში სადაც შოთა რუსთაველი 17 საუკუნეშჳ მეფობდა.
მრცხვენია რომ არსებობენ ქალიშვილები, რომლებსაც ჰქონდათ სექსი.
მრცხვენია რომ გოგო თუ სიგარეტს პირში ჩაიდებს ის სხვა რამესაც ჩაიდებს.
მრცხვენია რომ რამეს მაინც არ ვაკეთებ ან საზოგადოების გამოსწორებისთვის, ან აქედან გასაქცევად.

მრცხვენია რომ ფეისბუქის ასეთი ხშირი მომხმარებელი ვარ და მის გარეშე არ შემიძლია ცხოვრება
მრცხვენია რომ მინდა სურათების გადაღება, დადება და მერე ველოდები ახალ ლაიქებს და კომენტარებს
მრცხვენია რომ ბლოგზეც მასე ხდება, ყოველ 2 წუთში რომ ვამოწმებ, ვინმემ რამე ხომ არ დამიკომენტარა..
მრცხვენია რომ ჩემს ბლოქზე მაქისიმალური მნახველების რიცხვი 200 არ აღემატება
მრცხვენია რომ ვერ ვწერ ისე როგორც მინდა
მრცხვენია რომ ვწერ რაღაც ბანალურ სისულელეებს, სიყვარულებზე და ა.შ.
მრცხვენია რომ სარწმუნოება მოდაშია
მრცხვენია რომ პატრიარქი უნდა მიყვარდეს და ამას ფეისბუქზე სურათის დადებით უნდა გამოვხატავდე
მრცხვენია რომ ფორევერ გელა არსებობს
მრცხვენია რომ ‘ძერსკი ნინჩო’ ასეთი პოპულარილი გახდა
მრცხვენია რომ ასეთ კომენტარებს უწერენ, ისინი უფრო საცოდავები არიან
მრცხვენია რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა მაინც მიყვარს ფეისბუქი.

მრცხვენია რომ ჩახუტების დღე ახალგაზრდებს “გარყვნილება” ჰგონიათ. რასამბობ უცხოს როგორ უნდა ჩაეხუტოო!?
მრცხვენია რომ ბებოები მეხუტებიან, უცხოელები და ჩემი თანატოლები გამირბიან, თან ბიჭები :დ
მრცხვენია რომ ყველანაირი აქცია და თავისუფალი აზრის გამოთქმა სირცხვილია.
მრცხვენია რომ ხშირად ვერ ვიცლი ეგეთი რაღაცეებისთვის და მეც არ დავდივარ ყველა აქციაზე
მრცხვენია რომ წელს ხმა უნდა მივცე ვინმეს
მრცხვენია რომ ყველას უნდა იყოს ბოროტი, ცუდი გოგო/ბიჭი
მრცხვენია რომ ახლა მოდაშია სხვისი წყენინება
მრცხვენია რომ ჩემი 4 წლის დიშვილი უყურებს სერიალებს და იცის რახდება პოლიტიკაში
მრცხვენია რომ ბავშები აღარ თამაშობენ შვითქვაობანას და დახუჭობანას

მრცხვენია რომ მუსიკაც მოდაში რაცაა იმის მიხედვით აფასებენ
მრცხვენია რომ ახლა მოდაშია ტიტლიკანა ქალების ცეკვა
მრცხვენია რომ უფრო მეტმა იცის ჯასტი ბიბერი ვიდრე კურტ კობეინი.

მრცხვენია რომ ვერ იტანენ გეებს ან ბისექსუალებს.
მრცხვენია რომ რახან ეგეთი მეგობრბი მყავს მეც ეგეთი უნდა ვიყო
მრცხვენია რომ სირცხვილია, არ მეზიზღებოდეს ქუჩაში მოტკეცილი ტყავის შარვალი რომ აცვია ისეთი ბიჭი.

მრცხვენია რომ არსებობს ქელეხები.
მრცხვენია რომ ბევრჯერ წასულვარ უცნობი ნათესავის ქელეხში მხოლოდ საჭმელად
მრცხვენია რომ გვაქვს ასეთი იდიოტი ტრადიციები
მრცხვენია რომ დედაჩემსაც კი ვგონივარ გატყვნილი
მრცხვენია რომ ვცხოვრობ ამ დროში და არა წარსულში ან შორეულ მომავალში
მრცხვენია რომ ზასაობა საზოგადოებრივ ადგილებში უფრო აღაგზნებს
მრცხვენია რომ შეყვარებულები ერთმანეთს ვალენტინობის დღეს გაქუცულ სათამაშჴებს ჩუქნიან
მრცხვენია რომ ახლა კომპიუტერი მირჩევნია დიშვილთან თამაშს..

მრცხვენია!

ვთაგადვ:

1. ადო
2. ანანო
3. შემოდგომისფერი
4. ღიმილი-ანი
5. mycivilization
6. »♥» ana «♥«

Advertisements

7 thoughts on “მეც მრცხვენია !

  1. არა წელს ,,ვაბარებ”. გუშინ საკუთარ თავს შევპირდი რომ ორშაბათიდან დავიწყებდი და აი ორშაბათის დილა რითიც დავიწყე ::) ინტერნეტი! ეს დამპალი ინტერნეტი!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s