Somewhere over the rainbow Bluebirds fly

                    

Image   ხშირად დავფიქრებულვარ თუ როგორ ვიქნები როდესაც ემს საყვარელ ადამიანს დავკარგავ?როცა გათენდება დღე მის გარეშე, გაახელ თვალს და ვერ დაინახავ მის მზერას, დაძაბავ სმენად მაგრამ ვერ გაიგონებ მის ხმას, ფეხის ნაბიჯს, თუნდაც უბრალო დაკაკუნებას, რომელიც ასე ნაცნობი იყო შენთვის. ფრაზებს, სიტყვებს, იუმორისგრძნობადაკარგულ ხუმრობებს, რომლის მოსმენისას უსასრულოდ იცინოდი… და უსასრულო სამი წერტილი…

რა ხდება შემდეგ?
   არ ვიცი… არ მინდა რომ გავიგო… საკუთარი თავი იმ ფილმის გმირი მგონია რომელიც happy endით მთავრდება, რომელშიც ერთად, დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობენ, მაგრამ როგორც კი დავფიქრდები რომ შეიძლება მეც რიგითი ეპიზოდური როლი მქონდეს, როლი რომელიც ძირითადად შეუმჩნეველი ხდება მაყურებლისთვის, მაშინ ისევ იწერება უსასრულო სამი წერტილი…

   კარგავ მას და რჩები მარტო.
   როგორ მოვიქცევი მე?
   გავჩუმდები, ტკივილამდე გავჩუმდები… უარს ვიტყვი დახმარებასა და სითბოზე.   გულახდილ მარტოობას გავუღებ კარს, რომელიც არსად წავა და არ მიგატოვებს, სანამ შენ არ აიძულებ.
   გამარჯობა! მე აღარ მყავს ის და მე მარტო ვარ!
   გამარჯობა!
   და შენ რომელიც დღემდე ყურებამდე გაღიმებული ხარ (არადა არ გეღიმება), შენ რომელიც არასოდეს არ ხარ დარწმუნებული შენს თავში (დიდ თავში), შენ რომელმაც ამდენი “მხოლოდ შენ რომ იცი ის” გამოიარე და დღეს, ამ წუთს, ამ წამს ამას კითხულობ, ვიცი რომ მომავალში უფრო ძლიერი იქნები, იქნები მუხა რომელიც ყველას დაჩრდილავს (კეთილი და თბილი და ოდნავ მედიდური გაგებით)… შენ გყავარ მე და უამრავი კიდე ჩემნაირი მე… ჩვენ მეებს უვართ შენი მე…
   პ.ს ვი ლავ უ … აი ლავ უ ❤

—-

ავტორს უცნობს დავტოვებ..
მეძღვნება მე და სამ წერტილს … ❤

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s