I’ll Lose You Now For Good.

I don’t need a better thing,
I’d settle for less,
It’s another thing for me,
I just have to wander through this world
Alone.

სულ მინდა რომ ვიღაცას მივეჯაჭვო, მარტო არ მიყვარს ყოფნა..
მინდა რომ მყავდეს ყველაზე კარგები, მარტო ჩემები იყვნენ და გიჟდებოდნენ ჩემზე.
ეს იმიტომ, რომ ჩემი თავი დანახვის მეშინია, მეშინია რომ ვიღაცის გარეშე არაფერი არ ვიქნები, არავის არ დავჭირდები და ა.შ.
ხანდახან დედაჩემივით მეც მიჩნდება კითხვა “რით ვერ გავიზარდე?!”
რით ვერ ვისწავლე..
მარტოობა კარგია! შენ რომ ხარ და კიდევ შენ.
მარტოობა კარგია! ყველაფრის გაკეთება რომ შეგიძლია.
მარტოობა კარგია! როცა არავინ გატკენს.
მარტოობა კარგია! როცა არავის გაუცრუებ იმედს.
მარტოობა კარგია! არავინ მოგცემს შენიშვნებს.
მარტოობა კარგია..

მე არ ვარ მარტო. არვც ვყოფილვარ და არც ვიქნები. უბრალოდ უნდა მოვეშვა მიჯაჭვას, ჩაციკვლას და გაჭედვებს.
ბევრ ადამიანზე უნდა გავანაწილო ერთისთვის განკუთვნილი სიყვარული.
რა უფრო კარგია? როცა გტოვებენ და გატყუებენ, თუ როცა შენ ატყუებ და ტოვებ? როცა მართლა სათამაშოებივით არიან ადამიანები შენთვის..
ქინდერში ამოსული, ასაწყობი ადამიანები.

ვსო ბუძიტ ოკ.
მე და მე კარგად ვიქნებით უთქვენოდ.
და როცა მარტოობა შეგვაწუხებს ჩავრთავთ “მეგობრებს” და ჩვენც გავჩნდებით იქ, ცენტრალურ კაფეში, რეიჩელთან, ფიბისთან, მონიკასთან, როსთან, ჯოუისთან და ჩენდლერთან ერთად ❤
თუ ესეც არ გვიშველის მაშინ ჩვენ პატარა, მათ მსგავს მეგობრებს მივმართავთ.

ვსო ბუძიტ ოკ..
მოგონებებს ჩავტენი ერთ პაწაწინა ყუთში, რომელსაც შემოვდებ კარადის თავზე და აღარ მივაქცევ ყურადღებას.
არ დავიწყებ ძველი ამბების ამოქექვას და აღარ ვიტყვი "ეჰ, მაშინ რა ბედნიერი ვიყავი"
ბევრი დღე მექნება, უფრო ბედნიერი. არაა საჭირო წარსულით ტკბობა.

მგონი ოდნავ გავიზარდე, შენ რას ფიქრობ?

Stop before you fall.

Advertisements

2 thoughts on “I’ll Lose You Now For Good.

  1. ასე მგონია საკუთარ აზრებს ვკითხულობ.. მეც საშინლად მეშინია მარტო დარჩენის.. ვერ ვიტან ადამიანების გარეშე ყოფნას.
    თუმცა, მართალი ხარ, წარსულში ქექვას უნდა შევეშვათ.. ერთხელ ვცხოვრობთ რაც არ უნდა იყოს..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s