დღე პირველი

რასთან ასოცირდება სკოლა?
1–5 კლასამდე – გარეთ ვეღარ გადიხარ ხშირად. “ნეტა ჩემი დამრიგებელი საჭირო ოთახში დადის?”
5–9 კლასამდე – ციხე!! გაგვიშვით! ვერვიტან ჩემს ახალ დამრიგებელს!
9–11 – გვშია გაგვიშვით თორე ჩვენით წავალთ! ” მოდი რამე გავაფუჭოთ” ” ვერვიტან მასწავლებლებს!”
12– აბიტურიენტობა, ბოლო ზარი, ბანკეტი.
ბანკეტი– კაბა, ყველაზე ლამაზი უდნა ვიყო! და რათქმაუნდა ამისთვის დიეტა.

ყველა ეტაპი გავიარე და მოვიდა აბიტურიენტობის ჟამი. თუმცა ბანკეთზე მეტად გამოცდები მანაღვლებს, მაგრამ მაინც არ მავიწყდება ის რომ უნდა გავხდე და ყველაზე ლამაზი ვიყო!

ანინას ახალმა ბლოგმა, რომელიც ალბათ ყველამ ნახეთ, “შთამაგონა” ეს აზრი, რომ ბლოგზე დამეწერა და უფრო გამემარტივებინა დიეტის სიძნელეები.

დღეიდან დავიწყე. დღევანდელ დიეტას შიმშილობა უფრო ერქვა))

დღეს:
1 ნაჭერი ლობიანი დილით
2 უმარილო კიტრი და პომიდორი საღამოს..
ბევრი ანანასის წვენი!

მაგრამ ხვალიდან გადავდივარ ნამდვილ დიეტაზე, მეგობარმა გამიზიარა თავისი გამოცდილება და მითხრა რომ დღეში 1 კილოს იკლებ დაახლოებით.
მინდა სკოლამდე გავხდე, რადგან როგორც თითქმის ყველამ, ახალ წლებზე ძალიან მოვიმატე.. 10 დღიანი მკაცრი დიეტა და შემდეგ ცოტა შევამსუბუქებ, ბოლო თვეებშ კი უსასტიკესი დიეტა!

ხვალიდან:

12 საათზე 2 მოხარშული კვერცხი
2 საათზე 2 ცალი ვაშლი
4 საათზე ორი სოსისი
6 საათზე 50 გრამი შავი შოკოლადი


დღევანდელი განწყობა?
საკმაოდ მოქმედებს დიეტა ჩემს ნერვებზე, როცა მშიერი ვარ უფრო აგრესიული ვხდები, + სასწავლი როცა მაქვს და ოდნავ ხელის შეშლაზე ვსოო! შეიძლება გადავწვა ყველა !
მაგრამ რამდენიმე კვირა ღირს ჩემი თავის ატანა, იმედია სხვებიც ამიტანენ.
ხვალ ავიწონები და დავდებ ჩემი “უნაკლო” სხეულის სურათს.. შევადაროთ ახლანდელი და 10 დღის შემდეგი მე ))

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s