I wish I was special…

ყველას ძინავს, ტელევიზორი დაბალ ხმაზე ბუტბუტებს, გამათბობელი ღუღუნებს, საათი კი 2ს უკაკუნებს.
მე.. მე ამდროს ვზივარ კომპიუტერთან და ვცდილობ გავაანალიზო რა საერთო აქვს ბანანა თევზის ამინდს პერსონაჟის სიკვდილთან..
ქართულის თემას ვწერ და..
ჩემი ლურჯი დათვების ქვეყანა გამახსენდა, რაღაცით გავს..

აი ამ მომენტში მივხვდი რომ ოდნავ გამორჩეული ვარ.
შეიძლება არ მომწონს რითიც განვსხვავდები სხვებისგან, მაგრამ მაინც ვერ ვფარავ ამ ყველაფერს.
ჩემი თავი რო მაოცებს, ისე ჯერ არავის გავუოცებივარ..

როდესმე გიფიქრიათ ბანანა თევზებზე? დღეიდან იფიქრეთ.
ბანანე თევზები ის არის, გაუმაძღარი ადამიანები არიან, სამყაროა სადაც ჩვენ ვცხვრობთ.
მაგრამ არ გეგონოთ რომ ამ სამყაროდან თავის დაღწევა თვითმკვლელობით შეიძება.
რადგან, თუ სამოთხე და ჯოჯოხეთი არსებობს, ჯოჯოხეთში მოხვედბით, და იქ ისეთი ადამიანებით გაჭედილი სამყარო დაგხვდებათ, ვის გამოც თავი მოიკალით და გაიქეცით.

“ესენინივით მოვიკლა თავი?
თუ სიცოცხლისთვის განვაგრძო ბრძოლა.”

სიკვდილის რატომ არ უნდა გვეშვინოდეს? როცა ის არ არის, ჩვენ ვართ და როცა ის არის – ჩვენ აღარ ვართ..

მოიცა, მოიცა ჩემთავზე ვლაპარაკობდი, რა სიკვდილი?
თუმცა, ჩემთან სუიციდი და ეგეთები ძალიან ახლოსაა.. მიყვარს დრამები, ვაღიარებ..
მიყვარს მერე უცებ იმედიანად დაბრუნება და გამარჯვება სისუსტეზე.

უბრალოდ მივხვდი რომ მე გამორჩეული ვარ, სულ ოდნავ, რაღაცით..
არც კარგით და არც ცუდით.
არც თვალსაჩინოა ეს ჩემი გამორჩეულობა..
უნდა ჩამეძიო, უნდა ამოთხარო რომ დაინახო..
მეც ახლახანს მივხვდი.

ყველაში დევს ეს გამორჩეულობა?
ალბათ.

წავალ თემას დავწერ..
ძილინებისა ოლივერ.

სიყვარულით, გამორჩეულად მე.

I don’t care if it hurts
I want to have control
I want a perfect body
I want a perfect soul
I want you to notice when I’m not around
You’re so very special
I wish I was special

Advertisements

One thought on “I wish I was special…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s