რატომ მიხარია ახალი წელი <3

1. იმიტომ რომ ეს ერთადერთი დღეა როცა ჩემი ოჯახის წევრები ერთ მაგიდასთან ვიკრიბებით
2. მიყვარს საახალწლო საჭმელები
3. ბევრი შოკოლადი, მმ
4. მიყვარს ბოლო წუთი, 10 9 8 7 6 5 4 3 2 …..
5. მერე მილოცვები და ბანალური “ასე ტკბილად დამიბერდი”
6. მოკლედ მაინც ახალიწლის მთავარი აზრი ტრადიციული შეხვედრა და ოჯახური სითბოა (როგორ მიყვარს ეს სიტყვა, ლოლ)
7. მერე მეგობრებთან დალევა და დილამდე გართობა

ეს ყველაფერი ისე.. მაგრამ მაინც რატომ მიხარია ახალი წელი?
საერთოდ მიყვარს ყვეალფერი თავებად რომაა დაყოფილი, წიგნშიც და ისეც..
ახალი წელი მეორე შანსია, უფრო სწორად უკვე 2012_ე შანსი..
შანსი – დაიწყო ყველაფერი ახლიდან, გამოასწორო ძველი შეცდომები, დაივიწყო ყველაფერი ცუდი. შეცვალო საკუთარი თავი, დაისახო უფრო მეტი მიზანი, ოცნება.. იამაყო წინა წლით და გააუმჯობესო შემდეგი.. მოკლედ ახალი წელი ახალი დასაწყისია, საერთოდ ყველაფრის! მარადიული რაღაცეებიცაა, მაგალითად მეგობრები და ეგეთი რამეები, რასაც განახლება და თავიდან დაწყება ძირითად შემთხვევაშ არ სჭირდება.

რა მინდა/გავეკთო 2012 წელს:

1. ავიღო ატესტატი!
2. გავიგო რა მინდა ცხოვრებაში და სად ჩავაბარო
3. ვიპოვო ჩემი ადგილი საზოგადოებაში
4. ვიპოვო საკუთარი თავის მეოთხედი მაინც..
5. დავაკვირდე ადამიანებს და გავიგო როდის მატყუებენ
6. ვისწავლო გიტარაზე დაკვრა !
7. წავიკითხო ისეთი წიგნები რომლებიც არ მაინტერესებს მაგრამ აუცილებელია რომ წაკითხული მქონდეს.
8. შევიღებო თმა ვარდისფრად ან ცისფრად
9. ვისწავლო ხინკლის მოხვევა
10. ლაბრადორის ლეკვი მინდა !!
11. ვჭამო სუში
12. მოვწიო ჩილიმი და დავლიო მარტინი
13. ვისწავლო ქუსლებზე სიარული

მემგონი სულ ესაა…
დავუყვები ახლა ამ “სპისოკს” და ყველაფერს შევასრულებ.. (იმედია)

როგორ ვერვიტან ადამიანებს ვისაც არ უყვარს ახალი წელი და რაღაცნაირად ტიპობენ : |
გამორჩეულები უნდათ რო იყვნენ და აუუუ არ აყვნენ ბანალურ ახალიწლის სიხარულსს (ძერსკიხმით) ხდ
რამე სხვაში იყავით განსხვავებულები, თუ კონკრეტული მიზეზი არ გაქვთ შეიყვარეთ ეს დღე და დაიწყეთ თავიდან!

Advertisements

7 thoughts on “რატომ მიხარია ახალი წელი <3

  1. მე მიყვარს! 🙂 უბრალოდ,როცა ხასიათი არ მაქვს მაშინ წამომცდება,არ მიყვარს-მეთქი.
    სურვილების და მიზნების მიღწევას გისურვებ და წარმატებულ წელიწადს,სიხარულით და ულევი სიყვარულით სავსეს! 🙂
    ახალ წელს გილოცავ! ❤

  2. ეს ბოლო ორი წელი მარტო ოჯახის წევრები ვართ , კარგია მაგრამ ისეთი ხალისი არ არსი ,როგორც როცა მთელი ჩვენი დიდი ოჯახი (რამოდენიმე ნათესავი) ჩვენთან არის… მაგრამ ახალი წელი მაინც ახალი წელია… :)))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s