აეროპორტი და მონატრებული და

1. გზა

ამ გზას თითქმის ერთი წლის წინ მოვუყვებოდით.. მე და მთელი ჩემი ‘ოჯახი..’
ეს თითქმის ბოლო მომენტებია როცა ჩვენ მთლიანი ‘ოჯახი’ ვიყავით..
ეს გზა აეროპორტთან გაჩერდა, შენ შენი ბარგი გადმოალაგე და წახვედი, გაფრინდი შორს.. იყო დამშვიდობებები და დამშვიდებებიც.
აი ახლა ისევ მოვუყვები იმ გზას ჩემს დაშლილ ‘ოჯახთან’ ერთად..
შენ შორ ხარ, მეორე და სახლშია და დავრჩი მე, დედიკო და მამიკო..

2. მომენატრე

ახლა უკვე აეროპორტშ ვარ, რამდენიმე საათის გატარება მომიწევს ალბათ მოლოდინში, როდის ჩამოხვალ და ისევ ‘გაგვაოჯახებ’..
ეს სიტყვა არ ჟღერს თბილად, ქართული ოჯახები არ არის თბილი..
ფემილი, სიმია.. მიყვარს ეს სიტყვები, უფრო მეტი სითბო იგულისხმება თითქოს.
მაკლდა ეს ყველაფერი, ოჯახური სითბო და ალერსი ;დ ლოლ..
არა, არა მართლა მაკლია.. ამიტომ ორმაგად მიხარია რომ ჩამოდიხარ, თუნდაც ერთი თვით..
მომენატრე, მომენტებში ძალიან მენატრები.. მაგრამ ხშირად გელაპარაკები სკაიპით და გხედავ, მაგრამ როცა რამდენიმე დღე აღარ შემოდიხარ მაკლიხარ ხოლმე..

3. აეროპორტი

ყველა სკაიპზე და ოდნოკლასნიკებზე ლაპარაკობს. ვინ ვის ელაპარაკა იმ დღეს და რამე..
რამდენიმეს სძინავს მოკუნტულს ამ მოუხერხებენ სკამებზე..
აი ამ წუთას ჩამოვიდნენ მთელი ოჯახით, პატარა ბავშვით, დახვდნენ აქ და მიდის გადაკოცნები, მომენატრეები და მოკითხვები..
უმეტესობა ჩამოსვლის გრაფიკს უყურებს ბედნიერი თვალებით..
ზოგს უხარია, ზოგს არა..
უფ ახლა მაგარმა რუსმა ნაშამ ჩამიარა გვერდით ო.ო
დაიზმენებული ვარ, ვინმე ხომ არ კითხულობს ნეტა :ს
შიტ, თამუნას რეისი დაიგვიანებსო, 4 ზე ჩამოვაო..
კიდევ კარგი ჯესი წამოვიღე და თერმოსით ყავა ❤
რავაკეთო? ვაკვირდები ხალხს.. ზოგი ჩამოდის და მართლა უხარიათ მათი ჩამოსვლა.
ზოგი მარტუსულია, გაყინული სახით მიდის გასასვლელისგენ და შურიანი თვალებით უყურებ დიდ ოჯახებს.
ვერ მივხვდი, რომელი უფრო საცოდავია, ვინც ჩამოდის და არავინ არ ხვდება, თუ ის ვინც ჩამოდის მარა სულაც არ უხარია რომ ჩამოვიდა.
წავალ რამე სხვას გავაკეთებ ^^

4. თამუნა

ომგომგ მალე ჩემი და ჩამოვა იტალიიდან ❤
ძალიან მომენატრა.
სხვანაირია, უბრალო და კეთილი.. ძალიან კეთილი და გულჩვილი.. თამუნა ის თეთრი სხივებია ამ ბნელ ქვეყანას რომ აკლია..
ვერ ვუგებთ დიდად, მე აგრესიული ვარ და ისკიდე პირიქით, სულ ცდილობს სიკეთის თესვა და რელიგიის სიყვარული მასწავლოს..
პრინციპში რაც კი ჩემში სიკეთეა ეგეც მაგან მასწავლა ალბათ..

ბლინ რა ნიუდაჩნიცა ვარ, რამდენიმე საათი ველოდე გამოსასვლელთან, მეთქი შემდეგ რეისით ჩამოვა და გავედი ორი წამით საჭირო ოთახში, გამოვედი და იქ დამხვდა 😐 არადა მინდოდა დავხვედროდი და ბლაბლა 😐

5. სახლი

გზაში გათიშულები ვეყარეთ, თამუნა ყვებოდა რაღაც ამბებს.. უბრალოდ კარგად ვიყავი და თავს ისე ვგრძნობდი როგორც… რავიცი როგორც ოჯახშ რომელიც ნორმალური არასდროს ყოფილა ჩემთვის..
სალხში მივედით, გავხსენით საჩურები, ვილაპრაკეთ ბევრიბევრი, ჩახუტებები და სიყვარულისახსნები..
მოკლედ ძალიანნ მიხარია ❤

Advertisements

One thought on “აეროპორტი და მონატრებული და

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s