შემიზიზღე!

შემიზიზღე, მე ხომ არ ვარ ის ვინც შენ გინდა…
მე გატკინე, დაგამცირე, მიგატოვე..
შემიზიზღე…

შემიზიზღეთ, მე ხომ ყველაზე ეჭვიანი, უაზროდ ეჭვიანი ვარ.
მე მესაკუთრე ვარ და მინდა რომ მარტო ჩემები იყოთ..
მინდა სათამაშოებივით გიყენებდეთ და მარტო მე მეკუთვნოდეთ!
შემიძულეთ, ყველაზე უაზრო დასკვენები გამომაქვს და ყველაფერი მწყინს, ვიბუტები ბავშვივით ..
სულ ტვინს ვბურღავ ჩემი რჩევებით და გავალდებულებთ გაითვალისწინოთ ისინი..
შემიზიზღეთ, უაზრო რაღაცეებს ვწერ და ვქმნი საკუთარ სამყაროს სადაც ცისფერი დათვები ცხოვრობენ..
შემიზიზღეთ, მე ბანალური ვარ… ძალიან ძალიან..
ცოტა რომანტიკოსიც, მაგრამ როცა არაა საჭირო მაინდამაინც მაშინ გაჯახებთ სახეში რეალობას! “არაფერი არ გამოგივა, რადგან..” ამ ფრაზებისთვის შემიძულეთ…
შემიზიზღეთ, არ გაძევთ უფლებას გყავდეთ ჩემს გარდა ვინმე სხვა, მაგრამ მეთვითონ მინდა რომ მყავდეს ყველა..
შემიზიზღეთ, სითბო მინდა მთლიანად გამოგწუროთ და მივისაკუთრო..
მე აგრესიული და პირდაპირი ბავშვი ვარ, თავხედი და უხეში..
მე ხანდახან ზედმეტად საყვარელი ვარ და როცა მიბრაზდებით საჩუქრებით გირიგებთ..
მე გაშანტაჯებთ და შემიზიზღეთ !
შემიზიზღეთ ასეთი ძლიერი სიყვარულისთვის..
შემიზიზღეთ რადგან მე ზედმეტად ვზრუნავ თქვენზე..
მე არ შემიძლია რამე გეტკინოთ, მაგრამ ვერც ვხდები,რომ როცა გაიძულებთ სწორად მოიქცეთ, თვითონ გტკენთ..

შემიზიზღე!
შემიზიზღეთ რადგან მე სხვანაირად მესმის ყველაფერი! რადგან ჩემთვის მეგობრები ყველაფერია!
მე მინდა არაადამიანური და არარსებული! მე მინდა უფრო მეტი ვიდრე შემიძლია, მაგრამ არ ვაკეთებ არაფერს რაც შემიძლია..
შემიზიზღეთ ჩემი სისუსტისთვის..
უბრალოდ შემიზიზღეთ და არ თქვათ რომ ვცდები და არ ვარ ასეთი..
შემიზიზღეთ! რადგან..
მე ვერ შევწყვეტ თქვენს სიყვარულს, საკუთარ თავზე მეტად..
მე ვერ გავჩერდები და ვერ მიგატოვებთ როცა ცუდად ხართ.. მე არ შევწყვეტ თქვენზე ზრუნვას, თუნდაც შემიზიზღოთ ამისთვის!
მე ვერ გაგიყოფთ სხვასთან, რადგან მინდა იყოთ ჩემები!
მე ვერ შემცვლით, მე სულ მენდომება თქვენი ბედნიერება საკუთარზე უფრო..
მე ბანალური ვიქნები სულ სულ..
ვიცხოვრებ რეალობისგან შორს, მაგრამ მაინც დაგიცავთ ხოლმე ყველაფრისგან და ყველასგან..
შემიზიზღეთ, სხვა გზა არ არის! რადგან თქვენ ვერ მიმიღებთ ასეთს… ჩემი თქვენთვის უაზრო პრინციპებით, ჩემი ზედმეტი სხვებზე ზრუნვით და ჰუმანურობით, ჩემი ბანალურობით და შეუგნებლობით..

ასერომ..

Hate me today.
Hate me tomorrow.
Hate me for all the things i didn’t do for you.
Hate me in ways, yeah ways hard to swallow.
Hate me so you can finally see what’s good for you.

Advertisements

6 thoughts on “შემიზიზღე!

  1. შემიზიზღეთ! რადგან..
    მე ვერ შევწყვეტ თქვენს სიყვარულს, საკუთარ თავზე მეტად..

    როგორ მომინდა ჩაგხუტებოოდიიიი.. 🙂 საოცრად კარგი ხარ და მე არ შემიძლია მეზიზღებოდე !!! ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s