წაბლი.

წაბლი მოგიტანე.
ყველას ძალიან მოგვენატრე, მე მომენატრე.
ნეტა გესმის ჩემი? ალბათ ჰო.. იქნებ ლაპარაკი სულაც არ არის საჭირო და ისეც გაიგებ? მაინც ვიპარაკებ, ყოველი შემთხვევისთვის..
არ გასულა წამი რო შენზე არ მეფიქრა, არა გატყუებ, იყო ასეთი წუთები,
მაგრამ ძალით არ ვფიქრობ ხოლმე შენზე, ხალხში ტირილი არ მიყვარს..
ვიცი რომ არ გინდოდა წასვლა, ებღაუჭებოდი აქაურობას, უკეთესია განა აქ? მანდ ხომ კარგად ხარ?
მომატყუე რა, მითხარი რო ყველაზე მაგრად ხარ, მითხარი რა რამე..
რა მშვიდი სახე გქონდა იმ დღეს, დასვენებული, მაგრამ მაინც გეტყობოდა რაღაც სინანულის..
ბავშვები? როგორ იქნებიან უშენოდ? იმათ ყველაზე მეტად ენატრები.
იცი?! რაღაც კარგი მაინც მომიტანა ამ ყველაფერმა…
ერთადერთი კარგი! აღარ მინდა თავის მოკვლა, და არც არასდროს მოვიკლავ, სიკვდილიც აღარ მინდა!
არ არსებობს არაფერი ისეთი რასაც ვერ გადავიტან, რომ ამად მიღირდეს.. ვერ ვატკენ ასე ჩემს მშობლებს და მეგობრებს..
შენც გეტკინებოდა ვიცი… მანდ რო მნახავდი და გამომაგდებდი პანჩურებით, მაგრამ ეჰ..
რომ მცოდნოდა ის დღე ბოლო იყო როცა გხედავდი, არ წავიდოდი, შენთან დავრჩებოდი, ჩახუტებულს დავიძინებდი და შენს ღრმა სუნთქვას მოსსმენდი..
ოჰ როგორი ძნელია უშენობა, დედამიწას მოაკდა რაღაც, მარტო ჩვენ კი არა..
გავა დრო, წაიღებს ტკივილსო – ამბობდა ჩარკვიანი.. მალე გავიდეს რა დრო, ძალიან მალე.

აი წაბლი მოგიტანე, ბიძია..

–––

დადრაფტული მქონდა, ეს შენი გარდაცვალების რამდენიმე დღის შემდეგ დავწერე..
ახლა მთლიანად “დავეცი”.. სიკვდილზე ვოცნებობ! ვიცი ჩვენ საერთოდ არ ვყოფილვართ ახლო მეგობრები, სისულელეაო იტყვის ბევრი, ასე რომ ვგიჟდები და ცუდად ვარ.. მაგრამ რა იციან… რა იციან რა ძნელია ჩემთვის ვინმეს დაკარგვა..
რა იციან როგორი ანომალიური შიში მაქვს სხვისი სიკვდილის..
მე ჯერ არც დამიწყია შენი გაცნობა და უკვე აღარ ხარ, ვინღა გავიცნო?! თუმცა იმდენი მაინც დამიტოვე და მანახე რომ სიგიღემდე შემყვარებოდი..
ეს რა გაგვიკეთე? შენი სახელის ხსენება და გულში მტკივნეულად მივლის, ცრემლებსაც კი ვეღარ ვყლაპავ და მიწევს ყველას დავანახო როგორ მტკივა. არადა ეს ძალიან არ მიყვარს.
ჩემი ის უკანასკნელი ნაწილები წაიღე რაც ჩემი იყო.
ახლა რაღა დავღცი? ცარიელი ვარ…
უბრალოდ ძალიან მენატრები, მინდა რომ აქ იყო.. იმიტომ რომ შენ გინდოდა ასე, სიკვდილი რომ გდომოდა უფრო ადვილად შევეგუებოდი…
ჯერ კიდევ არ გამიანალიზებია კარგად რომ აღარ ხარ.

წაბლიც მოილია.


Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s