“დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო”

ამ პოსტიდან გამომდინარე, მეც გადავწყვიტე ჩამეტარებინა გამოკითხვა თუ როგორ ესმით ხალხს სიყვარული (კონკრეტულ შემთხვევაში ჩემს კლასელებს).

1.
–სახელი, გვარი.
–თემო ვაშაკიძე.
–მომავლის გეგმები?
–მომავალში იმენა ძალიან მაგარი როჟა ვიქნები.
–შენი აზრით რა არის სიყვარული?
–სიყვარულო ძალსა შენსა, მე გავკარი მამაშენსა!

2.
–სახელი, გვარი.
–სოფო წივილაშვილი.
–რა არის სიყვარული შენთვის?
–რა არის სიყვარული? ჩემთვის პირადად ძალიან დიდი რამეა, რადგან როცა მიყვარს მართლა ბედნიერი ვარ. ვსულელობ, ვცანცარებ, ვყვირი, უფრო ბავშვური და საყვარელი ვხდები, ყველაფერს ვარდისფრად ვხედავ. როცა მასზე ვფიქრობ ან ვუყურებ სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანი ხდება. თუ პირადული ურთიერთობა მოგვარებული მაქვს, მაშინ სხვა ყველაფერს მარტივად ვუყურებ, თუ პირიქით, მაშინ ყველაფერზე ვიძაბები. ერთი სიტყვით სიყვარული აუცილებელია, რადგან ბედნიერებასთან უშუალო კავშირშია და ბედნიერება ვის არ უნდა???
–ერთი ნახვით შეყვარების გჯერა?
–ერთი ნახვით სიყვარული გამიგია, არ გამომიცდია, მაგრამ მჯერა, მაინც შესაძლებელია. თუმცა მე უფრო ერთი ნახვით მოწონების მჯერა.

3.
–სახელი, გვარი.
–ნათია წყლისაშვილი.
–ასაკი?
–17 წლის.
–რა არის სიყვარული?
–ორ ადამიანს შორის ფიზიკური, სოციალური, სულიერი, მატერიალური და ა.შ მიზიდულობები. დღეს სიყვარული ვნებაა. ვგიჟდები თავისუფალ სიყვარულზე… ქუჩაში, ბარში, პარკში, სადარბაზოში, ლიფტში თავისუფლად რომ დუდღნიან ერთმანეთს. სიყვარულის გახსენებაზე, თვალწინ ტიტანიკის ის მომენტი მიდგას ლეონარდო რომ ხელებს აშლევინებს ქეითს.
–შეყვარებული თუ გყავს? შენც ასეთი თავისუფალი ხარ?
–ამჟამად არა. ჰო, ნუ მეც ვარ ხოლმე. აი შეყვარებული სულ სხვანაირი ვარ, აი ბედნიერი ^^

4.
–სახელი, გვარი.
–მირანდა ლეკვეიშვილი.
–ასაკი?
–17 წლის.
–მიზანი?
–ქვეცნობიერის დაჟინებული თხოვნით, სრულყოფილი უნდა გავხდე 😛
–რა არის სიყვარული და შეგიშლის თუ არა ის რამეში ხელს?
–სიყვარული საშუალებაა (არ ავხსნი)… ალბათ შემიშლის, საღად აზროვნებაში.

5.
–სახელი, გვარი.
–გია ჩაფიძე.
–რა არის სიყვარული?
–აი იგრე როგორც მე მხედავთ. აი იგია სიყვარული!!!

6.
–სახელი, გვარი.
–ნანა ებანოიძე.
–რა არის სიყვარული შენთვის ნანა?
–რავიცი აბა… მე პირადად ვერ ვხსნი დიდად. ჩემთვის სიყვარული ურთიერთგაგება, პატივისცემა, მიჩვევა და ერთგულებაა.

7.
–სახელი, გვარი.
–ალინა ძიძიგური.
–ასაკი?
–17 წლის.
–პროფესია?
–მომავალი იურისტი.
–სიყვარულის მარადიულობის გჯერა? თუ ოჯახის შექმნის შემდეგ სიყვარული ქრება?
–სიყვარულის მარადიულობის მჯერა და არ ვფიქრობ რომ ნამდვილი სიყვარული ქრება, პირიქით, მგონია, რომ თუ გრძნობა ჭეშმარიტია, თანაცხოვრება ამტკიცებს და აძლიერებს მას.
–რამდენჯერმე შეყვარების თუ გჯერა?
–მე ვფიქრობ რომ ადამიანს შეიძლება რამდენჯერმე შეუყვარდეს. სულაც არ ვფიქრობ რომ ნამდვილი გრძნობა მხოლოდ ერთხელ მოდის. სიყვარული ხომ ბედნიერების წინაპირობაა, ამიტომ თითოეულ ადამიანს აქვს უფლება იყოს მუდმივად შეყვარებული!

როგორ მესმის სიყვარული? ვფიქრობ, არ მესმის, ვერ ვუგებ, ვერ გავუგებ : )
სიყვარული პატარაა, დიდი, მაღალი, დაბალი, მსუქანი, წანწკლა ^^ ჭკვიანი, ცივილური, მაგრამ სულელი და ცანცარა, შეშლილი, უშნო, კოჭლი, მაგრამ ძალიან ლამაზი…
თითოეული სხვანაირად გამოვხატავთ,განსხვავებულად აღვიქვავთ, თავისებურად გვიყვარს, ვეჭვიანობთ, ვგიჟდებით, ვეფერებით, ვუყურებთ, ვუსმენთ, ვტკებიბთ, ვბრაზდებით და ეს ყველაფერი იმდენია რამდენიც ჩვენ ყველანი.
სიყვარული სიმღერაა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ერთხელ მაინც ყველამ უნდა იმღეროს და მიუხედავად იმისა გაქვს თუ არა სმენა ან ხმა ის მაინც უნაკლოდ იქნება შესრულებული ❤
P.S პოსტის ავტორი ნინი ვაშაკიძე

Advertisements

One thought on ““დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s