Imagine – შენ

მოდი შენზე დავწერ.
შენ ყველაფერში ხარ, ბავშვობიდანვე კარგად გამჯდარი და შესისხლხორცებული.
სულ სხვადასხვა სახელი გერქვა ხოლმე..
3 წლის რომ ვიყავი რომელიმე სათამაშოს დავარქმევდი შენს სახელს, ოღონდ ქერათმიან გოგონას და არა მანქანებს და ჯარისკაცებს.
ჰო მე ბიჭების სათამაშოებით ვთამაშბდი, არმიყვარდა გოგოშკური რაღაცები.
მერე გავიზარდე ოდნავ და შენ სახელს ჩემს დას ვეძახდი.
შენ ყოველი დილა იყავი, კარგად დაწყებული დილა..
შენ სულ ჩემს გვერდით დადიოდი, სხვადასხვა ნიღაბი გეკეთა და ხან რა იყავი – ხან რა..
როცა სკოლაში შემიყვანეს, ჩემს აჟიტირებას და ახალ გაცნობილ ბავშვებსაც შენი სახელი ერქვათ.
აი იმ ხუჭუჭა ბიჭსაც რომელთანაც ყველაზე ახლოს ვიყავი.. მერე ის მოკვდა, არ გამნიცდია დიდად, ჩემთვის დღემდე აქ არის და რატომ უნდა მეტირა.
მარადიულობასაც შენი სახელი ერქვა ოდიდგანვე.
მერე მაღალ კლასებში კარგ მომენტებს ‘ერქვი’. როცა არვიცოდი გაკვეთილი და არ გამიძახებდნენ, როცა მიცდებოდა მათემატიკა.
შენ ის განცდა იყავი, მატარებელში რომ ვჯდებოდი და სოფელში მივდიოდი.
დღემდე შემინარჩუნდდი.
ისევ გადაგარქვი სახელი და ბავშვური სიყვარული გერქვა, მარადიული მონატრება და ხატვაზე წასვლის სიხარული.
ილუზიები და ვარდისფერი სამყარო.
შენ ის ზაფხული ხარ, მწვანე ბალახზე კოტრიალით და წუწაობით რომ იწყები.
შენ ბავშვობაში მოპარული ტყემალი და სხვის ეზოში დაკრეფილი გვირილები იყავი..
დილით მოსული პირველი თოვლი, თბილი საწოლი და ჩაი..
ჩიტების ჟღურტული და არდადეგები..
ახალიწელი და 10 დან ქვემოთ დათვლა..

და მაინც რა ხარ შენ?
შენ სიხარული ხარ, შენ მეგობრობა ხარ და შენ ყველაფერი ხარ.
შენ ახლა ანი გქვია, ჩემი მეგობარი ანი ხარ, მზი–ანი და ჩემი–ანი.

Advertisements

5 thoughts on “Imagine – შენ

  1. დედას გეფიცები ცრემლები მომადგა…. ეს მეე??? ეს ყველაფერი სულ მე?

    მიყვარხარ ❤ მადლობა ნათ…. რა კარგი ხარ როგორი ჩემი

  2. მე მიყვარხარ და ძალიან გთხოვ ნუ ხარ ხოლმე რა ეგეთი… ძალიან ძალიანძალიან გთხოვ,,, ასე ღამღამობით ვიპარები და ჩუმად გკითხუკლობ, მერე მოვდივარ და ამ პოსტს ვკითხულობ… მიყვარს აქაყრობა, ყველაფერი ხომ აქედან დაიწყო,.
    აწიე შენი ამაყი და ესოდენ “მარტოსული” თავი… ზუსტად ისეთი სულიერი განწყობა გაქვს როგორც მე მქონდა ერთი წლის წინ… ერთად გადავიარეთ. ერთად გადავივლით,
    მე მიყვარხარ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s