ოჯახური ძალადობის მსხვერპლი

ყოველ წელს 1.6 მილიონზე მეტი ადამიანი კვდება ძალადობის გამო.
სამყარო საშიში ადგილია სიცოცხლისათვის !ერთად შევაჩეროთ ძალადობა!

ოჯახური ძალადობა სამწუხაროდ ძალიან ხშირია ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ თითქმის ყოველთვის დამალულია ყველაფერი და არ საუბრობენ ამაზე. ეს ქართული მენტალიტედიდანაა გამომდინარე, სახლიდან მარტო კაცის ხმა უნდა გადიოდეს და ცოლმა, როგორც ოჯახის სინდისმა და ნამუსმა უნდა მოითმინოს ქმარის ღალატიც, ცემაც და გინებაც.
მომივიდა ჩემი ახლობლის წერილი, მისი გადატანილი ამბის შესახებ, როგორ ცემა მამამ დედამისი და ისიც.
წერილი ძალიან მძიმე წასაკითხი იყო, წარმოვიდგინე, რომ მე გადავიტანე ეს ყველაფერი და ახლაც ტრამვირებული ვარ.. წარმოდგენაც არ მინდა რას გრძნობდა ის იმ მომენტში..

“მახსოვს 25 იანვარი იყო, ცივი საღამო. ტელევიზორს ვუყურებდით მე და დედა, დივანზე წამოწოლილები,
მამა განერვიულებული ჩანდა, ვიღაცის სატელეფონო ზარმა აუშალა ნერვები. შავი შარვალი, მწვანე სახლის ჩუსტები და თხელი ვარდისფერი ზედა მეცვა, ვფიქრობდი რა მეყიდა მამისთვის, მეორე დღეს დაბადების დღე ჰქონდა.
უცებ ყვირილი დაიწყო მამაჩემა, ჯერ მე მწვდა თმაში, მერე როცა დედა მოსახმარებლად მოვიდა, მამამ პატარა სკამი აიღო და მოუქნია სახეში, დავინახე როგორ შეესხა მინებს დედას სისხლი,ინსტიქტურად ძირს დაეცა, მამამ სკამის რტყმა გააგრძელა, ვხედავდი როგორ ესხმეოდა სისხლი იატაკს და როგორ ჩნდებოდა სისხლის მდინარეები, შოკში ვიყავი, ვერ ვაზროვნებდი, მაშინ მხოლოდ 14 წლის ვიყავი. დედას ხელი მოვკიდე, ავაყენე და გარეთ გავიქეცით, მე და დედა ფეხშიშველები მივრბოდით ზამთარში, ვხედავდი როგორ ჩამოსდიოდა ცრემლებთან ერთად სისხლი სახეზე, მივრბოდით, მაგრამ არ ვიცოდით სად.. მე დედას ვაწყნარებდი, ვკანკალებდი, სიცივისგან კი არა, მეშინოდა. უკან ვიხედებოდი ხო არ მოგვზდევს მეთქი. როგორც იქნა დედას დაქალთან მივედით, დედა სავაადმყოფოში წაუყვანეს, მე სახლში მარტო დავრჩი და ვიჯექი ოთახის კუთხეში… “


როგორც თვითონ აღნიშნა 14 წლის იყო, დაუცველი და უძლური, თუმცა ძალიან ძლიერი აღმოჩნდა! დღემდე იტანს მამის გამოხტომებს და არც დედამისი გაშორებულა ქმარს.. უნდა აიტანოს, ქმარია და..

ჩემს ოჯახშიც ხდება ხოლმე რაღაც ეგეთები, მსგავსი ჯერ არაფერი ყოფილა, მიახლოებული ნამდვილად იყო.
ჩხუბი და ყვირილი ყოველდღიურობაა უკვე.
მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა რა დონის სისასტიკე ხდება ოჯახში, რამდენად წითელია სისხლისგან კედლები, ძალადობა ყველანაირად საშინელია, როგორი უმნიშვნელოც არ უნდა იყოს და გთხოვთ ნუ მოითმენთ ამას!
დედებო, რაზე ფიქრობთ? შენი თავმოყვარეობა არ გავქს და არ განაღვლებს რა მოგივა, კაი, მარა შვილზე რატომ არ ფიქრობ? რამხელა ტრმვაა მისთვის ეს ყველაფერი..
მამებო, თქვე სლეებო! მაგით მარტო თქვენ თავებს უმტკიცებთ რო მაგარი კაცები ხართ, თორე სხვას არავის! იმდენად საცოდავები ხართ, რომ ვინმეს ცემით იმაღლებთ თვითშეფასებას..

საქართველოში ძალადობის შემთხვევებიდან უმეტესად გვხვდება:
ფიზიკური ძალადობა;
ფსიქოლოგიური ძალადობა;
სექსუალური ძალადობა;
ეკონომიკური ძალადობა;
სტრუქტურული ძალადობა;
ინტელექტუალური;
ოჯახური ძალადობა.

ძალადობრივი ქცევის ელემენტებია
დაშინება
მუქარა
ცემა
იზოლაცია
ემოციური ძალადობა
ეკონომიკური ძალადობა
სექსუალური ძალადობა
ბავშვების გამოყენება
მამაკაცის უპირატესობის გამოყენება

“ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი”

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი თავშესაფარი;
იურიდიული, ფსიქოლოგიური, სოციალური დახმარება;

ცხელი ხაზი: 95-06-79
ტელ: 95-06-79
http://www.avng.ge

ოჯახში ძალადობის ცხელი ხაზი – 309 903

საქართველოში კანონი ”ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” 2006 წელს მიიღეს. ქართული კანონმდებლობა ოჯახში ძალადობის გამოვლენის, აღკვეთისა და თავიდან აცილების მექანიზმებსაც ითვალისწინებს. თუმცა, ეს კანონი ძალიან ცოტა ადამიანმა იცის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს იცავს კანონი.

Advertisements

4 thoughts on “ოჯახური ძალადობის მსხვერპლი

  1. ძალიან კარგი პოსტია. ნამდვილად ბევრი ოჯახი ცხოვრობს ძალადობის და გაუგებრობის პირობებში. პირადად მე ნამდვილად არ დავუშვებდი მსგავს ფაქტს ჩემს ოჯახში, მაგრამ იცი რაშია საქმე? ქალებს ეშინიათ გადაწყვეტილების მიღების, ეშინიათ იმიტომ რომ არც საკუთარი თავის ჯერათ და არც სხვების იმედი აქვთ. უბრალოდ დამოუკიდებელ ადამიანებად არ არიან ჩამოყალიბებული და გონიათ, რომ ცალკე არაფერს წარმოადგენენ, მთავარია ეს დაძლიონ და ყველაფერი გამოვა!

    • ეგ იმიტომ რომ არც ოჯახის შექმნამდე არ ყოფილან დამოუკიდებელი ადამიანები.. არც მუშაობდნენ და არც საკუთარი ცხოვრევა ჰქონიათ.მაშინ მშბლებზე იყვნენ დამოკიდებულნი და ადრეც მთავარი ის იყო რას იტყოდა ხალხი.. გარეთ გვიან რო დაინახავდნენ და ა.შ. ჩემი მშობლებიც ეგრე არიან, ხოცავენ ერთმანეთს, სულაც არ ვიქნები ცუდად თუ რომელიმეს გარეშე გავიზრდები, პირიქით, ძალიან მინდა რომ დაშორდნენ, აშკარად ვერ უგებენ ერთამნეთს და ტყუილად შეიწირეს ჩემი ნერვები 😐

  2. ქალი რომელიც ყლაპავს « MrsMarch

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s