Chris Pfeiffer and Red Bull !!!

როგორც უკვე სურათზე წაიკითხეთ, დღეს კრის ფაიფერმა გაგვახარა თავისი სტუმრობით, ამისთვის დიდი მადლობა რედ ბულს!


მოკლედ დავწერ და სურათებით შეგახარბებთ იმას ვინც არ იყავით ამ საოცრებაზე!
რა დავარქვა? შოუ თუ? მოკლედ რაც იყო. ქართველებმა გახსნეს, მანქანებით და მოტოციკლეტებით. არაუშავდათ, მაგრამ კრისთან შედარებით მაგარი ბანძები იყვნენ ))
საკმაობ ბევრი ხარხი მოვიდა, მე უფრო მეტს ველოდი, იქიდან გამომდინარე, რომ უფასო იყო ))
გაყინული სახეებით იდგნენ, მაქსიმუმ გაეღიმათ და ტაშს არ ურკავდნენ, მეზიზღება ასეთი იდიოტი საზოგადოება!
იყვირე, იკივლე, ტაში დაუკარი, იხტუნავე და აყევი მუსიკას, მიესალმე კრისს!
მიუხედავად იმისა, რომ მოსაწვევები გვქონდა და “საპატიო” ადგილას ვიდექით, მაინც არ ჩანდა არაფერი.. წინ ქართველი ბაიკერები იყვნენ და გვეფარებოდნენ, მერე გავძვერი გამოვძვერი და შევეკვეხე სადღაც…
კრისის შემოსვლა ძალიან ეფექტური გამოდგა, ჯერ ჩოხებში გამოწყობილი ბიჭები გამოვიდნენ საქართველოს დროშით, მერე კრისი გამოვიდა, უკან ეჯდა ქეთი გოლეთიანი (ჩემი დაქალია :დ) კრისმა გადმოიყვანა და დაიწყეს ცეკვა.. ქეთა ქართულს ცეკვავდა (მგონი) და კრისი მოტოციკლეტით ბზრიალებდა. ძალიან ლამაზი სანახავი იყო!
მერე კრისმა ბევრი ლამაზი და ექსტრემალური ილეთი გააკეთა, ხალხთან ძალიან თბილად იყო, მოგვესალმა “გამარჯობაო”..
აქო საქართველო, ტრადიციულად და შეგვპირდა კიდე ჩამოვალო.. ხალხი ისევ გაშტერებული უყურებდა, არ ესმოდათ ალბათ ინგლისური.. მერე გიგი უგულავამ გაგვახარა თავისი გამოჩენით და უდიდესი საჩუქარი გადასცა კრისს, დიპლომი :დ
მერე ქართველმა ბაიკერებმა გააცილეს და სულ ეს იყო..
კარგად იყო ორგანიზებული ყველაფერი, ასე თუ ისე მოახერხეს ხალხის მორჯულება და არ ახტებოდნენ ბარიერებს.. მუსიკა ენერგიული, გულში რო გირტყავს ისეთი და ძალიან შესაფერისი.. წამყვანი ასევე გადარეულია დამიანი ნიკა გრიგოლია იყო, კრის ნამდვილად ძალიან მოეწონა ნიკა..
მოკლედ ეხლა შოკირებული ვარ და აღარ ვიცი რაღა დავწერო!
დალიეთ რედ ბული და გაფრდიანდით!
და იარეთ ასეთ ივენთებზე, არ ინანებთ!
პ.ს. კრის მიყვარხარ!

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s