წამო გავიქცეთ…

წამო გავიქცეთ..

ბავშვობიდან მინდოდა ეს, თავისუფლება, ქუჩაში ხეტიალი, მარტო ან ვინმესთან ერთად. ზურგჩანთა, ფოტოაპარატი და უბრალოდ თავგადასავლები..
მთელი სამყაროს შემოვლა..
ყველას უნდოდა ალბათ ეს, მშობლებისგან შორს წასვლა და თავის გემოზე ყოფნა. შენთვითონ რო განაგებ საკუთარ ცხოვრებას, როცა გინდა მაშინ დაწვები და რასაც გინდა იმას შეჭამ..
მაშინ არ მესმოდა რომ არც საჭმელი მექნებოდა თუ გავიქცეოდი და არც დასაძინებელი ადგილი, მერე მომენატრებოდა სახლი და თბილი ბალიში..

ახლა გავიზარდე, ყველა სირთულეს კარგად ვხვდები, მაგრამ სურვილი უფრო ძლიერია ვიდრე ადრე.
მე, როგორც ექსტრემის მოყვარულმა, გადავწყვიტე რომ ეს ყველაზე ექსტრემალური და ყველაზე მაგარი იქნება! როცა მარტო დარჩები მთელი სამყაროს წინააღმდეგ, ასეთი სიძნელეების წინაშე და ქუჩაში უყველაფროდ ხარ.. თავი უდნა იტეხო გადარჩენაზე ფიქრით და იტანჯო, მაგრამ როგორი სასიამოვნოა ეს ტანჯვა ❤ მოპოვებული საკვები რა გემრიელი იქნება, გადაღებული სურათების თვალიერება, როცა რომელიმე გასქურის ყუთში ვიქნები გახვეული, სიცივეს მოფარებული..
რა მაგარი იქნება როცა ავალ იმ მაღალ მწვერვალზე, ჩავარჭობ ჩემს "დროშას", გადმოვხედავ არაფრისმთქმელ, მაგრამ ლამაზ სივრცეს და კმაყოფილი ღიმილი შემეყინება სახეზე ❤

მერე სადმე მოვძებნი პატარა ხის ქოხს, ვიცხოვრებ მყუდროდ და მშვიდად, მთელს სამყავროს მოწყვეტილი, მხოლოდ მე და ის მეორე ვინც ჩემთან ერთად წამოვა ❤
აუცილებლად წავალ ერთხელ, მარტო ან ვინმესთან ერთად, გადავიღებ სურათებს, მოვივლი ყვეეელაფერს და ავისრულებ იმ პატარა ბავშვის ოცნებებს, რომელსაც ფურცელზე ჰქონდა ჩამოწერილი, რა უნდა წაეღო, როცა სახლიდან გაიპარებოდა ღამე..

აი რაც:
ჩემი საყვარელი შავი ჟაკეტი,
ერთი მაისური,
მამაჩემის ფანარი,
ასანთი,
წყლის ბოთლი,
ცოტა საჭმელი,
ცოტა ფული,
2 ან 3 თბილი წინდა და რაღაც ეგეთები,
თბილი საბანი..
ა.შ..

კიდე დავამატებ იქმადე რაღაცეებს და ჩავალაგებ ერთ დიდ ზურგჩანთაში მთელს ჩემს ცხოვრებას და ვატარებ ზურგით აქეთიქით..
ოჰ, აი მაშინ არავინ არ იქნება ჩემზე ბედნიერი, როცა ვიგრძნობ დამოუკიდებოლობას, შიშს, თავისულფებას და იმას რომ არ ვეკუთვნი ჩემს გარშემო მობზრიალე საზოგადოებას 😐

Advertisements

2 thoughts on “წამო გავიქცეთ…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s