ამონარიდები ჩემი დღიურიდან.. .


11.11.09

გამარჯობა დღიურო, მე შენ ოლივერს დაგარქმევ : )
გამარჯობა ოლივერ!
დღიურის გაკეთება იმიტომ კი არ მინდა რომ თავს მარტოდ ვგრძნობ,
უბრალოდ მინდა რაღაც შევცვალო ჩემს ცხოვრებაში და როცა ამ ყველაფერს წავიკითხვა,
რაც ახლა კატასტროფად მიმაჩნია, მერე გამეცინოს და ვთქვა “ჰეჰ, რა სულელი ბავშვი ვიყავი..”
მოკლედ, გპირდები, ყოველ დღე მოგწერ და არ დაგიმალავ არაფერს.

სიყვარულით, მე.

***
15.11.09

2 დღეა არ მომიწერია შენთვის..
ძალიან ცუდად ვარ, ძაალიან!
არვიცი როგორ გავიღიმო, როცა სულ მეტირება, მაგრამ ტირილის თავიც არ მაქვს, ძალიან დავიღალე..
მენატრება შორენა. უზომოდ.
ძველ ნაწერებს ვათვალიერებ ყოველდღე და ისე მტკივა, მაგრამ სასიამოვნოდ.

***

17.11.09

ეხლა შორენას ველაპარაკე, მომწერა პასუხი.
ძველებურად ვლაპარაკობთ..
აი ამ წამს მომწერა: “მომენატრე”
“მეც” – ვუპასუხე.
თაკოც აქ არის, მიხალისებს დღეს და მოკლედ უბედნიერესი დღეა! :jurm:

***
5.12.09

დღეს მილანა იყო ჩვენთან ))
ძან მაგრად გავერთეთ, არ მინდოდა რომ ეს დღე დამთავრებულიყო..
ახლა თაკოსთან ერთად რაღაც კლიპებს ვუყურებ და ისიც ხატავსრა ღაცეებს.
ახლა თაკო 1 წლისაა და 10 თვისაა ❤
უზომოდ მიყვარს.

***
15.12.09

ალბათ ეს ჩემი ბოლო წერილია, ოლივერ..
თავის მოკვლა გადავწყვიტე.
დღესაც ვერ გავბედავ ალბათ, მაგრამ სურვილი ძალიან დიდია..
რატომ მინდა ამის გაკეთება? იმიტომ რომ ძალიან უბედური ვარ.
დავიღალე ამდენი იმედგაცრუებით და ტკივილით. ჩემი, სხვისი..
ბევრი რამის თქმა მინდა ჩემს ბავშვობაზე, ძალადობაზე, სიყვარულებზე და გატეხილ გულებზე,
მაგრამ ეს არაფერს შეცვლის? თქვენ რომ ეს იცოდეთ, უარესია..
უბრალოდ მაპატიეთ თუ მაინც გავბედე და გატკინეთ,
მიყვარხართ.

***
22.12.09

არაფერი არ მომხდარა ამ დღეებში მნიშვნელოვანი, გარდა იმისა, რომ: "ანა ვტაროი რაზ მინია ბროსილა"
პირველად როცა "წავედი", იმიტომ დავბრუნდი, რომ შემეცოდეო.
მოკლედ ძალიან ცუდად ვარ, არ მინდა ამაზე ლაპარაკი,
არმინდა ამ ემოციების სულ ცოტა მაინც მახსოვედს!

***
30.1.10

ბევრი არცისე სასიამოვნო რაღაც მოხდა, ბოლო 2 კვირაა მომავლის მაგივრად თვითმკვლელობას ვგეგმავ.

***
2.03.10
მე და აჩი შეყვარებულები ვართ ❤

***
11.04.10
ანი..
აი ძალიან ჩემი-ანი!
დადებითი და რავიცი ❤
როცა ველაპარაკები, დადებითად ვიმუხტები.
სულ მინდა გავამხიარულო..
ჩემი(-)ანი ❤

16.05.10

მოკლედ რა! აღარ შემიძლია ამდენი წარუმატებლობა!
თითქოს მივეჩვიე, მაგრამ ხანდახან რო ამომასხავს , ორმაგად გამაღიზინებელია!

ვაიმე აჩიკო რა საყვარელია,
ინტერნეტი არ მაქვს და არც ანგარიშზე,
ნევრები მაქვს მოშლილი და თითონ მწერს რაღაცეებს,
ძაან დიდ სმს ებს, მამხნევებს და მამხიარულებს,
ძალიან საყვარელია ❤
ეხლა მომწერა თავს ხოარ გაბეზრებ ნეტაო, მაგრამ შენ რო მწერ ყურებამდე ვიღიმი და ალბათ შენცო (მეც!)
ასე მგონია, მის გარეშე ვერ გავძლებ!!
ჰოდა ძან საყვარელია, მიყვარს ❤

***
21.04.10
გიოს :

ერთ დროს მე შენ მიყვარდი, არვიცი როგორც ბიჭი თუ როგორც მეგობარი, მაგრამ ძალიან მიყვარდი.
შენ კი დაანგრიე ის რაც თურმე არც ყოფილა, ჩემთვის -ყველაფერი, შენთვის- არაფერი..
ადრე როცა გიყურებდი, ისეთ სიცარიელეს ვგრძნობდი რომ… ისე მენატრებოდი, მწყდებოდა გული რომ ყველაფერი მოჩვებებითი იყო.. ახლა ვერაფერს ვგრძნობ, თითქოს არც გიცნობ.
ჩემთვის უბრალოდ ვიღაც ხარ, არც მეგობარი და არც არაფერი.
ვისწავლე დავინახო ის რაც ახლა არის და არა ის, რაც ადრე იყო..
არ მოგცემ იმის უფლებას რომ უსიტყვოდ ვიგრძნო თავი დამცირებულად, არარაობად.
გაპატიე, მაგრამ მეორე შანს არასდროს აღარ მოგცემ.
უბრალოდ ძალიან მიხარია რომ მივხვდი როგორი ხარ სინამდვილეში,
მიხარია რომ არაფერს ვგრძნობ.
გისურვებ ბედნიერებას.
კარგად.

***

მერე ახალ დღიურში გადავედი,
იქიდანაც ამოვწერ რაღაცეებს და წაგაკითხებ..
გირჩევ გააკეთო დღიური, ძალიან მესიამოვნა ახლა ამეების წაკითხვა,
რამდენ ემოციას იტევს ეს ფურცლები, მთელს ჩემს დეგენერატულ ცხოვრებას..
შემიძლია ვთქვა რომ მიზანს მივაღწიე!
“ჰეჰ, რა სულელი ბავშვი ვიყავი..”

სიყვარულით, ოაოა..

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s