გარდაცვალება და “გადადების” სენი..

ჩემს გარშემო გახშირდა სიტყვა “გარდაიცვალა”..
ადრე უფრო ხშირად მესმოდა ეს სიტყვა, მეზობლები და მეგობრის მეგობრის ბებიები იღუპებოდნენ.
ადამიანის სიკვდილზე სულ მწყდება გული, ვინც არუნდა იყოს, მაგრამ მაინც მიხაროდა, რომ ჩემი ნაცნობი არ გარდაიცვალა ვინმე..
ეს “სიხარული” არც ისე დიდხანს გაგრძელდა. ბიძაჩემი გარდაიცვალა რამდენიმე დღის წინ, რომელსაც კიბო ჰქონდა, მასზე ვერაფერს ვერ დავწერ, არ შემიძლია..
ჩემი დაქალის ბაბუა გარდაიცვალა გუშინ და დღეს სტივ ჯობსი. (სტივენ პოლ ჯობსი (ინგლ. Steven Paul Jobs) (დ. 24 თებერვალი, 1955 — გ. 5 ოქტომბერი, 2011) — კომპიუტერული ინდუსტრიის წამყვანი ფიგურა და გამომგონებელი. ის იყო Apple-ის თანადამფუძნებელი, თავმჯდომარე და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი (CEO))
ვინ იქნება შემდეგი? იმედია არავინ!

ვიღაცის სიკვდილს ვიღაცის გამოფხიზლება მოსდევს..
მხოლოდ მაშინ ხვდები, რომ დროა გაცოცხლდე სანამ უკვე მკვდარი ისევ არ მოკვდი.
გაახალისო ცხოვრება და მიიღო მისგან მაქსიმუმი!
ოჰ მე.. არა.. არც აქამდე ვიყავი მთლად მკვდარი, არც ახლა ვაპირებ სიკვდილს!
ჯერ ბევრი უნდა მივიღო, მაქსიმუმზე მეტი.
გამოფხიზლების არაფერი მეტყობა, ისევ “შოკში” ვარ და ვერ გავითვიცნობიერებ კარგად რომ აღარ არის..
არც გზაზე გადასვის მეშინია და არც სიკვდილი არ მელანდება ყველგან..
თუ არ ვიცი, როგორ ხდება ხოლმე? ჩემთვის პირველი იყო, ახლოები ადამიანის დაკარგვა, ნეტა აღარ განმეორდეს!

რატომ არის კაცობრიობა “გადადების” სენით დაავადებული? ბოლო წუთამდე რო ველოდებით.
სანამ ექიმი არ გვეტყვის რომ კიბო გვაქვს, აზრადაც არ მოგვივა პარიზში დასასვენებლად წასვლა..
სანამ მილები არ გასკდება, წყალი არ წაგვიღებს და არ გააფუჭებს ყველაფერს, იქმადე არ გამოვცვლით დაჟანგებულ მილებს.
სანამ არ გავიყინებით იქამდე არ ჩავიცვამთ თბილ ჟაკეტს..
სანამ სიკვდილის შიში არ გამოგვაფხიზლებს, იქმადე არ ვიწყებთ ცხოვრებას..
და ა.შ.
რატომ ხდება ასე?
გააკეთე დღესვე რაც შეგიძლია და არ გადადო ხვალისთვის!
მაგრამ ისე ღრმად არის ეს “დაავადება” ჩვენში, რომ ეჰ..

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s