მშობლები ყოველთვის მართლები არიან!

რაც დრო გადის, რაც უფრო დიდები ვართ, მით უფრო მეტი გამოცდილება და განათლება გვაქვს მიღებული, ეს ფაქტია!
მაინც რატომ არიან მშობლები ყოველთვის მართლები? მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენზე მეტი გადაიტანეს? ამით ვერ განვსაზღვრავთ მათ საქციელს..
გასაგებია, რომ ყველა მშობელს უნდა თავისი შვილის კარგად ყოფნა, კარგი მომავალი, კარგი ოჯახი და ა.შ.
მაგრამ არც ერთი მშობელი არ ფიქრდება იმას, რა არის ბავშვისთვის კარგი და რა არა.
მშობელი თვლის რომ თუ მე გამოვალ ექიმი – ეს კარგია!
თუ მე კარგად ვისწავლი და გავხდები პრეზიდენტი – ეს ძალიან კარგია!
თუ მე მეყოლება მდიდარი, ზე სიმპატიური ქმარი – ფანტასტიურია!

ჰმ.

გასაგებია, როცა ზოგაგდად მიშლიან ცუდ რამეებს, მაგალითად მოწევას, სახლში გვიან მისვლას და სახლიდან გვიან გასვლას, გვიან დაწოლას დასაძინებლად და სულ კომპიუტერთან ჯდომას.. სახლს რომ არ ვალაგებ ეგეც პრობლემაა და ამ შემთხვევაში ყველა მშობელი მართალია! მაგრამ..
თუ მე ვიმეცადინე, თავისუფალი დრო მქონდა და კომპიუტერთან დავჯექი, მერე ცოტა დავიძინე, ცოტაც წავიკითხე, რა არის ამაში ცუდი? მაშინ რატომ ჩხუბობენ და რატომ არიან მართლები?
როცა მე მივდივარ სხვადასხვა მეგობრებთან შეხვედრებზე, ან ფლეშმობებზე, რა არის ამაში არასწორი?
თუ ვარ ცუდ ხასიათზე და არ მესკოლება, მინდა გაცდენა, მშბელი გეუბნება რომ არა! არას დაგიწერენ, ჩამორჩები და უნდა წახვიდე.. რატომ არის ამ დროს მშობელი მართალი? მე ხომ ამ დღეს მაინც არ მოვუსმენ გაკვეთილს? ან გავიპარები და უაზრო ხეტიალში გავასტარებ დროს, ამ დროს შეიძლება მანქანამ გამიტანოს, ამ მაშინ რას იტყვის დედაჩემი? ჰო, ჰო, გაბრაზდება რატომ გავუშვი სკოლაშიო)) მაშინ აღარ არის მართალი?!

გავიზრდები, გავხდები დედა და გავიგებ, რომ მართალია, როცა ამბობენ მშობლები ყოველთვის მართლები არიანო..

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s