შემოდგომის ნისლიანი დღე..

შემოდგომის ნისლიანი დღე იყო, დიახ დღევანდელ დღეზე ვამბობ, დილით მზე ანათებდა, ქარმა ყველაფერი გააფუჭა და მერე წვიმამ..
ახლა საღამოა და ისევ ველოდებით მე და შენ მზიან დილას.

რატომღაც შემო-მედარა ეს დღე შენს პიროვნებასთან.. მზიანი, მაგრამ ნელი ქარი აფუჭებს ყველაფერ… მერე წვიმა და ღამე.. ნეტა შენთან როდის გათენდება?
ზღვას გავხარ, აღელვებულს..
მზე, სინათლე და სითბო გაჟღენთლი გაქვს სისხლში, ვენებში მდინარესავით ჩამოედინება…
აი იმ ვენებში, სიგარეტს რო იწვავ პერიოდულად და გინდა რამე არა-ადამიანური სიამოვნება იგრძნო.
არადა საერთოდ არ არის შენში ეს არა-ადამიანური..

რაუნდა ქნა როცა ვიღაც გულს გაძლევს? აი ასე, იღებს და მთელს შენს სულს, ფიქრებს, ოცნებებს, ყველაფერს სულეირს და ხორციელს გაძლევს.. იღებ? და თუ არ გინდა მაშინ რაუდნა ქნა? უნდა წახვიდე?…
ყველა ვარიანტში გაძლევს ის გულს, გინდა არ გინდა, მიდიხარ და თან მიგაქვს, მერე კი ადგილის უქონლობის გამო აგდებ..
ვინმეს ყვარებიხარ მთელი არსებით? ან შენ გყვარებია?..
მე პირადა არავის არ ვყვარებივარ, სულ ცალმხრივად ვგრძნობდი.. საბედნიეროდ მუქი ფერები მორჩა ჩემს სიყვარულში და ბედნიერი ვარ..

და მაინც რატომ ხარ ასე? მარტო..
ზიხარ, სიგარეტი გივსებს ადამიანების ნაკლებობას, უსულო ნივთები და ფიქრები მასზე..
ტკივილი სასიამოვნო გახდა უკვე, როცა გინდა ყველაფერი დალეწო, იმიტომ რომ ერთადერთი რაც გინდა რომ ყოფილიყო ის არ გაქვს, არ გყავს..
გახსენდება მისი სიცილი, თვალები, გამოხედვა, სიგარეტის ბოლში წარმოდგენილი სილუეტები და ის ტკივილი, ისევ და ისევ.. გაუთავებლად..

როგორ ვერ ხვდები? ეს მოჩვენებითია და ეს იმ სიგარეტის ბოლივით გაქრება, ეს ყველაფერი შენშია გამჯდარი,
სიყვარული სიკვდილამდე და იმის იქითაც..
ოცნებები და იმ ოცნებებისადმი სიყვარული.
ეს გაივლის, გათენდება და გამოანათებ..
შენ იმხელა გული გაქვს სხვასაც ეყოფა, ეხლა ვერ ხვდები და არც გინდა მიხვედრა, მაგრამ ეს ყველაფერი გაივლის..
არაფერია მარადიული!
გაიღიმე, მწვანეთვალებავ, მომეცი შენი ბოტოტა თითები და ვანათოთ ერთად..
შენ მარტოსული და მე სავსე..
ჩემს სინათლეს გაგინაწილებ და ჩვენ ვერ შეგვაჩერებს, ჩვენ ვერ შეგვაჩერებს ვერაფერი და ვერავინ!

სიყვარულით, ოაოა..


Advertisements

One thought on “შემოდგომის ნისლიანი დღე..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s