მმმ, თითქოს გაზაფხული მოვიდა..

– მმმ, თითქოს გაზაფხული მოვიდა..
– რა გაზაფხული, თოვლის სუნი აქვს, ცივი..

შემოდგომამ მყარად შემოაბიჯა ქუჩებში, წვიმა გახშირდა, ფოთლები კი დათხელდა..
შემოდგომის სუნიანი სიყვარული იდგა ერთ-ერთ უბანში.
ცა დილაობით ფოთლებივით აყვითლ-გაწითლდებოდა და კარგა ხანს იყო ასეთი, მერე ცისფერში გადადიოდა და საღამოს
ისევ უბრუნდებოდა მოწითალოს..

– 5 ზე შევხვდეთ და სახურავზე ავიდეთ, გინდა?
– სახლიდან როგორ გამოვიდე?
– საბნის ქვეშ შედე ბალიშები და შენებს შენ ეგონები, სანამ გაიღვიძებენ იქმადე დაგაბრუნებ სახლში..
– კარგი მაშინ რამდენიმე საათში შევხდებით, ძილინებისა..

ხუთს აკლია თხუთმეტი (სმს მოდის)
” ჯერარგათენებულიდილამშვიდობისა, ჩაიცვი და გამოდი, გარეთ გელოდები”

– ტარამ, ტარამ, როგორ მეძინება.. წამო ავიდეთ, გასაღები შენ გაქვს ჰო?

– არ დაგიცურდეს ფეხი, ხელი მომკიდე.

– ვაჰ საბანიც ამოგიტანია და სიგარეტი, ეს რა არის?
– ცხელი ყავაა, უშაქრო, შენ რომ გიყვარს ისეთი.. დაჯექი და მოემზადე, მალე ამოვა..

– რა ლამაზია შეხედე.
– ვხედავ..
– რაკარგი სუნი აგდის, მანახე აბა კისერი..
– შენი ნაჩუქარი სუნამო მასხია..
– მმმ, თითქოს გაზაფხული მოვიდა..
– რა გაზაფხული, თოვლის სუნი აქვს, ცივი..

მზე ამოვიდა.


Advertisements

4 thoughts on “მმმ, თითქოს გაზაფხული მოვიდა..

  1. ერთი მაიკა მაქვს, ძალიან საყვარელი რომელსაც მხოლოდ იმიტომ არ ვიცვამ რომ წარწერა აქვს Romantic რაც მე ნამდვილად არ ვარ:( ამ პოსტზე გამახსენდა ნეტა შენი ზომა იყოს გაჩუქებდითქო ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s