ჩემი პრინცი ^^

იყო და არა იყო რა, (ღვთის) ლუციფერზე უკეთესი რა იქნებოდა?!
თურმე ყოფილა უკეთესი, ყველა სღაპარზე და ყველა პრინცზე..
ჩემი პრინცი ცხენით კი არა ინტერნეტის, კონკრეტულად კი ბლოგის საშვალებით მოვიდა ჩემთან..
ვიყავი საოცრება, ძან გაჭედილი მქონდა მაშინ, არა, არც ახლა ვარ მთლად დალაგებული, მარა ადრე მთლად საოცრება ვიყავი!
მინდოდა ყველას დავხმარებოდი, ყველას ტკივილი გულთან ახლოს მიმქონდა და თავი ღმერთი მეგონა როცა ვინმეს ვახარებდი..(ახლაც ასეა პრინციპში)

ისიც საოცრება იყო, დეპრესიული ბიჭუნდა, ნიუდაჩნიკი, ერთხელ უბრალოდ შევიდა მეგობრის ბლოგზე, კომენტარი დატოვა და აი..

აი ისიც! ის ერთადერთი და განუმეორებელი რომელმაც გადაატრიალა ჩემი/ჩვენი ცხოვრება..
ამას მერე ჩემი უზარმაზარი “ფილოსოფიურ/ფსიქოლოგიური” კომენტარი მოჰყვა, მერე სკაიპში დამატება და აი უკვეე თითქმის 2 წელია ერთად ვართ, ბედნიერები და მხოლოდ ხანდახან ვჭედავთ.

რამდენი რამის დაწერა მინდა და ვერაფერს ვერ ვწერ 😦
თუმცა რა საჭიროა სიტყვები? გნახავ ხვალ და გამოხედვაში იგრძნობ ყველაფერს..
როგორ ძალიან მიყვარდი აი ამ კომენტარის მერე დგემდე,
იმასაც დაინახავ როგორ მეყვარელი კიდე სულ ბოლო წუთამდე..
ბანალურობის და სენტიმენტების გარეშე როგორ დამეწერა? :ს

როგნახე მაგ დღეს გამარჯობაც არგითქვამს ისე დაიბენი, შენს მაგივრადაც მე ვლაპარაკობდი, გახსოვს?
მერე იმდენი რამე გადავიტანეთ, იმდენჯერ გატკინე/მატკინე და ბოლოს მაინც ერთად ვართ.
მემილიარდე “უკანასკნელი” დაშორების მერე,
მე კიდევ უფრო ძლიერად მიყვარდები და მიყვარდები..

ჩვენი ჩხუბები, ეჭვიანობები, ვენების გადახსნები, “მეშენ გნანობ” და “ვერგიტან” ები… როგორ ტკბილად მახსენდება მაინც ❤

როგორია? უი თქვენ ხომ მისი სახელიც არ იცით? აჩიკო ჰქვია, განსხვავებული სახელია, არაა ძან გავრცელებული და თან ძალიან მომწონს..
როგირა და, გამორჩეულია..
ძალიან დიდი გული აქვს, მაგრამ მხოლოდ რჩეულებს და ასევე განსაკლუთრებულებს შეუძლიათ შიგნით ყოფნა,
თუ უყვარხარ თან გადმოგყვება, შეიძლება ვერ გამოხატოს ხანდახან, მაგრამ თუ ერთხელ შეუყვარდი მერე ვსო..
კიდე გულის აცრუება იცის ყველაფერზე, ხშირად მართლა არ უმართლებს და
მაგიტომ, ესეც მომწონს მასში, ჩემი ნიუდაჩნიკი ❤
თამაშები, ტექნიკა, მანქანები და მუსიკა ძალიან უყვარს, ფილმებიც.. ძალიან ჭკვიანია და ყველაფერი იცის იმაზე რაც მოსწონს..
აი იცით როგორია? რომ ატკინო, გაანადგურო და რავიცი რა აღარ.. რო გაგიჭირდეს მაინც მოვა და დაგეხმარება..
კარგი მეგობარია, ერთგულია.. ყველაფერს გაგიგებს, მისთვის მიღებულია თუ არა, მაინც შეეცდება გაგიგოს..
მოკლედ იდიალურია! ოჰ რამდენის დაწერა შემიძლია, რამდენი ლაპარაკი მასზე და ჩემს სიყვარულზე..
მაგრამ სადღაც გამექცნენ სიტყვები და მერე იყოს.. აი ისეთი სიყვარული გვაქვს, ფილმებში რომ არის, დრამა-მელოდრამა-კომედია. მაგრამ ჩვენი ფილმი და ზღაპარი მაინც ყველაზე მაგარია! იოო!

ჩვენი, წიწაკასავით მწარე და წითელი სიყვარული!

ჭირი, ჯანდაბა, ოხრობა და არგადარჩენა იქა,
სიხარული, სიყვარული და აააამბავი აქა.
: )

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s