ღმერთის გწამს?

ჩავატარე გამოკითხვა, რადგან რელიგიასთან დაკავშირებით მაინტერესებდა რამდენიმე მეგობრის აზრი.
კითხვა იყო: “ღმერთის გწამს?” “რატო”

1:
ღმერთის გწამს?
-ხანდახან
რატო?
– არ ვიცი, როცა მისრულებს სურვილებს მაშინ კი და როცა რამეს ძან ვთხოვ და არ მისრულებს მაშინ არა..
ღმერთი ჯინი კი არაა, სურვილები შეგისრულოს მარტო! გაანძრიე ხელი და შეგისრულდება..

2:
ღმერთის გწამს?
-არა.
რატო?
-იმიტო რო არ არსებობს
რატო ფიქრობ ეგრე?
-ბევრი კითხვა გამიჩნდა პასუხ გაუცემელი, იყო დრო როცა მწამდა. მამაოსაც ვკითხე რაღაცეები, ვერ მივიღე სასურველი პასუხი და ჩემს აზრს დავუბრუნდი.
როგორია შენი აზრი?
-რომ არ არსებობს არც ღმერთი, არც ეშმაკი, არც სამოთხე და არც ჯოჯოხეთი.

3:
ღმერთის გწამს?
-არა.
რატო?
-არ მწამს და ვსო.

4:
ღმერთის გწამს?
-კი.
რატო?
-რას ქვია რატო?

5:
ღმერთის გწამს?
-კი.
რატო?
-ვგრძნობ რომ არსებობს.
ხედავ მას რამეში?
-არა.

6:
ღმერთის გწამს?
-კი.
რატო?
-მწამს და ვსო!

7:
ღმერთის გწამს?
-არა
რატო?
-როგორც ადამიანური მდგომარეობის მწამს და როგორც ვიგაც ბაბუ კაცი და ასე შემდეგ მითია.

8:
ღმერთის გწამს?
– კი 😐
რატო?
– რა რატო? შენ არაა??
მე არ მწამს იმ ღმერთის რომელის ხალხმა გააფანატა, მე მწამს ღმერთის რომელიც ჩემშია.
– უბრალოდ მწამს
იმიტო გწამს რო ყველას წამს და ჩაგიდეს გონებაშ რო უნდა გწამდეს თუ რამე საკუთარი აზრიგ აგაჩნია?
– ყველას თავისი ღმერთი ყავს, მეც მყავს ჩემი.

9:
ღმერთის გწამს?
-კი
რატო?
– როცა რამეს ვთხოვ მისრულებს, როცა რამეს ვაშავებ ვისჯები და ცუდი რაღაცეები მემართება, როცა ვნანობ და ბოდიშს ვიხდი, ისევ წყნარდება..

10:
ღმერთის გწამს?
– კიი! ეგ რა კითხვაა?
რატო გწამს?
– რავიცი უბრალოდ მწამს, არ მიფიქრია იმაზე თუ რატო მწამს...

შედეგები ასეთია: ვკითხე თექვსმეტ ფეისბუქის ფრიენდს
მიპასუხა : ათმა
დადებითი პასუხი კითხვაზე გამცა : ექვსმა
უარყოფითი’: ოთხმა

მინდა ავღნიშნო ისიც, რომ ვერცერთმა “მორწმუნემ” ვერ დაასაბუთა თავისი დადებითი პასუხი.
ვფიქრობ მათ მართლა არ იციან რისი სწამთ, უბრალოდ დაბადებიდანვე ჩაუდეს მშბლებმა თავებში, რო უნდა გწამდეს! სანთელი უნდა დაანთო ეკლესიაში, უნდა მოინანიო ცოდვები, სიკეთეს თუ გააკეთებ რო გამოივლი წინ დაგხვდება და ა.შ.

მეც მწამდა, მეც დავდიოდი ეკლესიაში, ერთი პერიოდი ხშირად, მოძღვარიც უნდა ამეყვანა, ვიღაცამ მკითხა ღმერთის გწამოს და..
აი მანდ დამენგრა ყველაფერი. დავფიქრდი, ვიფიქრე, ვიფიქრე და მივედი იმ დასკვნამდე რომ სულაც არ მწამს მე ამ ეკლესიის!
არც გაკერპებული და გაფანატებული ღმერთის. მე მწამს რომ ღმერთი არის ჩემში, მას კი სიკეთეს ვეძახი.

და, შენ გწამს ღმერთის?

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s